May 17, 2009

Tired...


დავიღალე რა დავიღალე, ყელში ამომიხვედი შენც და ეს სიტუაციაც რა...

აღარ მინდა, ვსიოოოოოოო, 

I am really afraid to come online, why don't you want to FUCK OFF???

მითხარი რატო არ გინდა?! 

რო გინდოდეს აქამდე უკვე 1000ჯერ გაგიშვებდი სადაც ჯერ არს და მეც დავისვენებდი და შენც....

ხოდა მოდი მოინდომე რა, უფრო მეტად მოინდომე...

დღეს 17 მაისია.....

სულ 1 თვე, ზუუუსტად 31 დღე და მერე ვსიო...

1 თვეს კიდევ მოვითმენ და ავიტან და მერე, 

მერე სარიც გითხრია, ფეხებზე მკიდია მერე ;)

(ათვლა დაიწყო. დღე ნომერი 1.)

მეჩვენება ხოო, მეჩვენება...

გაგაბრაზე ხოოო გაგაბრაზე...

ხო ხო, შე უბედურო შენ...

ჩემი ბრალია რა... რას დაბოდიალობ რა, რა გეარქივება და რა გეტრაკისქიცინება .....

ვსიო.... 

May 14, 2009

შემომებოდა....

ადე ბურნუთ, ხალხი ელოდება მანქანასა...

კიარადა...

შენიშვნა მომცეს, რა ათასში ერთხელ წერო და მეთქი აღარ მეწერინება, დამანებეთ თავითქო და ნეტა არ ატრაკებდეო :)

ხო ხო, შე უბედურო შენ... :) 

კიდე რა? ააა ხო, 

just a dialogue :)

GIORGI. : maaakvs aaaaaaaaiii martla makvs ra mooodi davnadzlevdet dzalian seriozul ragacaze, tu 2 weliwadshi ar movkvdi ra gavaketo prosta mitxari midi nebismieri ragac rasac shevdzleb... midi mitxari

ME: bazari ar ari, davnidzlavdet, ro 2011 clis 14 maiss tu cocxali iqnebi kidev chems panashvidze imgereb  :D

GIORGI. : ai eg ra pontia eeee, tan eg sheudzlebeliaaaa, cota realuri ragac tkvi :)

ME: ra ginda ratoa sheudzlebeli??? shen tu mokvdi me vimgereb  :D

GIORGI. : jer imito ro rogor vimgero ra memgereba da meorec is ro vin mamgereb rogorc ki davapireb egreve mimgudaven... ras imgereb? :)

ME: rasac metyvi, ar miggudaven, anderdzshi chavcer ro gamgeron bolomde, rogor ar gemgereba, ai naxav, daje ro dagirekaven ninos panashvidze mivdivarto shen ityvi auuu ar mcaliao da dajdebi da chataobas gaagrdzeleb :D ras imgereb?

GIORGI. : ee debilo anderdzs dasaflavebis mere kitxuloben :D

ME: eg serialebshi :D chemsas manamde caikitxaven... ras imgereb???

GIORGI. : makarenas :D da tan vicekveb :D

ME:  ra romantiulia, :) ra raindulia gmerto chemo  :)

არის დიალოგების მეფე თუ არა? :) 

ხოდა აქ 1 დავალება თქვენ, ყურადღება მიაქციეთ რომ ნიძლავის პირობები შესრულდეს სამართლიანად... 

ჰუჰ, ეხლა რამდენს ვღადაობთ და საქმე საქმეზე რო მიდგეს, იმისი არ ვიცი მარა, მე აი ბრრრრრრრ......  წარმოდგენაზეც მაჟრიალებს რა დამემართება :(

ოდნავ ეჭვიც რო მეპარეოდეს რო არ მატყუებს და შეიძლება მართალი იყოს....

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე   

არადა რა ჯანდაბათ ავიტეხე რო უნდა მოვკვდე?!  რო მოვკვდები მერე იტყვით საწყალი, წინასწარ გრძნობდაო, ანდერძიც კი დაწერაო :)

ხო კიდე ანდერძში დამატებითი 2 პუნქტი მაქვს, 

1: ჯვარი აღარ მინდა, აი ასეთი ქვა დამადევით

 

2) რამოდენიმე ადამიანის სურათი ჩამატანეთ თან ( კანდიდატებს დავაკონკრეტებ მოგვიანებით) 

მაინც რა ნახე ასეთი, რატო გინდა ასე გულით რო მოკვდეო სუ ამას მეკითხება ჩემი და, მარი, განა მინდა?! არ მინდა, მარა.... 

რატო უნდა მინდოდეს ის რომ სიკვდილიდან მაქსიმუმ 2 წელიწადში მარტო დაბადების დღეზე და კიდევ რამოდენიმე სპეციფიურ თარიღზე რომ გავახსენდე სულ რამოდენიმე ადამიანს?! 

რატო ვფიქრობ ასე? იმიტო რო ეგრე იქნება და მერე რო დაფიქრდებით სინდისი შეგაწუხებთ... მართალი ყოფილა, სულ უფრო და უფრო იშვიათად გვახსენდება დროის დინებასთან ერთადო....

შემომიტიეს, საერთოდ არ მაწუხებენ ხოლმე მსგავსი შინაარსის ფიქრები ხშირად :)

მეძინება... არადა გული მიგრძნობს, ჩამეძინება თუ არა მაშინ მოაზარებს არმენა :) და მერე ცოდვა უნდა დავიდო :)

რამდენი რამის დაწერა მინდა არადა :(

ყველაზე აქტუალური თემები პოსტისთვის არის პოლიტიკა, ქართველთ მოძულენი, წერილები, ბლა ბლა ბლა... არადა ვიცი აქედან რომელიმეზე რო დავწერო +18 ცენზურის დასმა მომიწევს პოსტზე უწმაწური სიტყვების გადაჭარბებულად გამოყენებისდა გამო...

ხოდა იმის გათვალისწინებით რომ ამ ბლოგს ისეთი ხალხიც კითხულობს რომელთა წარმოსახვაში ანგელოზობამდე ფრთებიღა მაკლია, თავს ვიკავებ...

იქნება როგორმე ეს ვნებათაღელვა ჩავახშო ჩემში...

იმდენი ალუჩა ვჭამე ენა დამისივდა და კიდე კბილები გამინადგურდა... გათენდება თუარა კიდევ ვიყიდი  და იმდენს შევჭამ, სანამ ჩემი საინფორმაციო ღრუ ფუნქციონირებას არ შეწყვეტს....

1 თვეში სწავლას ვრჩები...

როგორ მომენატრება თქვენ ხო ვერც წარმოიდგეენთ :( უკვე მაწუხეწბს ნოსტალგია და მერე ხო საერთოდ... 

არადა ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე მსგავსი შეგრძნება დამეუფლებოდა კიარადა აზრად გამიელვებდა თავში... პირველი ლექციიდან მოყოლებული თავი ზე–წამებული მეგონა... თურმე რა კარგი ყოფილა სტუდენტობა :( 

წავედი, კინოს უნდა ვუყურო და მერე დავიძინო...

წარმატებულ ხვალინდელ დღეს გისურვებთ :* 

May 12, 2009

წერილი ნომერი 1...


გამარჯობა...

უბრალოდ მოგესალმე....

არ მაინტერესებს სად და როგორ ხარ...

რო მაინტერესებდეს წეღან შეგეკითხებოდი... 

უბრალოდ ის ფაქტია კარგი რომ საერთოდ ხარ და არსებობ და რსებობ :) .... 


იმიტომ არა, რო მომენატრე...

არა, არ მენატრები....

ახლა კიარა, არც არასდროს მომნატრებიხარ...

ამიტომ ნუ მოხვალ, დარჩი სადაც ხარ...

ხანდახან წერილებს მოგწერ ხოლმე, დაგელაპარაკები.

კვირაში ერთხელ, ან ექვსჯერ, ან თვეში ერთხელ, ან წელიწადში ერთხელ, ან ექვს წელიწადში ერთხელ...


შენი პასუხი არ მინდა, არ მაინტერესებს. 


არ მინდა აქ იყო, ასე მირჩევნია.

მომწონს ასე, არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა რო არ გვაკისრია მე შენი და შენ ჩემს წინაშე.


იმასაც არ გწერ როგორ ვარ, რაში გაინტერესებს...

უბრალოდ ხანდახან მიხარიხარ ხოლმე.

ოღონდ ეხლა არა...

ჯერ არ მოხვიდე...

არ მინდა ისეთთან რო მოხვიდე როგორიც ეხლა ვარ...

ესეთი მე, მე თვითონ არ მიყვარს და შენ როგორღა მოგთხოვო მისი ატანა.


ჯერ დავლაგდები, ჩამოვყალიბდები, ყველას რო უყვარს ისეთი მე გავხდები ისევ და მერე მოდი, ეხლა არა, მერე...

"ჩემი სეიფი ყოველთვის ჩემთანაა, ყოოვეელთვიიის"–ო თქვა ტელევიზორმა და..

გინდა გავხდები შენი სეიფი, შენს საიდუმლოებებს შევინახავ ხოლმე....

კაი ხო...  წავედი :) 

აბა ჰე...

მერემდე:)

პ.ს.   კისერი მაქვს გაშეშებული, არადა ხვალ პრეზენტაცია მაქვს და ასე გაფშეკილი სად გავიდე ჩემამდე არ დადის :( 

ინდიფერენტული ვარ, ყველასი და ყველაფრის მიმართ...

ხოდა კარგად ვარ....

დამ–7–ებული..

რა სასაცილო რაღაც ვთქვი... დამ–7–ებული ვარ მეთქი.... :)))

დამ–7–ებული არა ის... დანა რო დამარტყათ წვეთი სისხლი არ გამომივა... :(

ინდიფერენტული ვარ, ჩემი ლექტორი ამას 4 წლის წინ ამბობდა და აგერ, 4 წლის შემდეგ ვაღიარებ...

ინდიფერენტული ვარ!!!!!

ხოდა ასე... ფიზიკურად რომ ცუდად ვარ, სულიერად უკეთესად ვარ...  

დღეს რო მეგონა მოვკვდებოდი, დამ–7–ებული ვკვდებოდი..

ეხლა მარტო გაშეშებული კისერი და დასიებული თვალიღა შემომრჩა და ცოტა ავღელდი... 

May 7, 2009

Armena Is Back!!!



რო ვიძახდი რო ღამის 5 საათზე ხუთშაბათობით არმენა მოდის და მიზარებს და მიბრახუნებს და სომხურ მედლენნებს მასმენინებს და ამას არ კმარობს და მიმღერის და მელაპარაკება კიდეცთქო არ გეჯერათ თქვენ... 

ხოდა ახლა ვიჯექი და twilight-ს ვუყურებდი, (როგორც იქნა ვიკადრე ნახვა გადმოწერის 1 თვის თავზე) ხოოოდა მე მარტო ვარ, ვუყურებ პატიოსნად თუ როგორ კანტუზიანებივით კანკალებენ მთავარი გმირები სრულიად უადგილოდ... 

და ვიღაც მესამეს ლაპარაკი მესმის აშკარად... 

მე არ მყავს ვამპირი შეყვარებული დედას გეფიცებით, რომ ის მოსულიყო ამ რკინის კარიან და გისოსებ შემორტყმულ სახლში და ეჩურჩულა...  ნუ არადა მესმის რაღაც ხმები... 

და ამ დროს ვიღაცა ზარს რეკავს კარებზე... 

გამჭოლი მზერა ვსტყორცნე საათს... 4:40 

ხოდა გავიხედე "გლიაზოკში" და ამას ვის ხედავს ჩემი თვალები...

არმენა იზ ბექ მეგობრებო!!!!!!  

შევხედე თუ არა, კინაღამ მონატრების ცრემლები წამომცვივდა თვალებიდან, როგორ გაზრდილხარ ბიჭო, სად იყავი წინა და კიდევ იმის წინა ხუთშაბათს? მე მეგონა მიმატოვე და გვერძე პადიეზდში მცხოვრებ პირველსართულელებზე გამცვალე :)

 მარა არა!!! დარწმუნდი ხო რო ჩემი "გლაზოკი" (მაინც რა ქვია ქართულად?!) ყველა სხვა პირველსართულელის "გლაზოკს" ჯობია?!  

რა სამწუხაროა რო ამოტრიალებულად აყენია და ფართო საზოგადოებამ თავდაყირა უნდა გიხილოს :( 

ვიდეო გადაღებულია 04:44 საათზე

ეხლა რომელი საათია იცით? 05:45

ანუ ზუუსტად ერთი საათია აქ დგას და რაღაცეებს ჩალიჩობს, ვიდეოს ვეღარ ვუღებ, იმიტო რო რაღაც წითელი ხო ენთება ტელეფონს და გარედან ჩანს და მერე თვითონ დგება და ლაზერს მანათებს გარედან და უხარია და შემოშვებას ითხოვს.... 

ხოდა რა მინდოდა მეთქვა, ეხლა უკვე მეძინება და რო გავუვარდები გარეთ და ოჯახში არსებული ყველაზე დიდი დანით ენას ამოვაჭრი, მერე მიხვდება იმ სიტყვების რაობას "კაი ჭკუისას მეხუმრებითქო"  ახალმოსულზე რომ ვუთხარი...... 

ხვალ საღამოს პატრულში მიხილავთ სისხლიანი დანითა და არმენას ენით ხელში... და მე ხო ვიცი, მაინც მე გამამტყუნებენ ბოლოს :(

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ყავა, მე და ყავა...

ამ წუთას გადავყლაპე ბოლო ყლუპი ჩემი საყვარელი ჭიქიდან ჩემი საყვარელი ყავის და დედაჩემის ხმა ჩამესმა ყურში. მოკვდები შვილო, ბრმა ნაწლავი ხო შესწირე ამ შხამს და ეხლა ნაღველასაც სწირავ მისთვისო...  და რომ თავს ვიკლავ და ჯანმრთელობა ფეხზე მკიდია და ბლა ბლა ბლა....

მერე გიგას მესიჯი გამახსენდა, შენი ნაღვლის ბუშტის კენჭი, ჩემსას მინდა გავდესო :) გამეცინა... 

და სიზარმაცით აღვსილმა გავხედე ჩაიდანს, რომელმაც წყალი უნდა აადუღოს ჩემი მაცოცხლებელი ელექსირისათვის, დღეისათვის უკვე მე 6 ფინჯანია, რომელსაც ცოტა ხანში გემრიელად შევექცევი  :) 

ჰუჰ, ეხლა ამ ფინჯანს რომ შევხედე და მერე ჩემსას, გამეცინა, ასეთი სათითეებით უკვე საუკუნეა ყავას აღარ ვსვამ... არადა მახსოვს, სუულ პიველი ფინჯანი როგორ გამოიყურებოდა, რომლიდანაც სუულ პირველად გავუსინჯე ყავას გემო...

დედაჩემი სვამდა და შევაწუხე, მეც მინდა მეც მინდათქო, ხოდა აიღო ეს ფინჯანი და თავისი ჭიქიდან გადმომისხა ცოტა... მიუხედავად იმისა რომ, ყავა იყო უშაქრო, მე კი დაახლოებით 4–5 წლის, მაინც მომეწონა...

შემდეგ იყო ეს ფინჯანი, (ახლა მანდედან ნალექიან ყავას ვსვამ, ოღონდ მარტო იმ შემთხვევაში თუ ვინმე მომიდუღებს, მე არ ვიცი :) )

მერე დეიდამ ეს ფინჯნები გვაჩუქა... :) სულ 3 ცალი შემოგვრჩა... ერთი უნდა გადავმალო რო არ დამიმტვრიონ... 

მერე ეს ფინჯანი, მამაჩემმა მომიძღვნა...  ეს ერთადერთიღა შემომრჩა... 5 მილეწილ არს :)

მერე მარუნამ ნინოობას მაჩუქა ეს ფინჯანი, რომლიდანაც ზუსტად 3 წელი ვსვამდი ყავას და თუ სადმე მივდიოდი, სულ თან დამქონდა... 

მერე მარცხნივ მდებარე ფინჯანი, რომელიც სამი ცალი მქონდა და ერთი გუჯა ბერუაშვილმა დამიმტვრია, კინაღამ ზედ მივაყოლე ის მთასავით კაცი... სულ რაღაც 100$ დაუჯდა დანაშაულის გამოსყიდვა... მამაჩემმა რომ გაიგოს როო მე მის მთვრალ ძმაკაცს ასე ვანდალურად მოვექეცი, არასოდეს მაპატიებს... :)

ეს ორი ერთად იმიტომ გავაერთიანე რომ მათში მომზადებულ ყავას თითქმის ერთნაირი გემო აქვს :)

ფინჯნები სერიიდან "მაი სვით მემორის"  ის ნესკვიკის ფინჯანი ისე მიყვარდა ისე რომ დედაჩემი წავიდა და კიდევ 7 ცალი მსგავსი იყიდა... სამწუხაროდ ადუღებულ წყალზე ალერგია აღმოაჩნდათ და დაიბზარნენ :) 

უსაყვარლესი ფინჯნები, რომლებიც ბოლო 4 წლის მანძილზე აბსოლუტურად ყველგან თან დამქონდა :) დღესაც ასეა, უპირატესობას მწვანეს ვანიჭებ, იმიტომ რომ მწუუანეა... იმ მეორეზე თიკო და დალი ხოცავენ ერთმანეთს :)

ესენი სტუმრებისათვის განკუთვნილი ფინჯნებია, მე არცერთიდან დალეული ყავა არ მიყვარს მარა მაინც მიწევს ხოლმე :(

ამ ჭიქიდან მარტო რძიან ყავას ვსვამ :)

ნათლიის ნაჩუქარი უსაყვარლესი ჭიქა, ჭიქა კიარადა ქვევრი უფროა, 2 ზემოთხსენებული ფინჯანის მოცულობის სითხე ეტევა შიგნით... 3 მასეთი ერთი დღის მარაგია :)

ეს მეორე იგივე ტევადობის "ქვევრი" ყველაზე ახალია კოლექციაში :) 

ეს შემაჯამებელი ფოტო :) ერთი უსაყვარლესი ფინჯანი აკლია, რომლიდანაც ახლა გეახლებით ამ მაგიურ სითხეს :)

დიახ, გეთანხმებით, ფრიად უაზრო და უშინაარსო პოსტია... 

თუმცა ახლა რო იმაზე დავწერო რაც დღეს ჩემს თავს ხდება, გურამი აუცილებლად დაიგრუზება, თან ისე რომ შეიძლება თვითმკვლელობა სცადოს :)

ხოდა ვსიო, თუ მე არ მოვიკალი თავი უახლოეს მომავალში, შემდეგ პოსტამდე გემშვიდობებით.... :) 

ამ 2 კვირის მანძილზე გავჭაღარავდი ცოტა.... :( 

May 4, 2009

Just a Post....



არადა რა კარგი დღე იყო...

მიუხედავად ყველაფრისა....

დილიდან მოყოლებული ცუდი ამბები მიება ერთმანეთს, მარა მე მაინც რაღაც კარგად ვიყავი... ამინდიც ძალიან კარგი იყო და იმიტომ.... 

რო გნახე დაჟე გამიხარდა კიდეც, თავშიც გამიელვა მომნატრებიათქო..... 

კბენა-ღრენა ხუმრობაში გავატარეთ......

ლევამ ბათუმიდან ნამდვილი თუთუნი ჩამომიტანააააააა.... შეკეთებაზე დავიგლიჯე ნერვებიიიიიიი :( 

მერე ლაშიკომ და დათომ გამომიარეს, ჯერ უბანში ვაბირჟავეთ, მერე წვიმა დაიწყო.... მანქანა დავაყენეთ და ფეხით გავედით საწანწალოდ....

 

მოვიწანწალ-მოვიბოდიალ-მოვისურათიანეთ რამდენიმე ათეული მეტრი.....

და წვიმამ გადაიღო... თავგაგიჟებით არც მანამდე წვიმდა მარა... აი ვაფშე გაჩერდა.....

გზაზე გადასვლისას, ძმაკაცებით გამოტენილი მანქანიდან გადმონაძახი "სასიამოვნო" ეპითეტით შემკული, წამიერად ენაჩავარდნილი მე....

არაუშავს, ავიტანთ... აგვიტანია....

არა ლაშიკო, მოგესმა... 

მე არაფერი გამიგია,....



მერე ცოტა წავიგონკავეთ.....

ტარება მასწავლეთქო და ხო, უეჭველი, აბა რააო :) დამაიმედა უიმედოდ :)



მალე მოდი გოგო, გელოდებით ჩვენც და იუბილარიცო :)

საჩუქარი ავარჩიეთ და მიუხედავად ყველაფრისა, ფეხით გავწანწალდით ქალაქის მეორე ბოლოში :)

გავაცნობიერე რომ დიდი ჩუპაჩუპსი ძალიან დიდია ჩემი პირის ღრუსათვის :(

მერე ბევრი არაფერი მახსოვს, პირველივე ჭიქა ისეთი მაგარი იყო, ბავშვი (ჯერ არჩასახული) დამეფუფქა მუცელში...

ყველა ჭიქის შემდეგ, თავი ცეხლისმფრქვეველი გველეშაპი მეგონა.....  
ბრრრრრრრრრრ...

მერე რა ხდებოდა ალაგ-ალაგ მახსოვს....

ბოლოს უკვე ცოტა გამოფხიზლებულზე მახსოვს როგორ მეხვეწებოდნენ გოგოები, გეხვეწები ცოტა ხანს გაჩუმდი, თითო სიტყვა ჩვენც გვათქმევინეო... 

მაოს მეზობლები დავაღვიძე სახლიდან რო გამოვედი :)

აღმოვაჩინე როომ სახლის წინ გაჩერებულ მანქანას ოთხივე კარი ღია ქონდა... სამწუხაროდ გასაღების მოთვალიერება არ მომსვლია თავში აზრად :(

მერე მთელი გზა ტექნიკურად პანჩურის ამორტყმას ვასწავლიდი თეოს :)

The boy does nothing ამ სიმღერის სრული ტექსტი შევასრულე ცეკვის თანხლებით, 
ფაქტიურად შუა ქუჩაში.... ( რა კარგია გამვლელები და მანქანები რომ თითქმის არ იყო)

მერე ოჯახურ გარემოში ძალიან ბევრი ვიცინეთ... როგორ მიყვარს ესე :) 

მეტი რა გინდა შვილო ჩემო, წადი, შეირგე პოზიტიური დღე, დაეგდე და დაიძინე რააა, რა გეკომპიუტერება ან რა გესკაიპება...... 

როგორ ვეცადე რო არ აგყოლოდი და ნერვი არ მომეშალა, გაგაფრთხილე კიდეც რამდენიმეჯერ.... მარა არა რააა. იმენნა ბოლომდე სანამ არ შემაწმინდე ფეხები არ გაჩერდი რა... 


გეუბნები რაღაცას, სერიოზულად, წყენას არ ვიმჩნევ და აი იმენა იცინი და კიდე აწვები მაინც იგივეს...


და მე ვარ კიდე მთვრალი და ეჭვიანი და ჩემი ბრალია ყველაფერი თურმე...

ბაზარი არ არი, მე მომიტევე რო საერთოდ ვარსებობ...

აი შენთავს გეფიცები, რომც ვკვდებოდე, ოდესმე თუ რამე გთხოვო... 

ბაზარი არ არი... იცინე... ღმერთმა ქნას, სულ სასაცილოდ გქონოდეს საქმე.... მე გამიხარდება ეგ, შენ იცი.....

მადლობა მოშხამული ღამისთვის.... კი ვერ მოვხვდი რით დავიმსახურე მარა მაინც.....

კაია ხო ტკბილი ძილი???......









პ.ს.: გურამ, არ გავიგო ეხლა რო ამ პოსტის წაკითხვის მერე დაიგრუზე და თავის მოკვლა გინდა :)))))  

May 2, 2009

მოვიდააააააააააააააააააა!!!!!!!!!

რა მოვიდა?!

შუქი მოვიდა? - რამდენი ხანია მოსულია..

წყალი?- ეს ყოველთვის იყო...

მიშა მოვდივარო რო ყვიროდა ის ბიძია მოვიდა?--ეგ ჯერ დამწყვდეულია...

აბა რა მოვიდა?

გუდიანი კაცი??-- შენ რომელ გუდაში ჩაეტევი, გიფიქრია ამაზე ოდესმე?!

აბა დრო მოვიდა? - ჯასთ რიტორიკული შეკითხვა...

აბა რა მოვიდა გვითხარი?!

რა და გაზაფხულიიიიიიიიი!!  

გაზაფხული მოვიდა მეგობრებო!!

მერე რა რომ დღეს 2 მაისი მიიწურა, რაც იმას ნიშნავს რომ ზუსტად 2 თვისა და 2 დღის წინ მოვიდა გაზაფხული?!

ვისთვის როგორ....

ზოგისთვის არც წასულა და სუ გაზაფხული იყო მთელი წელი, ზოგისთვის ჯერ არ მოსულა... რას გაიგებ კაცია და გუნებაოოო...

ჩემთვის პირადად ეხლა მოვიდა... კიარადა, ამ ერთი კვირის წინ. :)

ეს უკვე მერამდენედ ვინანე რო ჩემი ციფრული თან არ მქონდა :( ხოდა ტელეფონით ვიცოდვილე რაღაცეები... 

ეს ჩემი საყვარელი ბლის ხე ყვავის ჩემს ეზოში...  გრეი ძალიან უბედურია რო მისი ყვავილების მოსპობა არ შეუძლია, კისერიღა აქვს მოღრეცილი მაღლა ყურებისგან :)

 

ეს იმ სასწაულებრივად გადარჩენილ ყვავილთაგანია, რომელიც გრეიმ დაინდო... 

ლოკოკინა ღობეზე :)

მეზობლის ტიტები :) 

ეს ატმის ნაყვავილარი :) ჩემი ფავორიტი სურათია... დაჟე დესკტოპზე დავაყენე :)

და ამ მშვენიერი მზანი შუადღის შემდეგ, ძაან მაგრა იწვიმა საღამოს, ოღონდ გაზაფხულის წვიმა იყო, თბილი და ძაააან მაგარი სუნი რო დგება ხოლმე ქუჩაში მასეთი..... სანამ არ გავილუმპე, არ შემოვედი სახლში :) 

და ტადააააააააააამ... ცისარტყელა გამოიჭიმა ცაზე....  ვგიჟდები ისე მიყვარს ცისარტყელა, ბავშვობიდან.... 

ჯერ ერთი ცალი იყო, მერე მეორეც გამოჩნდა.... აქ კიდევ ერთხელ ვინანე რო ციფრული თან არ მქონდა :(

ეჰ, ტელეფონის გახსენებაზე გული ამიჩუყდა ეხლა... რა ცოდოა ჩემი ტელეფონი, შლეიფი გაუფუჭდა და რო გახსნი ისე ციმციმებს, გეგონება უხარია რო გახსენიო :( სააწყალიიი :( 

და ეს ერთი კვირაა (ანუ რაც ჩემი გაზაფხული მოვიდა) ყველაფერზე გული მიჩუყდება და მეტირება....  აი სულ უბრალო რაღაცაზეც კი... სიმღერაზე, ვიდეოზე, სიტუაციაზე, სურათზე.. ყველაფერზე მეტირება....  რა ჯანდაბა მჭირს, გული მილღვება სავარაუდოდ...

 

როგორი სანახავი ვარ შეგიძლიათ ნახოთ აქ  ---> http://www.youtube.com/watch?v=-oDz5eaciu0    

ეს მოკლე შინაარსის პონტში :)

აუ არადა აი დღეს განსაკუთრებით რა... ჯერ მთელი გზა ცრემლები მაწვებოდა ყველა სიმღერაზე რაც კი ჩავრთე... მერე რო ჩამოვედი დედაჩემი თვალის ექიმთან არ გამომყვა, არადა მესამე თვალი ამომდის მგონი და მაწუხებს :(და მაგაზე ვიბღავლე.....  მერე ყავა გავიკეთე და მთელი ნეტარებით ვაპირებდი დალევას და დედაჩემმა მიდი გეხვეწები ჩაი გამიკეთეო, მეთქი თვალი მტკივა და ვერ გაგიკეთებთქო... ხოდა პეჩენია ჩამიგდო ყავაშიიიი...  მთელი საათი ვბღაოდი პატარა ბავშვივით...  შეწუხდა ქალი, ადგა გამიკეთა ახალი ყავა მარა კიდე უფრო ამიჩუყდა გული, ჩეემი ყავა მინდა მეეეეეეეეეეეე

 

იმდენი ვიტირე ახალი ყავაც გაცივდა და დავრჩი უყავოდ :(

არადა რა კარგი ამინდი იყო დღეს...  საღამოს რო აგრილდა მითუმეტეს :) შუადღისით ერთმა ვერაგულმა აზრმა გამიელვა თავში, მეთქი გრეი ხო არ მებანავებინათქო, მარა მერე კადრებად გამირბინა თვალწინ, რაც ხდება ხოლმე მაგ დროს, ხოდა მაშინვე უკუვაგდე ეგ აზრი.. დაე იაროს ჩატურტლულმა.......

აააააააააააა   წვიმა დაიწყო, ღმერთო ჩემო, რაღაც არსებობს ნამდვილად... მე აქ წვიმაზე ვწერდი და წვიმაც დაიწყო :)

ვაიმე, ძლივს ვზივარ კომპიუტერთან და ძლივს ვიმაგრებ თავს რო არ ჩამეძინოს...  გუშინ საერთოდ არ მიძინია...  ვიცი რაც გაიფიქრეთ ეხლა.... გეტყობა ნაწერზეო...  არაუშავს მე მაინც მიყვარხართ.....  ძილინებისა :* 

Apr 29, 2009

"მიყვარს 2" "მიყვარს1" ის შემქმნელებისაგან...

აი მიყვარს და ვსიო... ჩემი კაცუნა.... როგორ მომენატრა :(  ნახეთ რა კაცია... ერთადერთი ნაკლი აქვს, კუდი არ აქვს :( მარა რა მაგისი ბრალია, ზოგიერთებს თავში ტვინი არ აქვთ...  როგორ ტკიოდა თავიდან, ვაიმე, ბინტი რო ქონდა დახვეული კუდზე და ყურებზე :( რო დაბანცალებდა და რომელიმეს თუ რამეს მიარტყავდა როგორ ტკიოდა და წკმუტუნებდა :( 

ვაიმე რა პატარა იყო რო მახსენდება რო მომიყვანეეეეეეს :) თან როგორი დურაკი.....მიკვირს როგორ მოვითმინე და არ შევყლაპე :) 

აქ ჯერ ყურებიც აქვს და კუდიც, სულ 3 კვირისაა :)

აქ უკვე დაჭრილი აქვს ყურები და კუდი და მოშუშებული აქვს ჭრილობები....

ხოდა ასე, ჩასახლდა ჩვენს ოჯახში ამ 2 წლის წინათ და გახდა ოჯახის სრულუფლებიანი და მეტად პატივცემული წევრი :) მართალია დედაჩემი თავს იგიჟებდა, ძაღლი შემოვა თუ არა სახლში, მე წავალ სახლიდანო... მარა დღეს დღეისობით, ისეთი სიყვარულით ელაპარაკება და ექცევა, ნეტა მე მომქცეოდნენ ეგრე ბავშვობაში, გესლიან ეგოისტად არ გავიზრდებოდი :)

6 მაისი, ზუსტად ერთი თვის არის ამ სურათში... (ერთსა და იმავე დღეს ვართ დაბადებულები, 6 აპრილს... კიდევ ერთი ღირსება რის გამოც უნდა მიყვარდეს...)

მერე დაეწყო პერიოდი, როცა კბილები ექავება, და თან საშინლად წვეტიანი კბილები აქვს... რამდენადაც ვიზუალურად იყო უსაყვარლესი, იმდენად აუტანელი იყო ახლო კონტაქტში შესვლისთანავე.... 

  

მერე ცოტა კიდევ რომ წამოიზარდა, დაახლოებით ივნისში, ასე გამოიყურებოდა 

  

ამ პერიოდში გაუგონარ მორჩილებასა და სიჭკვიანეს იჩენდა, ალბათ იმისათვის გვამზადებდა, რაც  მერე გველოდა :)

 

როგორ მახსოვს, ამ დროს სახლში აპირებდა შემოსვლას და დავუყვირე არ შემოხვიდეთქო, ხოდა ზედ ზღურბლზე დაწვა და არ განძრეულა ნახევარი საათი 

 

მერე უკვე გახდა ყველაზე ვრედნი არსება დედამიწის ზურგზე!!!!  ჯერ ხო ეზოში არაფერი დატოვა მთელი, მერე სახლიდან და ვანიდან ეზიდებოდა რაღაცეებს ეზოში და აფუჭებდა. ე.წ. კაჩალკა, სუ ნაკუწებად აქცია თავის ბალიშებიან მატრასებიანათ.... ეზოში ყვავილებს (რომლებსაც დედაჩემი წლობით ეფერებოდა და უვლიდა) დედა უტირა!!! სუ ბოლქვებიანათ ამოთხარა და შეჭამა..  

მერე გარდატეხის პერიოდი დაეწყო... კბილები მოიცვალა,  საჭმლის ჭამა აკრძალა და გახდა... სიგამხდრე რო ძალიან არ უხდება ამაში დამეთანხმებით, მარა მაინც ძალიან საყვარელია... 

ფოტო განწყობისათვის... გრეი, გაიღიმე, პასპორტისათვის სურათი უნდა გადაგიღოთქო... ჯერ გაოცდა, რათ მინდა პასპორტი, რამხელა პასპორტი მაქ იციოო? და მერე ესე გაიღიმა:

ჩვენი პირველი ხანგრძლივი სეირნობის ამსახველი ფოტოები, გასეირნება შედგა გორის ციხესა ზედა :)

 

ასე ვიძინებდით და ვიღვიძებდით შემოდგომაზე.... 

  

მერე ზამთარიც მოვიდა.... პირველად რომ მოთოვა, მაგის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ისე გორაობდა თოვლში.... აქ ჯერ ფეხაწეული მოფსმა არ იცის :) პატარაა ჯერ!!!

 

მერე უცებ გადაწყვიტა რომ ოჯახის უფროსი უნდა გამხდარიყო და "ნასკი გამხადე ქალო" პალაჟენიის დაყენება მოინდომა ოჯახში... ანუ გააგრესიულდა და გვეთავხედებოდა..

 

მერე მე ბატონები მესტუმრნენ, რატო მიკადრეს არ ვიცი მარა დიდი მადლობელი ვარ დღემდე რომ საშობაო არდადაგები ჩამაშხამეს და ნაჩუტყვავილარებს დღემდე არ გაუვლია და ლაქებად დამრჩა!!! ხოდა ჩემი გრეიკო ძალიან განიცდიდა ჩემს ავადმყოფობას, ჯერ საწყისს პერიოდს და მერე ხო საერთოდ... 

 

ვინაიდან და რადგანაც ჩუტყვავილა ძალიან გამირთულდა, ფეხზე დგომის და ეზოში გასვლის თავი არ მქონდა..ამიტომ გრეი დღეში 20 საათი ამ ფანჯარაზე იყო მოკრული, იმის იმედით რომ ფანჯრიდან მაინც მოვეფერებოდი..  

ფოტოები სერიიდან "გუჯა და გრეი ჭონიშვილები"

როგორც სურათებიდან ჩანს, მთელი ბავშვობდა და მერეც, ჩემი ძმა სულ აწვალებდა და ახალგაზრდობას უმწარებდა....  სამაგიეროდ, დღეს, გრეის ნებართვის გარეშე, ეზოში ჩასვლა ფრიად სარისკოა გუჯასთვის...

 

ნუ აქ რომელი რომელს აწვალებს საკითხავია, მარა მაინც

 

მსგავსი შინაარსის ფოტოები, გრეის ზრდა განვითარების მიხედვით:

 

 

ფოტოები სერიიდან "ერთ დროს კარგი ურთიერთობა გვქონდა"

ამ სერიის ძირითადი მონაწილეები, გრეი და ჩემი რძალი, ნატა არიან.... რაღა თქმა უნდა თავიდან მათი ურთიერთობა შესანიშნავად დაიწყო, დაჟე შეიძლება ითქვას რომ მათაც უყვარდათ ერთმანეთი...  მანამ სანამ, გარდატეხის ასაკში მყოფმა გრეიმ არ აღმოაჩინა რო ნატა არ ევასებოდა....  ხოდა მას შემდეგ, აგერ უკვე 1 წელია, ნატას ყოველი გარეთ გასვლა, გრეის ღრენითა და ყეფით მთავრდება, არადა, ერთ დროს  მართლაც კარგი ურთიერთობა ქონდათ...

 

 

კიდე რა, სხვა დანარჩენი ჩვეულებრივად, კვირაში რამდენჯერმე ვსეირნობთ, დანარჩენ დროს ეზოში ვატარებთ, შეგვიძლია ღობესთან ვიჯდეთ მთელი დღე და მეზობლების ცხოვრებას ვადევნოთ თვალი, ჭორიკანები ვართ ცოტა!  

 

წყალს ისევ ისე ვსვამთ როგორც 1.5 წლის წინ ვსვამდით

 

ძილითაც ისევ ისე გვძინავს, როგორც ბავშვობაში :)

  

ზამთარშიც ერთად ვართ და ზაფხულშიც, უბრალოდ ზაფხულში უფრო ხშირად არის დაბანილი და სუფთა ვიდრე ზამთარში :)

 

ვინაიდან ბუნებით ბინძურია, ეჭვი მაქვს ზაფხულის მოსვლა უხაროდეს.... 

აქ დასჯილია, რაღაც დააშავა აღარ მახსოვს და ვუსაყვედურე, ხოდა შეძვრა აქ და თავს იგვემავდა, თვალებში მიყურეთქო და ვერაო, თვალი ვერ გამისწორა.... 

ხოდა ვსიო, წერას მოვრჩი, უბრალოდ ჩემს ფავორიტ სურათებსაც გაჩვენებთ, უყურეთ და დატკბით და კიდე შეგშურდეთ!!! :)