ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული, უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული iსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.
To Be Continued....
6 comments:
კარგი პოსტი იყო! ახლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი და ძალიან მომეწონა! ბლოგროლში გამატებ და სურვილის არსებობის შემთხვევაში, შენც ჩამამატე.
safxilis sicive kaia,ro ici,ro ar unda viodes da ro civa da jakets icvam da aivanse jdebi...da sufras ro vegar toveben,eget kacebsac fxizlad damtovebli jobia mgoni...
niWieri adamiani xar udaod :D
mand mgoni ragac aklia xo? :)
female
კი აკლია რაღაცეები, მე უბრალოდ ესენი გავიხსენე მარტო კიარადა დანარჩენი საჩემო არ იყო და იმიტო არ გამახსენდა ალბათ :)
მიყვარს ნინოს პოსტები. რაღაცნაირად ჩემი საწინააღმდეგოა და ამიტომ. :)
Post a Comment