გუშინ გამოცდიდან გამოვედი და გეპეისთან ვიდექით მე გიგა და ვირუსა, არტ გენზე ვაპირებდით წასვლას, სულ შემთხვევით დავრეკე სახლში და დეიდაჩემმა ნატა დააწვინეს ერთი საათის წინო... იქ პატარა სკანდალი მოვაწყე, რა პონტში არ მითხარით მეთქი, მერე დაიწყებთ ფეხებზე მკიდია ხარ, ერთს არ მოიკითხავ, ეგ როგორ გამოგეპარაო და ა.შ :) გავთიშე თუარა ჩემი ძმის მეჯვარემ დამიძახა, მეთქი ნატა დააწვინეს 1 საათის წინთქო :) დაურეკა ჩემს ძმას, ერთი–ორი ტკბილი სიტყვა უთხრა რატო არ დამირეკე ხო გთხოვეო და წავედით საავადმყოფოში....
2 საათი კიბეებზე ჯდომის მერე გავარკვიე რომ ჭონიშვილების ოჯახში მატებაა :)
+1 გიორგი ჭონიშვილი დაიბადა გუშინ 11:11 საათზე :)
რაც იმას ნიშნავს რო 2 დღეა ყველა სახელის ნაცვლად მამიდას მეძახის, დედაჩემს ბებიას, მამას ბაბუას და ა.შ :)
ბავშვს რაც შეეხება რა ეჩქარებოდა ვერ გავიგე, 26 სში ვუკეთებდით საკეისროს, გუშინ კიდე ისე უცებ მოხდა ყველაფერი ლამის ნამშობიარებელი დავაწვინეთ დედამისი :)
არ მინახია არც ერთი, ვიდეო გადაუღეს ახალგამომძვრალს.....
რო ვთქვა რო ძალიან ლამაზი და საყვარელი იყოთქო ძალიან დიდ ტყუილს გეტყვით :)
თვალები გადასიებული, არ უჩანდა, ტუჩები გადმობრუნებული, ცხვირი გაფაფხული :) მარა მერე სურათებიც გადაუღეს და უკვე დამცხრალი ქონდა სახე და ძალიან საყვარელია :) მამამისივით გასიებული თავი არ აქვს, დედამისივით თეთრი არ არის :) გრძელი შავი თმა აქვს და დაბუშტული ტუჩები... კიდე მეტი არ მინახია არაფერი :)
ღამის 4 საათამდე ისმოდა საავადმყოფოს ეზოში "სეფას ბიჭები"–ს სიმღერა, (რომელიღაცის ცოლმა იმშობიარა) და ჩემი ძმის ძმაკაცების ღრიალი :)
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბარგი ჩავალაგე უკვე, ყავას დავლევ ეხლა და მივდივარ ბაკურიანში :) კიარადა დაქალები მივდივართ 7ნი :) თუ იანამ ივაჟკაცა და ბორჯომში ხრამში არ დავრჩით, ეჭვი მაქვს იქ დიდ საგიჟეთს დაემსგავსება მარუნას სასტუმრო :) ხოდა გკოცნით გეხვევით წელში გივარდებით :)
აქ რა ანგელოზების სახეები გვაქვს, არდა ვინ რა იცის რა იმალება ამ კდემამოსილი ღიმილების უკან :)
4 comments:
ვახსთ!.,..
მამიიიიდდდდ... :*
გილოცავ, ღმერთმა დიდი და ბედნიერი ბიჭი გაგიზარდოთ.. :*
გილოცავ ძმისშვილის შეძენას! ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოთ!
რაღაც კითხვა მაქვს იმ აპარატზე და დამეკონტაქტე რა გთხოვ ბლოგზე ამ ფორუმზე, პერწკლი ვარ იქაც. შენი ნიკი არ ვიცი იქ რომ მოგწერო და
aaa mteli blogi cavikitxe 2 dgeshii, dzalian magra cer :) mec csb makvs damtavrebuli da bevr ragacaze vicine :D
xo da mamidobasac gilocav! :)
Post a Comment