Jul 9, 2009

პოტენციური შინაბერას პოსტი :)

თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა...
რა ლამაზი იყავ, ბიჭო!"

წარწერა ვარძიაში, ტაძრის კედელზე
~

ამას გადავაწყდი დღეს და მოსვენება დავკარგე პირდაპირ.... აი როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს 60 წელი? ან თუნდაც 20... ანდაც 10 წელი, გამუდმებით?! აი დროგამიშვებით რო გიყვარდეს, შიგადაშიგ ტაიმ–აუტებით კიდე ხოო მარა სუუუულ?? 

მე და თეო ვჭორაობდით იმდღეს რაღაცას და საპირისპირო სქესსაც შევეხეთ რა თქმა უნდა... ხოდა ბოლოს თეომ გამწარებულმა შეჰკივლა, რა ნახე გოგო, გული გაქვს თუ საერთო საცხოვრებელიო :) :) :) მეთქი სტადიონი უფრო ვიდრე საერთო საცხოვრებელი :) 

მარა ეს ყველაფერი ჩემთვის ძაან ლაითად ხდება რა,  რო ვუყურებ ჩემს გარშემო, რამდენი გაგიჟებული შეყვარებულია და უწი–პუწი უწი–პუწი 24/7 ზე მიკვირს...  ჯერ ორგანულად ვერ ვიტან "დებილ" შეყვარებულებს... აი რო უყვართ და იმის იქით არაფერი არ ახსოვთ/უნდათ...  ბრრრრრ...  (არანაირი შური და ბოღმა :) ) 24/7ზე რო იმაზე ლაპარაკობენ და ან კიდე 24/7ზე რო ერთმანეთს ელაპარაკებიან... ან სალაპარაკო თემა არ ელევათ ან არ ბეზრდებათ?! მეც ვყოფილვარ შეყვარებული და ძალიანაც მყვარებია და დიდხანსაც მარა ზოგს უკვე სიდებილეში გადასდის...  1 საათი რო არ დაეკონტაქტებიან ერთმანეთს და ეგრევე საყვედურობენ, შენ ვაფშე შეყვარებული რო გყავს გახსოვს?! 

ვერ წარმომიდგენია სიყვარულის გულისთვის როგორ შეიძლება ძილი მოიკლო ადამიანმა.. მარტო იმიტომ რომ ის სამსახურში ან სადმეა გასაცილებელი, ან ღამით მოსვლას აგვიანებს... 

არ გაღიზიანდე და თავზე არ დაამხო ყველაფერი როცა შენი გეგმების იმასთან შეთანხმება გიწევს ყოველთვის, და 24/7ზე მესიჯები და სად ხარ, რას აკეთებ, ვინები ხართ, და თუ იქ ვინმე შენი მეგობარი ბიჭია იმის ბიოგრაფიაც უნდა მიაწოდო სასწრაფოდ!!! 

უნდა ხასიათი შეურჩიო და ყოველთვის ეცადო გაღიმებულმა და დამშვიდებულმა ელაპარაკო, მაშინაც კი როცა სულაც არ გეღიმება?! 

უსმინო როგორ ხვრინავს ღამით.. ბრრრრრრ (1ხელ ამოიხვრინა და იქ დაესვა ჩვენს მომავალს წერტილი :) )

მის მეგობრებს როგორც საკუთარს ისე შეხვდე და მოექცე, მითუმეტეს თუ ბევრ მათგანს ვერ იტან!! ელოდო როდის მორჩება მერე ამ მეგობრებთან ქეიფს  და ღრიანცელს რო ნება იბოძოს და სახლში წამოვიდეს... და შენ კიდევ მთვრალი და გაბონძღილი უნდა აიტანო?! 

როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს რო იმ დონეზე ენდო რო არ იეჭვიანო და მერე სცენები არ დაუდგა?! არ მესმის პირდაპირ... 

როგორ უნდა გიყვარდეს რო დაუთმო?! 

როგორ შეიძლება ადამიანის დანახვა ყოველ წუთს და წამს გიხაროდეს და გსიამოვნებდეს?!  ხანდახან საკუთარი თავის დანახვას ვერ ვიტან...  

როცა მარტო გინდა ყოფნა და არავისი დანახვა არ გსურს, თუნდაც იმიტომ რომ დაღლილი ხარ და ის კიდე თავის წილ ყურადღებას ითხოვს!!! 

თუ ოდესმე გაგაღიზიანა იმისმა შეხებამ (ამ სიცხეში ბრრრრრრრრ) და ეს შეგემჩნა, მერე ბოდიშები უნდა უხადო, ეს ის არ არი რასაც შენ ფიქრობ ბლა ბლა ბლა...

როგორ უნდა მოგენატროს ადამიანი ყოველწუთას, ან თუნდაც 1 დღის ან კვირის უნახავობის შემდეგ?! 

და ის უუუკიდურესად გამაღიზიანებელი უწი–პუწი მიმართვები.. სიხარულო, სიყვარულო, გენაცვალე, შემოგევლე, სიიიხ, სიხულიკ, ცეემი ბასტი ბუბუს ტაკი–ტუკი და კიდე მილიარდი დებილობა...  რატო? როცა სახელი დაარქვეს თავის დროზე!!! 

და კიდე აღარ მახსენდება ამ წუთას მარა რამდენია თქვენ ჩემზე უკეთესად იცით...

ხოდა მაინტერესებს მარტო მე ვფიქრობ ასე თუ კიდევ მოიძებნებიან ჩემი მსგავსნი, როგორც არაერთხელ აღუნიშნავთ,  შინაბერობისათვის განწირული ადამიანები? :) 

თუარადა ამიხსენით ვინმემ როგორ უნდა გიყვარდეს ასე?! 

9 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

mervebis ambavia

arada maqedan naxevari shenc zalian gizidavs magram ai axla acecilze sulac ar ggonia rom kargia da misagebia da normaluria :D

xoda chemi azrit mand naxevari punqtebi sul tyuilad gagizianebs. anu ki sheizleba aris debiloba zogadad logikidan gamomdinare mara aba logika da sagi azrovnebsi unari?
ase rom take it easy :D

Sophie שרה Golden said...

მაგარი იყო :ლოლ:
მე მიყვარს უწი-პუწები და რატომ უნდა ხედავდნენ შეყვარებულები სხვებს, როცა ერთმანეთი ჰყავთ. ჰოდა, შენც შეგიყვარდება ან ერთხელაც ისე თბილად იგრძნობ ვიღაცასთან თავს, რომ ამ პოსტს დახედავ და სიცილით მოკვდები =))

გურამი said...

ვსო, დღეიდან აღარ მევასები! იმიტომ რომ ზემოთ რაც დაწერე, არ გაგივლის.

alex said...

nu postis satauri naxevari blogia :D :D :D :D



(rofl) magrad vicine........

nino said...

gamivlis imedia :)
:*
guram, es is ar ari rasac shen fiqrob :D

vasasi said...

მდას...

მეც ვერ ვიტან სიხარულებს, სიყვარულებს და კიდევ რაღაც იდიოტობებს!..

კრუნჩხვებში ვვარდები ხოლმე :დ

რაც არ უნდა ძალიან მიყვარდეს ბიჭი, ასეთი ვაზელინები რომ შევამჩნიო, მორჩა!.
ჰოდა, მორჩა კიდეც.. :(


აშკარად, მეც პოტენციური შინაბერა ვარ.. :უსერ:

Toma said...

ყველაფერი ინდივიდუალურია
ზოგს ერთი უყვარს 24/7 ზოგს კიდე 100 :)

Natalia said...

მე გეთანხმები ყველაფერში!

ყველაფერი მაღიზიანებს რაც ჩამოთვალე :D

Kate said...

ჰაჰაააა.
ჩემი ეს პოსტი გამახსენდა უცებ.
http://k84u.blogspot.com/2008/07/blog-post_06.html

ხოდა, მგონი მეც ეგრე გავხდები 74 წლის.
მეც მაქეთკენ მივექანები მგონი.