Jun 30, 2009

კაბადოკია. ნაწილი 2...

 

ისა, გადამიარა ბოღმოზმა და ნება ვიბოძე ეს პოსტი დავასრულო, რამეთუ ლოდად მაწევს სინდისზე ამის დრაფტებში ყურყუტი :) 

იქ გავჩერდი ხო 13ში დილით ტელეფონმა რო დამირეკა? :)

ხოდა გაიღვიძე ნიინიიკოოოოოოოოოოოო გაისმა ყურმილში და ცოტა დამაკლდა და მოვკბიჩავდი ყურმილს:( ნუ სასწრაფოდ გავემზადე, შევეცადე თმა ოდნავ მაინც დამელაგებინა მარა მაინც ისტერიულად მამთქნარებდა და მეძინებოდა...

სურათშიც ხო მეტყობა რო მძინავს? გადაღებულია ჩემი ნომრის აივანზე დილის 7 საათზე :( 

მერე ჩავედით საუზმემზე და ჰოი საოცრებავ, ჯერ არავინ არ იყო მოსული ჩვენებიდან, თავი ამაყად ვიგრძენი ჩვენი ერის მოჭარბებული პუნქტუალურობისდა გამო :) (მე რო ვინმეს სადმე მივასწრებ, ღმერთო ჩემო!!!) 
ხოდა ასე ვიჯექით ეზოში და ველოდებოდით დანარჩენებს :)

მერე ვისაუზმეთ და წავედით ქალაქის დასათვარიელებლად. მალევე გამოჩნდა ე.წ სოკოები, თუმცა ყველა დაუყოვნებლივ დასთანხმდა იმ აზრს რო ეს უკანასკნელნი ყველაზე ნაკლებად გავდნენ სოკოებს :) 

გავჩერდით სუვენირების ბაზრობაზე :) მამაჩემმა და ჩემმა ძმამ მშვენივრად მოირგეს ნაციონალური ჩალმები თუ რაც ქვია :) მათი ეს საქციელი სასწრაფოდ აიტაცეს ჯგუფის სხვა წევრებმაც და ცოტა ხანში ყველა ჩალმებით მოძრაობდა :)) 



მე დიდი პოპულარობით ვისარგებლე ბაზრობაზე გამყიდველ მამაკაცებში, მოკლე, დეკოლტიანი კაბისა და თმის მოცულობის გამო :) ყველაფერი ნახევარფასად ვიყიდე :) დაჟე ერთმა კაცმა მაკიაჟიც გამიკეთა და თავშალიც მომახვია როგორც მაგათ ახვევიათ ისე და სანამ იქ დამიტოვებდა მამამ მიშველა და გამომიხსნა :) ამ სურათის გადაღებაზე 10 წუთი ვეჯუჯღუნე ჩემს ძმას :)

მერე წავედით ყველაზე მთავარის სანახავად.... მთელი გზა დავდიოდი და გულში ვიბოღმებოდი იმ ქალზე, ვარძიაზე რო მითხრა მე9 კლასში, ექსკურსიაზე, ეს უნიკალური კომპლექსია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვსო :) რა ვარძია და რა უფლისციხე მითუმეტეს, ჯერ მარტო 10 ვარძიისხელა კომპლექსია, თან მოვლილი და ტურისტებისათვის სათანადო გარემო შექმნილი :) 

გადარეული დავდიოდი წინ და უკან, ყველა გამოქვაბულში შევძვერი და 10000000 სურათი გადავიღე დაახლოებით :) 

ამ სურათში ყველაზე დიდი ტაძარი რაც იყო იქ შესვლას ველოდებით მთელი ჟგუფი :) სურათში იმიტო არავინ არ ვიხედებით რო მეორე მხრიდანაც იღებდნენ სურათს მარა მე ეს უფრო მომწონს :) ამ ტაძარში ესპანელებთან მომივიდა კამათი, წარა–მარა მოტრიალდებოდნენ და ჩჩჩჩჩჩჩჩჩჩ ხრიალებდნენ და ჩვენმა გიდმა რო დაიწყო ლაპარაკი მერე აყაყანდნენ ყველანი ერთად და რამდენჯერმე მეც დავიხრიალე ჩჩჩჩჩჩჩჩჩ–მეთქი და ძაღლად რო არ ჩამაგდეს მერე ვიკივლე, CAN YOU KEEP YOUR F*****G MOUTHES SHUT?! თქო და, სასწაულის ძალით ჩაიწყვიტეს ხმები სასწრაფოდ :)

იქიდან რო წამოვედით ალექსას "მერცხალას" მოვკარი თვალი, მოკითხვის გადაცემა ვერ მოვახერხე, შორს იყო და სურათის გადაღებით შემოვიფარგლე :) ისვენებდა და შიოდა აშკარად :) აჰა, დანაპირებიც შევასრულე ხო? :)

მერე ის ყბადაღებული მენაყინეც ვნახეთ ქართულად რო ყვირის ნაყინი ნაყინიო, გემრიელი ნაყინიო :) ჩვენ რო წამოვედით თბილ–თბილი ნაყინიო ასე ყვიროდა... მაინც რა კეთილები და გულისხმიერები ვართ ეს გურჯისტანელები :)

მერე წავედით წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის სანახავად... ამის მეშინოდა იმიტო რო გიდმა მითხრა ძალიან ბევრი საძრომიალოა და 8 კილომეტრი ფეხით უნდა ვიაროთ, თანაც ჭინჭრებიაო, მე კიდე ბალეტკები და მოკლე კაბა მეცვა :) მაინც შესაშური მხნეობით გავუდექი გზას :) ჯერ მდინარის ნაპირას მივდიოდით, ბუნება ისეთი იყო მივხვდი სიტყვა წალკოტი რასაც ნიშნავდა :) მერე დაიწყო აღმართზე საძრომიალოები :) რომ არა ლევანი (აი ის, პანქ ის ბექ–ო ზურგზე რო ეწერა) მე ალბათ შუა გზაში გადავიფიქრებდი ასვლას და დავბრუნდებოდი უკან, მარა ფაქტიურად ხელით ამიყვანა, სოოოუ სვიით :*  მარა გზად კლდეზე ფეხის არტყმა მაინც მოვახერხე და დასისხლიანებაც :) ნუ რაც შეეხება ტაძარს, არის ძალიან მაღალ ადგილას კლდეში გამოკვეთილი, გამოქვაბული. მოხატულობა ალაგ–ალაგაა შემორჩენილი, ნახევარი მხარე ჩამონგრეულია :( სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით ეს მუზეუმად არაა ქცეული და საშუალება გვქონდა სანთლები დაგვენთო და ლოცვები წაგვეკითხა :)

იქიდან ჩამოსვლა მოკლე და ციცაბო გზით გადავწყვიტეთ მე, გუჯამ, მონადირე დათომ, ნინომ და ემზარი ძიამ :) ემზარი ძიამ ყველა გააფრთხილა რო მე ძალზედ ხიფათიანი ბავშვი ვარ და მაქსიმალურად უნდა ყოფილიყვნენ ჩემს უსაფრთხოდ ჩაყვანაზე კონცენტრირებულნი, რამეთუ მოტეხილი ხელით ვმოძრაობდი :)  დიდი ფორთხიალის შემდეგ, და იმის შემდეგ რომ ჩემს გამო ემზარი ძია კინაღამ დავკარგეთ :) გავივაკეთ

მე იმისი მეშინოდა მამაჩემი როგორ ჩამოვიდოდა იქიდან :( მზისგან დასიცხული და დაღლილი და თან გული აწუხებს და... :( მარა რო ჩავედით დაბლა გველოდებოდა უკვე :)  ცოტა ხანს ვაბირჟავეთ რადგანაც ისევ ავტობუსში ასვლა და მგზავრობა გვეზარებოდა :) მერე წავედით მიწისქვეშა ქალაქის დასათვარიელებლად :) ნინო ყვებოდა გზაში რო 200 მიწისქვეშა პატარა ქალაქია აღმოჩენილი და ჩვენ სადაც მივდივართ ყველაზე დიდი და ღრმააო... 85 მეტრზე უნდა ჩავიდეთ სიღრმეში და ძალიან ვიწრო გასასვლელებიაო :) ეს თავისთავად ნიშნავდა რო მაღალი დათო ვერ ჩამოვიდოდა რადგანაც სიმაღლეში 200 სანტიმეტრზე მეტია :) გარდა ამისა ვინც 100 კილოზე ზემოთ იწონიდა, იმათი ჩამოსვლაც საეჭვო იყო... ფაქტიურად გავნახევრდით :) 

აუუუუუუუ, იიისეთი მაგარი იყო რო სურათების გადაღებაც ვერ მოვიფიქრე, გადარეული დავბოდიალობდი აქეთ–იქით... ოლიკო კი იღებდა სურათებს მარა იმისი სურათების გადმოწერა ვერ მეღირსა ჯერ :(  არადა ძაააააან მაგარი იყო, თან ძააან დიდი, ნინომ თქვა ეს მარტო მე–10ედი ნაწილია გაწმენდილიო.... 10ჯერ დიდია ანუ :)

ასე "საყვარლად" ვის ვუცინივარ ზუსტად არ ვიცი:))) 

ნუ მერე მე, მაიკო და მონადირე დათო (რომელსაც სინამდვილეში პავლე რქმევია :) ) მოვწყდით ჯგუფს და ყველა კუთხეში და გამოქვაბულში შევიხედეთ, მთელი ქალაქი მოვიბოდიალეთ და დანარჩენებზე ნახევარი საათით გვიან ამოვედით :) ვანო ძია კარებთან მელოდებოდა ერთობ ანერვიულებული :) ნინო, შვილო, ამას რო ასდევ ეს მონადირეა და მთლად ნორმალურიც არ არი, გადაგჩეხავს სადმეო დათოზე მითხრა :) მერე ერთობ მოკრძალებული საყვედური შემომკადრეს (როგორც მათი უფროსის ქალიშვილს:) ) რომ ყოველთვის მე ვაგვიანებ ავტობუსში ასვლას და მთელი ჯგუფი მე მელოდება ხოლმე... პასუხად აღმომხდა რომ ძალიან მშიოდა :) ამ დროს გავიხედოთ და მამაჩემი და ჩემი ძმა მოდიან ტუჩების ცმაცუნით და თან უუუუუუუუუუუგემრიელესი მწვადის სუნი მოყვებათ :( კინაღამ გავსკდი! როგორ მომტეხეს და გაძვრნენ და უჩემოდ როგორ ჭამეს... :( 

კიდევ მივდიოდით რაღაცეების დასათვარიელებლად მარა აღმოჩნდა რომ მარტო მე არ მშიოდა :) ხოდა კაცებმა ისაო, სავსე კუჭი უპირველეს ყოვლისაო, აღარ გვინდა აღარაფრის ნახვა, სასტუმროში დავბრუნდეთო... ხოდა შორიდანღა გადავიღეთ სურათი იმ კომპლექსთან რომელიც უნდა გვენახა :(

აქ ის ვარ, რა ქვია, შეყვარებული! თან ერთი ნახვით :) 

კიარადა, ეს არი ჯგუფი და კიდე 5 კაცი გვაკლია :) 

წავედით სასტუმროში, ამოვივსეთ მუცლები და სასეირნოდ უნდა გავსულიყავით და წვიმა დაიწყო :( თან შემოგვაღამდა თვალსა და ხელს შუა და მამაჩემმა ქალების გაშვება ამ დროს არ იქნებაო და.. :(  რა გვეკეთებინა აბა, შევედით სასტუმროში მდებარე სუვენირების მაღაზიაში და გამყიდველს ვუშლიდით ნერვებს ზუსტად 1 საათი :) 10 ლირიან ბეჭედზე ვეჩალიჩებოდით 9 ლირად რო მოეცა, თავიდან კაპიკს არ აკლებდა მარა იმდენხანს ვუბურღეთ ტვინი, თან უკვე დაკეტვის დრო იყო რო ბოლოს მე 2 ბეჭედი მომცა 10 ლირად და ნინოს ვაფშე ჩუქნიდა, ოღონდაც წადით და აქ აღარ დაგინახოთო, და მეთქი აღარ გვინდა, რაღაც აღარ მომწონსთქო :) აააააააააააა  კაცს ულვაშები ყალყზე დაუდგა ისე გაგიჟდა, სანამ ეს მოხდებოდა ყველა ნივთი დავაფასებინე რასაც კი მივწვდი :) ბოლოს უკვე საშიში გახდა და შევეშვით, შეგვეცოდა :)

სასტუმროს დერეფნებში, დენის ეკონომიის მიზნით ნათურები იყო სენსორებზე, ხოდა ოთოს ახალი გასართობი გაუჩნდა, კიბეებიდან ხტუნაობდა და კაიფობდა იმაზე დენი რო ინთებოდა :) თან ძალიან დიდხანს კაიფობდა :)

ბოლოს ესეც მოგვბეზრდა და ავედით გუჯას და ალეკოს ნომერში. კარტი ვითამაშეთ, ვიყბედეთ ცოტა და წამოვედი ისევ დასაძინებლად:)

მთელი ეს დრო ჩემს დაბლა ოთახში სვამდნენ კაცები და აივნიდან რო გადავიხედე 50 ცარიელი ღვინის ბოთლი იდგა :) ქალები ჩვენ ოთახში ვისხედით და ვჭორაობდით. მერე გამოეფინნენ სასტუმროს დერეფანში და აყაყანდნენ უგონო მთვრალები :) ამან საშუალება მომცა მეხილა ახალგაღვიძებული და გაგიჟებული იტალიელები, ესპანელები, ფრანგები, თურქები და ჩინელებიც კი :) ყველაზე საინტერესო ჩინელების გაფართოებული თვალების ხილვა იყო :) თან ყველა თავის ენაზე გამოსთქვამდა საყვედურს და ისეთი ღრიანცელი იყო კედლები აზანზარდა :) (მთვრალიც ისეთი საყვარელიააააააააააააააააააააა :* )

როგორც იქნა დაწყნარდენ და დავიძინეთ.....

ძილის წინ დავასკვენი რო უფროსები არც ისეთი მოსაბეზრებლები არიან და ძალიან ადვილად შეიძლება მათთან საერთო ენის გამონახვა და სასიამოვნოდ დროის გატარება :)

14 ივნისი!..  

დილა ისევ 7 საათზე დაიწყო :) ერთი სული მქონდა პახმელიაზე როდის ვიხილავდი ამათ სახეებს :) როგორც ყოველთვის პუნქტუალურობაში ქალბატონებმა ვაჯობეთ და ისევ ჩვენ მოგვიწია ეზოში ლოდინი... თან ისევ ტრაბზონში მივდიოდით და ბარგიც ჩავიტანეთ ბარემ...

სურათში ვანო ძია თავს იმართლებს ჩვენს წინაშე წინა ღამის კოშმარისდა გამო :) რამეთუ ყველაზე როხროხაა ჯგუფში :)

საუზმე იყო საოცარი :) 19 პახმელიაზე მყოფი მამაკაცი 2–ის წინააღმდეგ :) რადგანაც დიდი ალბათობა იყო იმისა რომ ემზარის და ნოდარას წინა ღამის სიტუაცია არ ახსოვდათ (თან ემზარის იდაყვი ქონდა გასხვეპილი, ზემოთ რო ვთქვი კინაღამ დავკარგეთთქო, ფეხი დაუცდა და...) გაეხსნათ ფანტაზია :) ორივე დააჯერეს რო წინა ღამით ჩხუბი მოუვიდათ და ხელიც კი დაარტყეს ერთმანეთს :) მაგარი სანახავი იყო რა დარცხვენილები დადიოდნენ ორივენი და როგორ ებოდიშებოდნენ ერთმანეთს :)  

ძლივს გამოვეტიეთ სასტუმროდან... წინ 13 საათიანი მგზავრობა გველოდა :(( ჯერ ავტყდი რო მე უნდა წავიყვანო ავტობუსი მეთქი და მძღოლებს 20 წუთი ვახვეწნინე რო მათი ადგილიდან ჩემს ადგილას გადამენაცვლა :) 

ხო მართლა, ჩვენი მძღოლი როინი, აი ზუუუუუუსტად ასეთი წარმომედგინა ბაყბაყ დევი ბავშვობაში, ხმაც კი ისეთი ქონდა :) 

მერე გზაში ხან მეძინა, ხან კროსვორდების შევსებაში ვიღებდი მონაწილეობას :) ცოტა ვიმღერეთ, ვაჟას რო ფანდური ქონდა წამოღებული მაგითი ვერთობოდი დიიდ ხანს და მთელი ავტობუსი საცოდავი თვალებით შემომცქეროდა, დაგვინდე ნინოვო... რა თქმა უნდა ფანდურს დედა ეტირა :) მერე კარტი ვითამაშეთ, ოთო ნეკა თითის გარეშე დარჩა :) თან წარამარა ვამწარებდი, მერე მძინარეს ვაწვალებდი სველი ძაფით, უნდა გენახათ რა რეაქციები ქონდა ყოველ შეხებაზე :))) ბოლოს სახელურებზე დავიწყე სიარული, აღარ შემეძლო ჯდომა, თირკმელები მეტკინა :( ეგეც რო მომბეზრდა ახალი გასართობი აღმოვაჩინეთ მე და გაზი–ბაბამ :) ფანჯარაზე ვიყავით სახით მითხლეშილები და ვცდილობდით აბგონზე გამსვლელი მანქანებისთვის საავარიო სიტუაციები შეგვექმნა :) მაგარი რეაქციები ქონდათ, მაგრა ვხალისობდით :) როგორც იქნა 11საათზე ჩავედით ტრაბზონში.... ღმეერთო, სასტუმრო ეგრევე ზღვის ნაპირას იდგა, თან თავისი ღია ბასეინიც ქონდა მარა რათ გინდა, გარეთ თავსხმა წვიმა იყო :( მთელი ვახშამი ფანჯარაზე მქონდა ცხვირი მიდებული და ზღვას გავყურებდი :( ბოლოს ჩემნაირი ჭკუამხიარულები აღმოვაჩინე ჯგუფში და გადავწყვიტეთ ბასეინში გვებანავა :) ხოდა 12ზე რო ჩავედით 8ნი ვიყავით, მარა ღამის 4 საათამდე მარტო მე გუჯამ და ნინომ გავქაჩეთ :) ბოლოს ისე გავიყინეთ ბასეინში განათების ნათურებზე ვთბებოდით :) აი ძაააააააან მაგარი იყო.... ამასობაში მამაჩემი შემომეყვინთავა, გული გაუხდა ცუდად და დასაძინებლად წასვლამ მოუწია, თან სუ იმას ნანობდა მე რო სპორტულ ცურვაზე მიმიყვანა ბავშვობაში :)  ნომერში გათოშილი დავბრუნდი მარა ისეთი ბედნიერი ვიყავი დილას გაღიმებულმა გავიღვიძე :)

15 ივნისი:)

დილა 7ზე დაიწყო ტრადიციულად :) საუზმეზე ყველამ სათითაოდ აღნიშნა რომ 4 საათამდე ჩვენმა წივილ–კივილმა არ დააძინათ :) მამაჩემი ერთობ გაბღენძილი იჯდა რამეთუ მისმა თანამშრომლებმა ნახეს როგორ "დელფინებივით" ცურავდნენ მისი იმედები :) (თვითონ თქვა ასე ) საუზმის მერე წავედით სუმელაში... წვიმდა და მაგარი ნისლი იყო... მე კიდე თბილი და გრძელმკლავიანი არაფერი მქონდა წაღებული, ამიტომ ჩემი ძმის სპორტულით მომიწია მოძრაობამ :) 

ავედით ძალიან მაღალ მთაზე, ნინომ თქვა ძალიან მაგარი ხედია აქედანო, მარა ნისლის გამო 2 მეტრის იქით არ ჩანდა არაფერი.... აუ ისეთი მაგარი შეგრძნება იყო, გეგონება ღრუბლების ზემოდან მიდიოდი...  არაფერი არ ჩანდა

და თვითონ მონასტერი ისეთი ლამაზია, სუ მოხატული და კლდეა გადმოფარებული ზევიდან... აი უძალიანმაგრესი ადგილია :) თან წვიმდა და რაღაცა მისტიურის შეგრძნება მრჩებოდა... მიუხედავად იმისა რო დავსველდი კიარადა გავილუმპე...

დავბოდიალობდი გა20ებული და ბედნიერი:)

ეს თვითონ მონასტრის ხედი

ეს მოხატულობა

ეს მამა და თავის იმედი(ები :))

მე და ემზარი ძია... ეს კაცი ყველაზე მეტად მიყვარს მამაჩემის სამეგობროში.. უსაყვარლესი ადამიანია, ოჯახის წევრია ფაქტიურად.. მაგრა ვიცინე ეს საწვიმარი პლაში რო დააძრო თავისი ჯადოსნური რუკზაკიდან :) და კიდე შემშურდა :)

მე და ხათუნა :)  ეს კასკები მაგრა მომეწონა, ძლივს გადამაფიქრებინეს სახლში წამოღება :)

წვიმის წვეთების შუბლით დაჭერა თუ გიცდიათ? ძალიან მაგარია, სცადეთ! მე სწორედ ამით ვიყავი დაკავებული ამ დროს :) 

ეს ჩამოსვლის დროს გადამღეს, იმდენი კიბე იყო ფეხები დამეკუნთა :)

იქიდან რო ჩამოვედით გზად ეს ჩანჩქერიც ვნახეთ... ისე ხმაურობდა თავი ამტკივდა :)

და მერე ისევ ავტობუსში და ჰაიდა საქართველოში :)

გზად ხოფის "ცნობილ" ბაზრობაზე გავიარეთ :) ოთო დამყვებოდა თან და ტვინს მიბურღავდა რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერზე იყიდეო... ბოლოს პირსახოცებზე ჩაიხვია იყიდე იყიდეო და მეთქი რათ მინდა პირსახოცები, სასტუმროდან წამოვიღეთქო, და ეგ როგორო? და მეთქი მოვიპარე რა მოხდა მერე, მზითვს ვიგროვებთქო და ჯერ ხო იქ იგორავა იმდენი იცინა, მერე ყველას გააგებინა რო ნინომ სასტუმროდან პირსახოცები მოიპარაო (მე კიდე დამნაშავესავით ვიმართლებდი თავს რო იტყუება, ღადაობსთქო) მერე საზღვარზე რო გაგვჩხრიკეს 1 საათი ცქმუტავდა როდის დამიჭერდნენ "მოპარული" პირსახოცებისთვის და იმის მერე ყოოოველ დღე მიმესიჯებს და მახსენებს როგორ მოიპარე არც კი გრცხვენიაო :)  და ვსიო.. ჩამოვედით სახლში, ჩამოვიტანე საჩუქრები და ერთი სული მაქვს კიდევ ერთხელ როდის წავალ იქ :( 

ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი საყვარელი სურათები:


და გამოტყდით ეხლა, ბლოგების ისტორიას თუ ახსოვს ოდესმე ამ სიგრძე პოსტი და ამდენი სურათი ერთ პოსტში... ა? :)

4 comments:

უსახელო said...

ამის მერე ემახსოვრება ასეთი გრძელი და ბევრ სურათიანი პოსტი სრულიად ბლოგოეფეროს. ეხლა ველოდები წვიმის მსხვილი წვეთები როდის წამოვა ციდან რომ შუბლით დავიჭირო. :)

vasasi said...

ვააიიი...

ნინიი რა კარგი იყო.. მეც მომინდა.. :)))


:უსერ:


:*

ისადა..
ეს ხათუნა ის ხათქუნაა პირველ ნაწილში რომ წერდი?> :D

vasasi said...

isa....

nino...

sharshandeli agcvistos postebi wavikitze da....

:cry:

გურამი said...

ჰოო.. მემგონი პოსტის სიგრძეში და სურათებში მე გაჯობე. :) მარა ისა.. მომეწონა. ახლა ცოტა დალეული ვარ და კლავიატურასაც უცნაირად ვხედავ, მთელ სიგანეზე ფოკუსშია.. ხოდა ისა.. კლდეები და შენობები არ მიტაცებს მე. ასე რომ კაბადოკიაც არ მომეწონება მემგონია. მაგრამ შენი პოსტი მომეწონა. ანუ სატირალი პოსტი არაა და ეს მომეწონა.