May 23, 2009

Home Sweet Home....



სახლში მინდა.....

ჩემს სახლში, აქ არა.... 

იქ მინდა, უკვე იმდენი ხანია ვერ მოვახერხე ჩასვლა...

მომენატრა....

სახლი მომენატრა, ჩემი უბანი, მეზობლებიც, დაჟე.

ჩემი ძაღლი მომენატრა, რო ვერც დავემშვიდობე...

რო ჩავალ მამაჩემი მეტყვის, უჩემოდ არ ნახო, თქვენს შეხვედრას მინდა ვუყუროო :)   

რო წარმომიდგენია რა დაემართება ხვალე რო დამინახავს.... გადაირევა როგორც იცის ხოლმე, რადგანაც ნაწვიმია, ტალახიანი იქნება და მეც გამატალახიანებს, გამადორბლიანებს, მერე კისერზე დაწვება აი ასე და იგორავებს დიდხანს......

დედა აუცილებლაც ცხვირსა და ტუჩს შორის მაკოცებს მარჯვენა მხარეზე (მანდ გგრძნობო) და აფუსფუსდება,

რას შეჭამ?

–კვერცხი შემიწვი რა მე რო მიყვარს ისე..

–კაი რა, ამდენი საჭმელია სახლში..

–გეხვეწები რა დე, მომენატრა...

შემიწვავს :)

რა ხდება თბილისში, – რავი, არაფერი, ძველებურად...

გამოცდები რა ქენი? –– გადამივიდა 4 მდე ბოლო გამოცდა....

როდემდე ხარ აქ? – 30 მდე...

რა კარგი გოგო ხარ :* :*  

ჩემს დას ეძინება, ან გავარდნილი იქნება ველად... შეხვედრის დროს ხელზე მაკოცებს, ან შუბლს დამადებს, იმიტო რო ვერ ვიტან სახეზე რო მეხება :) 

სახლი რა თქმა უნდა თავდაყირა დადგება 5 წუთში, ისედაც საგჟეთია ხოლმე მარა მაინც....

ცოტას დავისვენებ... 

დედა შემოიპარება ჩემს ოთახში და მაცდური თვალებით დამიწყებს რაღაცეების კითხვას, რო შევატყობ რო შორიდან მივლის, პირდაპირ იმ თემაზე გადავალ რაც ყველაზე მეტად აინტერესებს...  :)

მაღაზიაში მე წავალ. ტაქსის მძღოლები თვალს გამაყოლებენ....  გამყიდველი აუცილებლად მეტყვის რო ძალიან ვგავარ დედაჩემს... (სინამდვილეში, ნატო ვაჩნაძეს უფრო ვგავარ ვიდრე დედაჩემს, თვალებში აკლია ალბათ იმ ქალს)

მერე ვიბანავებ....  ბანაობის დროს 3 ჯერ მაინც მომიწევს კივილი "ცხელი წყალი დაკეტეეეეთ!!!"

მერე გოგოებს ვნახავ.....  სახლში 12 სკენ დავბრუნდები...

ბებიაჩემი აუცილებლად შემეკითხება, ქალაქში სროლები კიდევ არის შვილო??  არა ბა, სროლები რო იყოს გარეთ ხოარ გავიდოდი, ვუპასუხებ მე :)

ჩემი და უკვე მოუთმენლობისგან ცქმუტავს როდის დავუჯდები საჭორაოდ.... გვიან დავიძინებთ...

დილით აუცილებლად ყველა სათითაოდ შემოვა ჩემს ოთახში (ჩვევა აქვთ ასეთი) სათითაოდ გაიჯახუნებს კარებს, მერე ჩემი და ფენს ააბღუილებს, ჩემი ძმა ჩემს გარდერობში დაიწყებს ტანსაცმლის ძებნას, ტრილიაჟის კარებს 1000 ჯერ გააღებენ–დახურავენ, გრეი მთელს უბანს გააგებინებს რო ღვიძავს და შია, მერე ჩემს ფანჯარასთან იმდენ ხანს იწკმუტუნებს, სანამ  არ გავალ და მოვეფერები. 10 საათიდან მოყოლებული 2 მდე ყოველ 10 წუთში შემოვა დედაჩემი და მეტყვის რო ცხოვრების საულეთესო წლებს ძილში ვხარჯავ..... 

მერე ჩვეულებრივად, საუზმე, გრეი–თერაპია, შხაპი, მეგობრები, სახლი, ჭორაობა :) შიგადაშიგ შეიძლება რამდენჯერმე ჩხუბიც მოვასწროთ, ეს ისეთი სახალისოააა :) 

მომენატრა.....  

თქვენ ალბათ საგიჟეთად გეჩვენებათ (და 3 დღის მერე მეც გამოქცევაზე ვარ ხოლმე) მარა აი ისე მომენატრა მეტი არ შეიძლება...

დედაჩემს ველაპარაკე წეღან... ისე მომენატრე, ეხლა რო წარმოგიდგინე, სუ ცხვირი დამეწვაო.... გავუთიშე, ვიძინებთქო.... იმიტო რო მეც. მეც დამეწვა ცხვირი :( 

სახლში მინდა....

ჩემს სახლს არაფერი ჯობს...

ახლა რო წვიმს, წარმომიდგენია ხვალ ამ დროს როგორ ვიჯდები ჩემი სახლის აივანზე ჟაკეტმოსხმული, ყავის ფინჯნით და კომპიუტერით და რამე სასიამოვნოს დავწერ ალბათ....  

ნეტა ასე იწვიმოს ხვალ ღამითაც.....   

გუშინ რო ვჯუჯღუნებდი, ეგ იმას კიარ ნიშნავს რო წვიმა არ მიყვარს..

როგორ შეიძლება გაზაფხულის წვიმა არ გიყვარდეს ადამიანს, და ის სუნი, ქუჩაში რო დგება ხოლმე......  მიყვარს, ისე ისეე რო ვერც წარმოიდგენთ.... 

ხვალ მთელს ქალაქს მოვიბოდიალებ..

მთავარია ძალიან არ იწვიმოს და არ დამეზაროს.... :)

ძალიან ბევრს ვივლი ფეხით, ყველა ნაცნობის დანახვა გამიხარდება და არავის არ ჩავურტყავ ნივჟუს (როგორც ხშირად მჩვევია ხოლმე)

ხვალ თუ ამინდმაც ხელი შემიწყო, ყველანი მეყვარებით და რაც გინდათ მთხოვეთ :)

ოღონდ ხვალ...

ძილინებისა სამყაროვ... ვიცი რო ჩერდები როცა მე მძინავს.... დღეს მაინც გაჩერდი რა გათენებამდე..... 

5 comments:

Chaotic said...

დედიმ მეც დამირეკა დღეს :love:


ჩემს სახლშიც ზუსტად ასეთი საგიჟეთია, ჩვენ ცოოტა მეტნი ვართ ოღონდ, მაგრამ i love it ...

:)

სასიამოვნო დასვენებას გისურვებ :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

auu ra magari postiniyo ee!!
imena amousuntqvad cavikitxe ni to shto ert amsuntqvze
zalian gavtbi da damajriala da chianchvelebic vigrzeni da vah

vasasi said...

guli gamitba.. :)))

dzagluka mec myavda da momikvda... :S
ise, me sul ragac erti dgit an ramdenime saatit chadaswari saxlshi.. :D

:)

Anonymous said...

ninooo aba me mkitxe rogor momenatraaa gorii.... ;( shen chadixar mainc da me zafxulobiit :( isic 1 kviraa.... :( dzalian miyvarxaaart... :*:*:*
MACHVIII :*

nastasia said...

mec menatreba saxli :((((((((