Apr 1, 2009

იყო და (აღ)არა იყო რა





I loved him because....

  

1. მიყვარდა მისი თვალები, რომლებიც სიცილისას ეშმაკურად უციმციმებდა, და ყოველთვის ამხელდა როცა რამე სწყინდა. (ეხლა სკაიპის დაჯღანული სმაილები ამხელენ ხოლმე)



2. მიყვარდა რაღაც სხვანაირი, ნათელი ღიმილის გამო. ( :) <––ამ სმაილს ნათელს ვერ ვუწოდებ)



3. მიყვარდა როგორ იქცეოდა გოგოებთან, (გაერთნაირდა ყველასთან!!)



4. როცა მე მიყვარდა, მაშინ არ ვუყვარდი არასოდეს. (მაზოხიზმსაც ქონია ბოლო)



5. მიყვარდა მისი ხმა, მისი ხმის ტემბრი, (მგზავრებს რო მოვუსმინე, მაშინ დაესვა ამ პუნქტს წერტილი)



6. მიყვარდა მისი ლაპარაკის მანერა. (ნუ ეს ხოო..)



7. მიყვარდა მისი იუმორის გრძნობის გამო. თან ჩემი იუმორიც ესმოდა. (მარტო იუმორი (აღ)არ შველის საქმეს)



8. განსაკუთრებით მიყვარდა როცა ჩემთან ახლოს იყო. (იყო...)



9. კარგად ხატავდა და მომწონდა, (სამაგიეროდ გ... უკეთესად მღერის :P)



10. თავიდან მის ნაკლს ვერ ვამჩნევდი და სწორედ ამ "უნაკლობის"გამო მიყვარდა, (შევამჩნიე)



11. მიყვარდა იმიტომ რომ ძალიან ბევრს მითმენდა და მოთმინებით იტანდა ჩემს ყველა გამოხტომას, (ამოუვიდა ყელში)



12. მიყვარდა იმიტომ რომ ვიცოდი, აუცილებლად გადამიხდიდა სამაგიეროს ყველაფრისთვის, (გადამიხადა...)



13. მიყვარდა იმიტომ რომ ლამაზი და ღონიერი ხელები ქონდა, ( ხოოოო....)



14. მიყვარდა იმიტომ რომ წვერი უხდებოდა. (აღარ ატარებს წვერს..)



15. მიყვარდა იმიტომ რომ უგონოდ იაზვა იყო ჩემსავით, (ვჯობნი ამ ბოლოს...)



16. მიყვარდა იმიტომ რომ ყველასგან გამოირჩეოდა, უფრო დიდივით აზროვნებდა და იქცეოდა ვიდრე დანარჩენები, (ისევ ისე აზროვნებს ,  აღარ გაიზარდა..)



17. მიყვარდა იმიტომ რომ ორაზროვნად ლაპარაკი შეეძლო დაუსრულებლად, (მეც ხო შემიძლია ეს?!)



18. მიყვარდა იმიტომ რომ ჭეშმარიტად ცინიკოსი იყო. (მეც ცინიკოსად მაქცია)



19. მიყვარდა იმიტომ რომ ყველაზე კარგად მიცნობდა. (ქუჩაში რო შემხვდეს, სახეზეც ვეღარ მიცნობს მგონია..)



20. მიყვარდა როგორ ეწეოდა. (აღარ ეწევა...)



21. მიყვარდა როგორ ეძინა. (ბოლოს რო მძინარე ვნახე...ხვრინავდა!!...)



22. მიყვარდა როგორ იღიმოდა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი. (ეს დღემდე მსიამოვნებს)



23. მიყვარდა იმიტომ რომ არასოდეს მითმობდა. (თუ დამითმობდა, შარში იქნებოდა იცოდა)



24. მიყვარდა იმიტომ რომ არასოდეს წუწუნებდა. (ვინ აცდიდა წუწუნს?!)



25. მიყვარდა იმიტომ რომ არასოდეს ჭორაობდა. (ეხლა აღარაფერი უჩერდება პირში)



26. მიყვარდა იმიტომ რომ არასოდეს იმჩნევდა როცა რამე სწყინდა, (ვამჩნევ ხოლმე)



27. მიყვარდა იმიტომ რომ ცალი თვალი და ყური ჩემსკენ ეჭირა როცა სხვას ვეფლირტავებოდი, ჩუმად ეჭვიანობდა. (ხმამაღლა რო ეეჭვიანა ვერ მივაღწიე მაგდენს :) )



28. მიყვარდა თითებზე რომ ბეწვი ქონდა. (სთილ ინ ლავ)



29. მიყვარდა იმიტომ რომ მასთან ყველაფერზე შემეძლო ლაპარაკი, (ეხლა ძირითადად ზოგადსაკაცობრიო თემებით შემოვიფარგლები ხოლმე)



30. მიყვარდა იმიტომ რომ საოცრად მამშვიდებდა. (მაღელვებს...)



31. მიყვარდა როცა ჩუმად მიყურებდა.(მძაბავს)



32. მიყვარდა იმ ბავშვური მომენტების გამო რომლებიც ახასიათებდა. (ამ "სიბერეშიც" ახასიათებს!!!)



33. მიყვარდა იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობდი. (არც ისე კარგად როგორც მეგონა)



34. მიყვარდა განსხვავებული, თავისებური ხასიათის გამო. (ვაფასებ...)



35. მიყვარდა იმ მომენტების გამო, რომლებიც უბრალოდ, სიტყვებზე მეტია. (ოო მაი სვით მემორის!)



36. მიყვარდა როგორ იბნეოდა ჩემთან ყოფნისას, (:ევილ:)



37. მიყვარდა როცა გამოუძინებელი იყო ან ეძინებოდა. (ის სმაილი მეჯავრება, რო ამთქნარებს...)



38. მიყვარდა იმიტომ რომ არასოდეს იმჩნევდა რომ ვუყვარდი, (ვუყვარდი?! )

39. მიყვარდა იმიტომ რომ მალავდა ჩემზე რომ ფიქრობდა და ნერვიულობდა. (ამის დაფარვა ისე ბუნებრივად გამოსდიოდა როოომ....)



40. მიყვარდა როგორ ნერვიულობდა და ზრუნავდა ჩემზე როცა ცუდად ვიყავი... (ბოლოს მთვრალი რო მნახა ერთი სული ქონდა გული ამრეოდა :( )



41. მიყვარდა იმიტომ რომ არასოდეს მოუყენებია შეურაცხყოფა 10 წლის მანძილზე. (იმდღეს დინოზავრი მიწოდა :( )



42. მიყვარდა იმიტომ რომ უახლოესი მეგობარიც იყო და შეყვარებულიც. (აღარც ერთია, უახლოესზე რო აღაფერი ვთქვათ)



43. მიყვარდა მისი გამოხედვა, რომელიც მარტო მე მეკუთვნოდა. (ეხლა უფრო ფართო ასპარეზი აქვს მაგ გამოხედვას :) )



44. მიყვარდა იმიტომ რომ უხეში და აუტანელი იყო ხშირად. (მე უფრო მაგარი ვარ ამაში! )



45. მიყვარდა თავისი აუარება კომპლექსებით. (ჩემი კომპლექსებიც მყოფნის...)



46. მიყვარდა როგორ ბრაზდებოდა. (ძნელი შემოსარიგებელია...)



47. მიყვარდა როცა ნერვიულობდა და ამის მიზეზი მე ვიყავი. (რო მოვკვდე იტირებ??)



48. მიყვარდა იმიტომ რომ ჩემთან თვალებით საუბარი შეეძლო... (ლაპარაკითაც აღარ გვესმის ერთმანეთის)



49. მიყვარდა მისი სუნი, რაღაც საოცრად მამაკაცური სურნელი ქონდა. ( სთილ ინ ლავ)



50. მიყვარდა იმიტომ რომ მე მიძლებდა. (ვეღარ გამიძლო)



51. მიყვარდა იმ ღიმილის გამო, როცა რაღაცა კარგის გაკეთებას აპირებდა.(ბოლოს ასე რო გაიღიმა, კინაღამ ფეხი მომტეხა :) )



52. მიყვარდა იმ ცალმხრივი 2 წლიანი სიყვარულის გამო რომლითაც ვუყვარდი სანამ მეც შემიყვარდებოდა. (ჩემი დააფასა ვინმეემ?!)



53. მიყვარდა იმიტომ რომ მასთან ერთად ყველაფერი მავიწყდებოდა, თითქოს დრო ჩერდებოდა. (მომბეზრდა გაჩერებულ დროში ცხოვრება)



54. მიყვარდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი გვქონდა საერთო,(სურათები და მოგონებებიღა შემოგვრჩა)

55. მიყვარდა როცა დაგრუზული იყო. (თავისთვის იგრუზება ხოლმე)



56. მიყვარდა იმიტომ რომ ძალიან ვგავდით ერთმანეთს.(ისევ ვგავართ ...)



57. მიყვარდა იმიტომ რომ არასოდეს დაუყვირია ჩემთვის. ( დამიყვირებდა დააა!!...)



58. მიყვარდა იმიტომ რომ ჩემზე მაღალი იყო და მომწონდა როცა ქვევიდან ვუყურებდი. (ქუსლიან ფეხსაცმელზე გადავედი :) )



59. მიყვარდა მისი გაერთიანებული ქართული წარბის გამო. (ამოიპუტა!!!)



60. მიყვარდა იმიტომ რომ ისეთი იყო როგორიც ზემო 59 პუნქტში ჩამოვთვალე... (ეს ადრე ჩამოვთვალე, და თანაც.. იყო!...)

აქედან დასკვნა...

რადგანაც "სთილ ინ ლავ" პუნქტები ბევრაც ცოტაა ვიდრე სხვა დანარჩენი.....

 გადაყვარებულ არს!!! :)

congratulations NiNo!!!!  

you did it!!!!!!!!  



ხო ვამბობდი, შენ მხოლოდ ჩემი ბავშვობის მოგონება იქნებითქო...  

და მაინც...

რა საშინელი სიტყვაა "მიყვარდა"

ვერ ვიტან ამ სიტყვას!

 

1 comment:

Anonymous said...

ნუ თუ ამისგან თავს უკეთესად გრძნობ, მაშინ გილოცავ )))