Sep 11, 2012

10 day challenge - Day Two


Day Two: Nine things about yourself.
  • 1.      ადამიანებს, ვისთანაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, მუდმივად ვებრძვი :) ვესწერვები, ვეჩხუბები, ვეიაზვები, ბოროტულად ვეხუმრები... სისხლს ვუშრობ ერთი სიტყვით. ამავდროულად, ვენდობი ბოლომდე, ვუყვები ყველაფერს, არ ვთამაშობ ურთიერთობებში, მეიმედებიან და არ მენანება  არაფერი, მაქსიმუმს ვაკეთებ\გავაკეთებ მათთვის. ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არის სულ 3-4, აქედან ერთი ჩემი დაა, ერთი ელენე :)
  • 2.      მაქვს ამოჩემებული ჭიქები. სახლში, სამსახურში, მეორე სახლში, და იმ სახლებში სადაც სტუმრად ხშირად დავდივარ, ყველგან მაქვს ჩემი ამოჩემებული ჭიქა, საიდანაც ყველაზე გემრიელი ჩაი, ყავა, წყალი და წვენი ისმევა :) და ძალიან, ძალიან მეშლება ნერვები თუ დავინახე სხვა ვინმე ჩემი ჭიქით ხელში. არადა რაღაც სასწაულის ძალით, 10000 ჭიქიდან ყოველთვის ჩემსას ირჩევენ ყველგან. ერთხელ სამსახურში ჩემი ამოჩემებული ჭიქა გაიფინა ჩვენმა ყოფილმა ბუღალტერმა, რო დავინახე როგორ ტანტრავდა შიგ თავის ულვაშებს, თავი ვერ შევიკავე, შევედი ტუალეტში და ვიტირე :) ეს იმიტომ მოვყევი რო კარგად აგიხსნათ რო უბრალო წიკი არაა ეს ამოჩემება და ჩემთვის ძალიან სერიოზული რამეა :) აჰ, და კიდევ,  ელენეს ჩემს სახლში, სამსახურში, აი ვაფშე ყველგან სადაც ყოფილა, არ მახსოვს ოდესმე გაემაზოს და ეგრევე ჩემ ამოჩემებულ ჭიქას არ მიხტომოდეს!!!! ნუ თუ მანამ მივასწარი სანამ გამოიყენებს კიდე ხო და თუ დავაგვიანე, მთელი დღე ნერვები მაქვს მოშლილი :)
  • 3.      ბუნებამ ძალიან უხვად დამაბერტყა უნარი, საჭიროების შემთხვევაში, სარკაზმით ვუპასუხო ნებისმიერი შინაარსისა და კონტექსტის სიტუაციას :) ზოგჯერ იმდენად ბუნებრივად ჟღერს რომ ხალხს სიმართლე ჰგონია... but, I’m not sarcastic! I’m just a funny person, surrounded by idiots!...
  • 4.      პატარა „სახლებს“ ვიწყობ ლეპტოში, ტელეფონში, ქინდლში, სოციალურ ქსელებში... და თუ ვინმემ ხელები აფათურა რომელიმე მათგანში ისე ვღიზიანდები და ნერვები ისე მეშლება, სურვილი მიჩნდება რაღაც მძიმე და დიდი ჩავუბრახუნო თავში! ვიცი რო ძალიან წვრილმანია ეგ ყველაფერი მარა თავს ვერ ვაკონტროლებ! ზოგადად ძალიან მეჯავრება სხვის საკუთრებაში ხელების ფათური, მეჯავრება სხვის კომპიუტერთან ჯდომა, სხვისი ტელეფონის გაჩხრეკა, ჩანთისა და ბუმაჟნიკის შიგთავსის დათვარიელებაზე ხო აი საერთოდ ვგიჟდები!
  • 5.      ვერ ვიტან რო მეხებიან. განსაკუთრებით სახეზე. ოღონდ ისე კი არა, შუა ზაფხულში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ტიტველი მკლავებით რო გეწეპებიან გარშემომყოფები, არამგონია ვინმეს სიამოვნებდეს ეგ, ზოგადად ვერ ვიტან ხელს რო მკიდებენ, ვერც ახლობელ-მეგობარ-ნათესავისაგან და ვერც უცხოებისაგან. ( პ.ს ფრიგიდული არ ვარ, სიტყვაზე მენდეთ )
  • 6.      ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც სრულიად უმიზეზოდ და დაუმსახურებლად ვერ ვიტან :) და სულაც არ მეამაყება ეს. არაფერი შეხება არ აქვთ, არც ვიცნობ ზოგიერთს მარა ნუ არ მევასებიან რა, (ვერ ვიტან ცოტა უხეში ნათქვამია და ეგრე მძიმედაც არაა საქმე ) მაღიზიანებენ ყველაფრით, და თუ ოდესმე მოხდა ისე რო გავიცანი ან ახლო კონტაქტი გამეჩითა იმათთან ან რამე მსგავსი, არ მეცვლება არასოდეს შთაბეჭდილება. ერთადერთხელ მახსენდება რო „ვერ ატანილების“ კატეგორიიდან ადამიანმა „ატანილებში“ გადმოინაცვლა. ამავდროულად, არიან ისეთი ადამიანებიც ჩემს გარშემო ვინც შორიდან მიყვარს :) არ ვიცნობ, არ ვეკონტაქტები, ან 1-2ჯერ ვარ პირადად შეხვედრილი მარა ნუ მევასებიან, და სუ ვცდილობ რო სადაც შესაძლებელი იქნება დავაფიქსირო რო კარგები და საყვარლები არიან :)
  • 7.      ძალიან ძალიან მიყვარს ცხოველები, მარტო მოვლილები და ჯიშიანები არა, ყველანაირები :) ავები, მოუვლელები, მახინჯები, ბინძურები, რწყილიანები, კოჭლები ყველანაირები! და დაუფარავი აგრესია მიჩნდება იმ ადამიანების მიმართ ვისაც არ უყვარს ისინი, ცუდად ექცევა, რამეს სტკენს და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზული კამათები და კონფლიქტები მაქვს ცხოველთმოძულე არსებებთან, და იმათთანაც ვინც სხვის ცხოველთმოძულეობასაც არ აპროტესტებს და ისე უყურებს ვითომც არაფერი! აჰ, ავნერვიულდი ეხლა რაღაცნაირად :)
  • 8.      პოლიტიკური ნიშნით იმდენი „მეგობარი“ დავაჰაიდე უკვე რო მარტო ჩემი აქტივობები გამოჩნდება ცოტა ხანში ჩემს ნიუს ფიდში :) მარა ნამდვილად ასე ჯობდა, ზოგიერთი მათგანი მეტნაკლებად ღირებულია ჩემთვის და ასე რო არ მექნა მერე უნდა შემჯავრებოდა ან რამე ისეთი მეთქვა რო ურთიერთობა გამეფუჭებინა. იმიტომ არა ოღონდ რომ ჩემი აზრის საპირისპირო აზრს პატივს არ ვცემ, სილენჩეზე და სიბრმავეზე გული მერევა!
  • 9.      არ ვიცი თქვენს გარშემო რა სიტუაციაა მაგრან, ჩემს გარშემო ინტელექტი ჭირს :) თან ისე კი არა, ლაითად, ძალიან ჭირს :) ამიტომ ხავსივით ვეჭიდები ჭკვიან ხალხს გარშემო :) და ძალიან მიხარია თუ ვინმე რამე აზრიან წიგნზე, ან ფილმზე ან ფრაზაზე გააკეთებს აქცენტს :) სამაგიეროდ მრავლად მახვევია ხალხი, მერლინ მონროს ფრაზებს რო აშეარებენ თითების ჩალურჯებამდე და არისტოტელეს ციტატები მოყავთ სტატუსებად, თუმცა სინამდვილეში არისტოტელე ან მსახიობი გონიათ ან უძინართა მზეში გელა ბენდელიანის საცდელი ვირთხა :)




შემდეგი თემები :
  Day Three: Eight ways to win your heart.
  Day Four: Seven things that cross your mind a lot.
  Day Five: Six things you wish you’d never done.
  Day Six: Five people who mean a lot (in no order whatsoever)
  Day Seven: Four turn offs.
  Day Eight: Three turn ons.
  Day Nine: Two smileys that describe your life right now.
  Day Ten: One confession.

 აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ძველი პოსტები დაახლოებით იგივე თემაზე :)

Aug 31, 2012

Happy Anniversary


მახსოვს სულ რამდენიმე თვის წინ ვწერდი თუ როგორ უნდა გიყვარდეს უცხო ადამიანი რომ აკეთო მისი გულისათვის ისეთი რაღაცეები რაც აქამდე არ გიკეთებია და წარმოუდგენლადაც კი გეჩვენება მათი კეთება, საკუთარი კეთილი ნებით რა თქმა უნდა :) და ასევე ვწერ, რომ შეყვარებულიც ვყოფილვარ და ძალიანაც მყვარებია და ბლია ბლია ბლია :) ვის ვატყუებდი, მკითხველს თუ საკუთარ თავს, დღემდე ვერ ვიგებ, თუმცა ბოლომდე გულწრფელი რომ არც ერთთან ვიყავი ეგ ნათელია :)
ზოგადად მე და ოჯახური ურთიერთობები ყოველთვის შორს ვიყავით ერთმანეთისგან. ძალიან ღრმა ბავშვობაშიც კი ალბათ არასოდეს დამცდენია სიტყვა გათხოვებაზე, ქმარზე, შვილებზე, ქორწილზე და ა.შ. არასოდეს მიფიქრია რო „აი რო გავთხოვდები“ „აი ჩემი ქმარი ასეთი უნდა იყოს“ „ასეთი და ასეთი ქორწილი და საქორწილო კაბა მეცმევა“ „ამდენი შვილი მეყოლება“.... ყოველთვის მეგონა რო ან საერთოდ არ გავთხოვდებოდი, ან გავთხოვდებოდი ასე 32-35 წელს გადაბიჯებული. სარფიანად გათხოვება და ქერის ორმოში ჩავარდნა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი :) ნუ ქორწილი რო არასოდეს მექნებოდა და საქორწილო კაბაში არასოდეს ჩავჯდებოდი ეგ ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, ალბათ დაბადებიდანვე :)
შვილს რაც შეეხება, ბავშვებთან გულთბილი დამოკიდებულებით არასოდეს გამოვირჩეოდი, უფრო პირიქით, კიარადა ძალიან პირიქით, არასოდეს მევასებოდნენ, შესაბამისად დარწმუნებული არასოდეს ვიყავი რომ ჩემს რეპროდუქციულ ორგანოებს ოდესმე მთავარი დანიშნულებისამებრ გამოვიყენებდი, მითუმეტეს რამდენჯერმე :) ნუ ახლა ეს მიდგომა ცოტა შევიცვალე, ვიცი რომ გამოვიყენებ, ოღონდ როდის და რამდენჯერ ეგ ჯერ არ გადამიწყვეტია. თუმცა ალბათ არც ისე ძალიან მალე როგორც გარშემომყოფთ გონიათ და არც ისე ძალიან გვიან როგორც ამ წუთას ვფიქრობ :)
გვერდით როგორი კაცი მჭირდებოდა ეგ ყოველთვის ზუსტად ვიცოდითქო რომ ვთქვა მოგატყუებთ, იმიტომ რომ, იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდები, რო ისე მიქროდა და ისეთ სისულელეებს ვფიქრობდი ( საბედნიეროდ, ჭკუა მყოფნიდა და არ ვაკეთებდი) რო ეხლა თან მეცინება და თან ძალიან ვბრაზდები. მარა რაც ცოტა ჭკუა დამილაგდა და გონებიდანაც ბინდი გადამეწმინდა, უკვე ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი არასოდეს იქნებოდა ჩემზე ნაკლებად განათლებული, ნაკლებად ჭკვიანი, ნაკლებად ნაკითხი, ნაკლებად გონიერი, ნაკლებად მიზანდასახული, ჩემზე დაბალი :) ჩემზე ზარმაცი :) ჩემზე არასერიოზული :) არასოდეს ექნებოდა დაკვნეტილი და მოუვლელი ფრჩხილები :) არ ეცმეოდა უმკლავებო მაიკები, წვივებამდე სიგრძის ფართხუნა შორტები :) უქამრო შარვლები, აუცილებლად იქნებოდა ფინანსურად დამოუკიდებელი, არ იქნებოდა ქერა და ლამაზუნა, არ იქნებოდა დედიკოს ბიჭი, (და აუცილებელი არაა სახეზე ეტყობოდეს რო ჩმორია, სულით და გონებით რო დედიკოს ბიჭია ადამიანი ეგ უფრო ძნელი გამოსაცნობია), და ჩემი, თავისი და ზოგადად ყველას საკეთილდღეოდ, უნდა ყოფილიყო ბუნებით ერთგული, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ადამიანს თუ ხასიათში არ გაქვს ერთგულება, მაგ გრძნობას ვერ გამოიმუშავებ ხელოვნურად ვერასოდეს :)  ნუ კიდე რა?! ა ხო, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემზე ძლიერი ბუნების, იმიტომ რომ საშინელი ხასიათი მაქვს, მუდმივად ვეჯიბრები და ვეპაექრები ადამიანს, აშკარად და ბოროტულად კი არა ოღონდ, რავი როგორ ვთქვა... და თუ „დავიტანე“ მერე ყველანაირ ინტერესს ვკარგავ მის მიმართ (კიარადა ვკარგავდი ხოლმე :) ) და არანაირი სურვილი არ მაქვს რო სიძნელეების დროს ჩემმა პარტნიორმა მამაკაცმა ჩემს მხარზე თავმოდებულმა იქვითინოს :)
ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მთელი ცხოვრება ვეძებდი ან მეძებდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, მართალია დიდი მეგობრობა და ახლობლობა არ გვაკავშირებდა, მარა მაინც. ნუ მერე ურთიერთობამ მოიტანა უფრო ახლოს გაცნობა ერთმანეთის და ყველა ახალი თვისების აღმოჩენაზე უფრო და უფრო მეტად ოოო და ოოოო :) ხოდა ერთ დღესაც გამომიცხადა რომ ძალიან მოვწონვარ და სულ გამოსირდა :) ვერ ვიტყვი სიხარულისგან გული გამისკდათქო, რადგან ბოლომდე ვერც მივხვდი რისი თქმა უნდოდა ამ სიტყვებით, მარა მუცელში პეპლების ყოლა რა დვიჟენია იყო ეგ გავიგე. ნუ მერე ყველაფერი ძალიან სტაბილურად, მშვიდად, წყნარადნ, ზედმეტი თავისტკივილებისა და მალალეტკური ლაი-ლაის გარეშე, დაახლოებით 1 წელი, და ერთ დღესაც ყოველგვარი რომანტიული ცერემონიების დადგმის გარეშე, წამო გავგაზოთო შემომთავაზა :) და გავგაზეთ, და ვსიო :) არ გადაგვიხდია 500კაციანი ქორწილი-შორეული ნათესავების და იმათი მაზლიშვილების დასაპურებლად, არ მიფრიალებია ფატა სურათის გადასაღებად, არ გვითუხთუხია ამ http://www.youtube.com/watch?v=YEZnjY2CAAE სიმღერაზე და ა.შ...
რომ ვთქვა ეს იყო ჩემი მოწოდება, რო უნდა გავთხოვილიყავითქო, მოგატყუებთ, თქვენც და საკუთარ თავსაც, არც მზად ვიყავი ბოლომდე, მარა ვცდილობ ბატონო, თან თავს არ ვზოგავ, ისე კი არა, ლაითად?! :) ძალიან ბევრი რამ გამიჭირდა, ძალიან ბევრი - არა. ისიც კარგად მაქვს გათავისებული რო ია ვარდებით მოფენილი გზა დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში და აწი მე უნდა გავწმინდო ეკლებისგან ჩემი გზები (ო რა პოეტური ვარ ღმერთო ჩემო :) ) და ამ წმენდის პროცესში ძალიან, ძალიან მეიმედება ჩემი ქმარი :)
რატომ ლექსო? არ დავიწყებ ეხლა ჩამოწერას რო ყველაზე კარგია, ყველაზე სიმპათიური, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე აზრიან თვალებიანი და ა.შ ყველაზე.. იმიტომ რომ არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, კატას რო თავის ქმარი ვეფხვი გონია :)  გარდა იმისა რომ ყველანაირ ზემოთჩამოთვლილ კრიტერიუმებს იდეალურად აკმაყოფილებს, ერთადერთი ჰომო საპიენსია მთელს გალაქტიკაში ვისაც შეიძლებოდა იმ დონეზე შევყვარებოდი რა დონეზეც ლექსოს ვუყვარვარ, მთელი ჩემი „მარგალიტებით“, გაეძლო და აეტანა (შეძლებისდაგვარად) ჩემი ჰიპერცვალებადი, საშინელი ხასიათი და ჩემი დარჩენილი 350  PMS-ი მთელი თავისი სიმძიმეებით :)  კიდევ იმიტომ რომ ალბათ ერთადერთი კაცია ვისი გულისთვისაც შემიძლია ძილი მოვიკლო როცა სამსახურში ადრეა წასასვლელი ან ღამით სახლში მოსვლას აგვიანებს, ვისაც ჩემს გეგმებს ვუთანხმებ და ეს დისკომფორტს არ მიქმნის, არ მოითხოვს ჩემგან იმაზე მეტ ღიმილს ვიდრე შემიძლია, რამდენადაც თვითონ ჩემზე მყრალი ხასიათი აქვს :) არ ხვრინავს! :) კარგი მეგობრები ყავს :) ერთგულია, არ ახასიათებს უწიპუწი მიმართვები „ჩემო ტკბილო, კნუტო, სიხარულო, სიცოცხლე, ბუსუსო ბასასო ბასტი ბუბუს ტაკი ტუკო და ა.შ“ :). ძალიან განსხვავებულები ვართ და ამავდროულად ძალიან ერთნაირები :)
და ზემოთ აღწერილი სიტუაციის ფონზე, ხვალ 1 წელი გვისრულდება რაც საზოგადოების თვალში ჩვენი ურთიერთობა გავაპრავეთ და ცოლ-ქმარი დავირქვით :) არ მაქვს ილუზია (სურვილი მაქვს) რომ აუცილებლად მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით და ასე გვეყვარება ერთმანეთი სიკვდილამდე და ბლა ბლა ბლა, მარა სადამეც ვიქნებით და როგორც ვიქნებით, რო ვიქნებით ეგაა მთავარი :)

Sooooooooo Happy Anniversary to Me and to my Husband !!




Jul 27, 2012

10 day challenge


ააჰა, გახსნა ახალი პოსტის დასაწერი ფანჯარა, მოიფშვნიტა 10ვე თითი (ხელების რა თქმა უნდა), გაიმართა წელში და დაიწყო ახალი პოსტის წერა, რომლის იდეაც იპოვა Chaotic ბლოგზე და დაუჯდა ჭკუაში რო განეხორციელებინა თავადაც, რამდენადაც კაი შეკრული 10 პოსტის იდეააა სხვის მიერ უკვე მოფიქრებული და შენ მხოლოდ შენი თავი უნდა მოარგო :)

Day One: Ten things you want to say to ten different people right now.

შესავალის სახით მინდა გაგაფრთხილოთ რო ვერანაირ სიყვარულის ახსნებს და თბილ/ტკბილ სიტყვებს ვერ მოძებნით პოსტში, რამდენადაც, ჯერ სულ რამდენიმე ადამიანისათვის მემეტება ასეთი სიტყვები და მეორეც, ვისთვისაც მემეტება იმათთვისაც არ გამომდის კარგად თქმა და გადმოცემა, აი რაც შეეხება სარკაზმს - მშვენიალურია :)

1: ოფისის დამლაგებლებს: - ხო შეიძლება რო გაჩუმდეთ და ისე გააკეთოთ თქვენი საქმე, რა საჭიროა ეს წიოკი და მონოტონურად ჩურჩულითა და ქირქილით ლაპარაკი, ტვინში მიკაკუნებს თქვენს მიერ წარმოთქმული თითოეული ბგერა!!!!!!

2: შე სამყაროს არასასურველო გამონაზარდო, (მუწუკო ანუ) როდესაც ადამიანი დგავს პირველ ნაბიჯს ურთიერთობის განსამუხტად და გილოცავს დაბადების დღეს (მიუხედავად იმისა რომ დიდად მოხარული იქნებოდა თუ საერთოდ არ დაიბადებოდი) უნდა კეთილი ინებო და ელემენტარულად მადლობა გადაუხადო, ნუ რაიმენაირი ფიდბექი მიაწოდო, თუ რა თქმა უნდა ლენჩი და გონებაჩამორჩენილი ბოღმის ბუკეტი არ ხარ. :) იმედია მიხვდი რო რაც გისურვე ეგ უბრალოდ სიტყვები იყო და რეალობასთან ახლოსაც არ იდგა :)

3: ის ფაქტი რომ ნოდარ დუმბაძე 23წლის ასაკში აღმოაჩინე, რაზე მიუთითებს, პირდაპირ არ ვიცი, კორექტულად და რაიმენაირი შეურაცხყოფის მოყენების გარეშე როგორ აგიხსნა...

4: ძვირფასო მზეო, ჩემი გუშინდელი კითხვა, რომ ამაზე უარესად როგორღა უნდა დაცხეს?! იყო რიტორიკული შეკითხვა და არა გამოწვევა!!!!!!!!!

5:ჭეშმარიტი სიგულწრფელით რომ გითხრათ, ყოველი თქვენთაგანის მშურს, ვინც ქალაქიდან 2 დღით მაინც გავიდა/გავა დასასვენებლად, და გარწმუნებთ, ეს ნამდვილად არ არის კეთილი და თეთრი შური და ბლა ბლა ბლა, იმიტომ რომ ლამის გული გამისკდეს და სასუნთქი გზები დამეხშოს ბოღმისაგან :) ხოლო ვინც ვერ მოახერხა/მოახერხებს დასასვენებლად წასვლას, არც ერთს არ გითანაგრძნობთ, პირიქით, მიხარია ძალიან. თუ ვინმეს რაიმე გრანდიოზული პაესტკა ჩაგეშალათ/ჩაგეშლებათ ხო საერთოდ, მთელი დღე მეყოფა გულის გასახარად:)

6: როცა 30 წლის კაცი, სიდედრიკოს ხარჯზე ცხოვრობ და ეს ყველაფერი არ გაწუხებს, პირიქით ძალიან გეამაყება, მინდა გითხრა რო, ტეხავს! ძალიან ტეხავს! აი ცოტათი რომ ტეხავდეს კიდე ხო რა უშავს, არაფერს გეტყოდი მარა უკვე ძალიან ტეხავს! მართლა აი, გულწრფელად გეუბნები რო მააგრა ტეხავს, ტეხავს რა გეუბნები, ძმურად რა, აი სწორად გამიგე რა, სხვანაირად არ გამიგო მარა აი ტეხავს, მაგრა ტეხავს რა, ტეეხავს!

7: რა душевный разговор -ი  მომიწყე აქ, ხო გითხარი მზად არ ვარ ჯერთქო, მაკანკალებს რაღაცნაირად, ნერვიულად!!!!
8:
 ვაი თქვე უბედურებო,  :megafacepalm:

9: ყველას ვინც მისვამს შეკითხვას ორსულად რატომ არ ხარ?! ბავშვი რატომ არ გყავს?! და ჩემი პასუხის (არსად მეჩქარება) მოსმენაზე თვალებდაჭყეტილი მიყურებს და მომიწოდებს რომ არ შეიძლება ასე, ღმერთი დამსჯის - FUCK YOU!!!  :) შორს თქვენი ბინძური ენები ჩემი რეპროდუქციული სისტემისაგან!

10: Mark zukerberg-ს : Dear Mark. Facebook needs a „Wow! That’s the dumbest fucking thing I’ve heard, you should be punched in the throat“ button!  ჩემი პირადი თხოვნა იქნება :)

შემდეგი პოსტების განრიგი ასეთია: 
 Day One: Ten things you want to say to ten different people right now.
 Day Two: Nine things about yourself.
 Day Three: Eight ways to win your heart.
 Day Four: Seven things that cross your mind a lot.
 Day Five: Six things you wish you’d never done.
 Day Six: Five people who mean a lot (in no order whatsoever)
 Day Seven: Four turn offs.
 Day Eight: Three turn ons.
 Day Nine: Two smileys that describe your life right now.
 Day Ten: One confession.

May 15, 2012

მე-აღშფოთებული :)


ძალიან ვერიდები ისეთ თემებზე წერას, რომელიც ასე თუ ისე აქტუალურია, ან ვინმესთვის მტკივნეულია, რამდენადაც ეს ყველაფერი აქაურობას არ მოუხდება ჩემი აზრით :)
ზოგადად, არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმეს გაღიზიანება გამოვიწვიო,  არც ზოგიერთებივით ველური მოთხოვნილება მაქვს იმისა, რომ ნახევარზე მეტმა ვიზიტორმა დედა და ოჯახი მაგინოს, ან არ მაგინოს მარა სურვილი გაუჩნდეს.
იმიტო არა რომ ჩემი პოზიციის და ხედვის მრცხვენია, არანაირად, არც იმას ვფიქრობ რომ მცდარ აზრს ვადგავარ, და არც ზოგიერთივით პრიმიტიული აზროვნება და შემაშფოთებლად დაბალი I.Q. მახასიათებს, არც ფსევდოლიბერალი ვარ, არც რასისტი, არც სექსისტი, არც ბრმად მორწმუნე-ფანატიკოსი, არც მღვდლებს ვაიგივებ - ღმერთთან, იმასაც ვაცნობიერებ რომ ისინიც ჩვენსავით ჩეულებრივი მოკვდავნი არიან, ჩვეულებრივად ჭამენ რადგან, გაგიკვირდებათ და შივდებათ თურმე მათაც და საპირფარეშოშიც ჩვეულებრივად დადიან :) არც სხვის პირჯვარის გადასახვაზე მემართება ბნედა (ნუ თუ რა თქმა უნდა მაგ პროცესის დროს იდაყვს თავში არ მომარტყავს)   და არც სხვას ვეჯიბრები პირჯვრის წერაში, იმდენსაც ვხვდები რომ ცუდი და კარგი ყველა სფეროში, ყველა კუთხეში და ყველა ადამიანშია. არც ბავშვობიდან დაბოღმილ-დაკომპლექსებული ლუზერი ვარ რომ პროვოკაციებითა და სხვისი ნერვების შლით რაიმე შვება ვიგრძნო, არც იმდენად ლენჩი და პახაბნი რომ აზრი გინებებისა და უაზრო ბილწსიტყვაობის გარეშე ვერ გამოვხატო, ერთი ჩვეულებრივი, საშუალოზე მაღალი გონებრივი შესაძლებლობებით, არაფრით გამორჩეული გოგო ვარ, რომელსაც არ სჭირდება არავისთვის თავისი მაგარი ტიპობის მტკიცება მალალეტკური ლაი-ლაითა და დაბოღმილ-გაზულუქებული გამოხტომებით.
და მე ძალიან, ძალიან, ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს დღევანდელი საზოგადოების რეაქცია ზოგიერთი მტკივნეული თუ საჭირბოროტო, აქტუალური საკითხების შესახებ.
საკითხებისა, როგორიც არის მაგალითად ჩვენი ქვეყნის ტრადიციები, რელიგია, გენდერული თანასწორობა, ძალადობა ოჯახში, ქალიშვილობის ინსტიტუტი, სიტყვის თავისუფლება და ა.შ.  რამდენადაც, დღის განმავლობაში, ხან იმდენად მაწუხებს ამ თემებზე წერის სურვილი რომ გონებაში პოსტს-პოსტზე ვაცხობ, გადავწყვიტე რო შიგადაშიგ გამოვურიო ისეთი პოსტებიც რომელიც მარტო იმას არ ეხება თუ რა ვჭამე საუზმეზე-სადილზე-ვახშამზე :)
ამ კონკრეტულ პოსტში მინდა ჩემი აზრი და შეხედულება დავაფიქსირო ჩვენს ქვეყანაში, რელიგიის გარშემო არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე.
აქვე დავაფიქსირებ რომ მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი - მაგრამ არ ვარ ბრმა, ყრუ, დაუნი და ფანატიკოსი!
მოგეხსენებათ დღეს ჩვენს ქვეყანაში ათეისტობა მოდაშია, იმიტომ რომ არარის ბანალური, იმიტომ რომ შენი ათეისტობით შეგიძლია ნახევარი ქვეყანა გააღიზიანო, (დაბოღმილი ადამიანისათვის ეს რამდენს ნიშნავს იციით?! ) იმიტომ რომ ადვილია, და უამრავი სხვა მიზეზი. ეს რა თქმა უნდა ყველა ათეისტს არ ეხება და არაფერი მათი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით, ჩემი პატივისცემა ყველა არამართლმადიდებელ ადამიანს, ვინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და თავის საქმეს აკეთებს, თუმცა ჩვენთან ათეისტების ძირითად ნაწილს შეადგენს ისეთი ხალხი რომლებმაც უბრალოდ აიტაცეს ეს ყველაფერი, და თვითონ ათეიზმის რაობაც არ იციან. ჩემი აზრით ადამიანი ათეისტად ყალიბდება მას შემდეგ რაც ახლოს გაეცნობა რამდენიმე რელიგიის არსს და გადაწყვიტავს რომ არ არის ეს ყველაფერი მართალი იმიტომ რომ -ამიტომ, ამიტომ და ამიტომ (უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება) ხოლო იმ ძირითადი ნაწილის - რომლებსაც ათეიზმი მარტო მართლმადიდებლების ლანძღვა-გინება და პროვოცირება ჰგონიათ - ძირითადი ცოდნა სხვადასხვა რელიგიების შესახებ არის ის რომ ინდოელები ძროხას აღმერთებენ, კათოლოკეებსა და მართლმადიდებლებს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა რომ კათოლოკეს შეუძლია თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილზე ქორწინება, ხოლო მაჰმადიანი თუ ხარ შეგიძლია ძალიან ბევრი ცოლები მოიყვანო. და ვსო, მეტი არაფერი.
ამასთან, თუ შენ ბუდისტი ხარ, კაი ტიპი ხარ (იმიტო რო აი რაღაცა ძააან არაორდინალურს აწვები), თუ მაჰმადიანი ხარ კიდე არაგიშავს, დაჟე კათოლიკეობაც გეპატიება ლიჟბი მართლმადიდებელი ან იაღოველი არ იყო, თორე შენ აი ძაან ბანძი ხარ, და ფანატიკოსი, და შენი რწმენა ******* და შენი პატრიარქი ******** და შენი ეკლესია ********* და შენი სამღვდელოება ********** და შენი მარხვა *********** და შენი სამარხო ხინკალი ********* და პირადად შენი დედა, ოჯახი და ასე შემდეგ ********* ( * ამ სიმბოლოს ქვეშ იგულისხმება სექსუალური კავშირის დამყარების ველური სურვილი ), მარტო იმიტო რო შენ ხარ მართლმადიდებელი და მეეეე, მე ვარ ათეისტი, ამასთან მსოფლიო ******ამ სიმბოლოს მქმნელი, და კაი ტიპი, და მე უფლება მაქვს, კიარადა, მომეთხოვება რო შენ გაგინო, სულში გაფურთხო და ა.შ, ოღონდ მარტო შენ, მე სხვა რელიგიებს არ ვეხები :)
რა თქმა უნდა, ისიც ძალიან ცნობილია რო მეორე მხარე, ანუ მართლმადიდებლების რაღაც ნაწილიც არ გამოირჩევა დიდი შეგნებულობით და თუ შენ ათეისტი ხარ, ესეიგი სატანა ხარ, იაღოველი ხარ, და მე მაქვს უფლება შენ გაგინო და შეგურაცხყო ამის გამო, თუნდაც შენ შენთვის იყო და მე არ მეხებოდე (თუმცა ასეთი შემთხვევები, რო ჰაერზე თავს დაგესხას ვინმე მარტო შენი არამართლმადიდებლობის გულისთვის იმაზე იშვიათია ვიდრე პირიქით).
მე პირადად, თუნდაც არ ვეთანხმებოდე, ძალიან დიდ პატივს ვცემ არამართლმადიდებულ აზრს, გამოხატულს ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი დამცირებულად, შეურაცყოფილად, გაღიზიანებულად... მაგრამ აქვე მინდა ისიც აღვნიშნო რომ ასე აზრის გამოხატვა ადვილი არ არის, რამდენადაც, მოითხოვს ელემენტარულ ზრდილობას, ზოგადად პატივისცემის გრძნობის არსებობას ადამიანის მენტალიტეტში და ყველაზე მთავარი, განათლებას, რაც როგორც ჩანს ძალიან მტკივნეული საკითხია დღესდღეისობით.  ნურავინ შემედავება იმაში რომ განათლებული და შეგნებული ადამიანი, სულ რომ რელიგიური ექსტრემალი და ფანატიკოსი იყოს - არ დაწერს ისეთ პოსტებს როგორიც დღესდღეისობით ჩვენს ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება - ძალიან დაბალი დონის, პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი, დამცინავი, აბსურდული და ისტერიული. ძალიან მწირად მოიპოვება ისეთი პოსტები, სტატიები, რომელშიც გადმოცემული აზრი, რომელსაც არ ეთანხმები, შეურაცხყოფილად და დამცირებულად არ გაგრძნობინებს თავს და აგრესიას არ გაგიჩენს ავტორზე. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ როგორიც არის მკითხველი, პოსტებიც ისეთი იწერება. გაუნათლებელი, აჟიტირებული, მოდას აყოლილი ბრბო, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია, ან გააჩნია მაგრამ ზრდილობის ფარგლებში და დალაგებულად გადმოცემის ინტელექტუალური რესურსი არ აქვს.  
ამიტომ იწერება ისეთი ბოღმითა და შეურაცხყოფით გაჟღენთილი, პროვოკაციური პოსტები როგორიც ეს პოსტია, (ჩემი შთაგონების ძირითადი წყარო:)) და კეთდება ისეთი აბსურდული, უზრელური და გამაღიზიანებელი კომენტარები როგორიც ამ პოსტს და ვიდეოს აქვს. (რა თქმა უნდა, კომენტარების აბსურდულობა ვრცელდება იმ ფსევდო რელიგიურ, ფანატიკოს ხალხზეც რომელიც ეწინააღმდეგება ავტორს).
რა თქმა უნდა, მეც ვიცნობ ისეთ მამაოებს, რომლებიც შეთავაზებული „ძღვენის“ პროპორციულად ზრდიან „კურთხევებს“ ისეთ საკითხებზე რომლებიც მიუღებელია მართლმადიდებლობისათვის, და თუ სასურველი დონის „ძღვენს“ შესთავაზებ, მზად არიან ხელოვნური განაყოფიერება და კლონირებაც კი გიკურთხონ! მე ასევე ვიცნობ ადამიანებს (მორწმუნეებს!!!) რომლებსაც ასეთი ფარისევლური გარიგებები აწყობთ და სულს უმშვიდებთ.
მე ასევე ვიცნობ იმ მამაოებს რომლებიც თავის საქმეს და რწმენას პირნათლად ემსახურებიან, ყველანაირი მლიქვნელობის, ფარისევლობის გარეშე, და ეს მამაოები არ არიან გამხდრები და გაძვალტყავებულები!! (თუ ვერ მიხვდით ეს უკანასკნელი რა შუაშია, დაკვირვებით წაიკითხეთ ზემოთაღნიშნული პოსტი).
რა თქმა უნდა იმდენიც მესმის რომ სიტყვის თავისუფლებაა და ვისაც რა უნდა იმას დაწერს, და როგორც უნდა ისე გამოხატავს თავის აზრს. პოსტის ავტორი რომ ინტრიგანი და პროვოკატორია მანდაც იმედია ორი აზრი არ არსებობს. მე უბრალოდ ის მაღელვებს რომ საზოგადოება ბრმად, გაუაზრებლად ჭამს იმ ნაგავს რასაც პირში უდებენ. მაგალითად, ერთი თვალის გადავლებით უმნიშვნელო, უწყინარი, პოსტში ძალიან შეფარვით ჩაქსოვილი ისეთი სიტყვათა შეთანხმებები როგორიც არის  ერთის მხრივ: „პატარა მაგიდა“, „გამხდარი, უსუსური, უმწეო, ფერდაკარგული, მოქვითინე ქალი, რომელსაც ავადმყოფი შვილის ფოტო გაცრეცილი საფულიდან ცახცახით ამოაქვს“ , მეორეს მხრივ „ფეხორციანი, კარგად ნაკვები, გამძღარი, მღვდელი და მისი დაკუნთული, წვერიანი, სქელკისერა თანმხლები პირი“, და  მესამეს მხრივ „უსუსური, მაგრამ დაჩაგრული, უმწეო, ავადმყოფშვილიანი ქალისადმი სოლიდარობით გამამაცგულიანებული პოსტის ავტორი, მისი ნაცნობი ჟურნალისტი რომელიც ლამაზ გოგოსთან ერთად დადის (ეგეც შენ მღვდელო!) და გამვლელები რომლებიც ბოოროტი გასიებული მღვდელისაგან დაჩაგრულ ქალს ხელებს უცაცუნებენ სოლიდარობის ნიშნად და თანამედროვე საქართველოს William Wallace-ებს (მელ გიბსონის პერსონაჟი ფილმიდან  Braveheart ) უღიმიან სოლიდარობის ნიშნად!


ახლა მე მიპასუხეთ, როდის აქეთია ფერხორციანობა - ცოდვა, დანაშაული, სიბოროტის სიმბოლო?!
გულზე ხელის დადებით, სხვა ნებისმიერ სიტუაციაში, ამ ქალს რომ სიგამხდრეზე პრეტენზია გამოეთქვა, რამდენი თქვენთაგანი შეიკავებდა თავს და ისეთი სიტყვებით არ შეამკობდა რომ სიცოცხლეს შეაზიზღებდა და სიკვდილს ანატრებდა?!
ვისაც 10-ის ფარგლებში შეგიძლიათ ანგარიში, იმათ მიპასუხეთ, რა ბიზნესის ჩაგდებაზეა ლაპარაკი, თუ ეს ქალი მხოლოდ პურის ფულს შოულობს ამ სანთლების ყიდვით?! დღეში 3-5 ლარი, თვეში დაახლოებით არის 90-150 ლარი ხო?! ეს არის მაქსიმუმი იმ ზარალისა რასაც თქვენის თქმით ეს ქალი ეკლესიის ბიზნესს აყენებს, და თქვენ გულწრფელად თვლით რომ ამ ფერხორციანმა, გასიებულმა, ნაკვებმა, მსუქანმა და აქედან გამომდინარე ბოროტმა და კაციჭამია მღვდელმა, რომელსაც ამ 150 ლარიდან რამდენი ერგება?! (ისიც გავიხსენოთ რომ მთელი სამღვდელოება წილშია,) - მაქსიმუმ 5 ლარი თვეში.... რაც დღეში არის 15 თეთრი... ეს თანხა რო არ დაეკარგა, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, პირადად მიეჭრა ამ საწყალ ქალს და სკანდალი მოუწყო?!  SERIOUSLY, ARE YOU KIDDING ME?!
ყველამ ვინც ასე გულისტკივილით განიცადეთ ამ ქალის უბედურება, ჩაგვრა და გვემა, რომლებიც ასე მჭერმეტყველებად იღვრებით ამ მღვდლის ოჯახთან, დედასთან, პირადად მასთან, პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და სხვა მორწმუნე ელემენტებთან სექსუალური კავშირის დამყარების სურვილით განმსჭვალულები, გულწრფელად მითხარით, ქუჩაში რო შავებში ჩაცმული შვილმკვდარი დედები მათხოვრობენ - გეცოდებიან?! უპატრონო ბავშვები რო ყინვაში, წვიმაში და ძანძახში ყრიან - გეცოდებიან?! მთელს ქვეყანაში რო გარემოვაჭრეები წიხლებით ცემეს და უკაპიკოდ დაყარეს და ერთადერთი შემოსავლის წყარო გადაუკეტეს - გეცოდებიან?! 2008 წელს რო უსახლკაროდ დარჩენილი გამწარებული და გაძიაძებული ტოლვილები დროებით თავშესაფარს ითხოვდნენ - გეცოდებოდათ?! ყველა ფეხის ნაბიჯზე რო მოხუცები ნაგვის ბუნკერებში იქექებიან რო ნაგავი მაინც შეჭამონ რო შიმშილით სული არ ამოხდეთ - გეცოდებიან?!  http://www.youtube.com/watch?v=QXJRMxJE6Fc ამ ვიდეოში რო 25 წლის,  2 ობოლი ბავშვის დედა სასოწარკვეთამდეა მისული - გეცოდებათ?! მაგათი ყოფა სამართლიანია?! თუ თვლით რო არასამართლიანად არიან დაჩაგრულები, და რომ მათი ყოფა სულისშემძვრელია, დამილინკეთ ერთი 3 სიტყვიანი პოსტი მაინც სადაც მაგაზე მწუხარებას გამოხატავთ და ჩავთვლი რო სულ ტყუილად ვწერე ამდენი.... ვერავინ დამაჯერებს რო იმ ხალხს, რომელიც ამ მამაოს ასეთი სიტყვებით ლანძღავს, ამ ქალის შეცოდება შეუძლია!
ძაან სასაცილოა, როცა ვიღაცა ხელმოცარული, ეკლესიის შეურაცხყოფით აკეთებს ბინძურ ფულს.


რა თქმა უნდა მე არ ვამართლებ იმ მამაოს რომელიც ისე იქცევა როგორც პოსტშია აღწერილი, არც იმას გამოვრიცხავ რო სასულიერო პირმა მსგავსი რამ იკადროს, მაგრამ, მე ამ ვიდეოში ვერ დავინახე ის საქციელი, ვეგ გავიგონე ის ტერმინოლოგია, ვერ შევამჩნიე ის ტონი რომელიც ავტორმა ტექსტურ ნაწილში ასე დაწვრილებით აღგვიწერა. მე დავინახე ვიდეოში ის რომ ზომიერად ტანსრული სასულიერო პირი, საშუალო აღნაგობის სავარაუდოდ სტიქაროსან ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად რჩევას აძლევს და მიუთითებს ქალბატონს, რომელიც ჩემის აზრით არაადეკვატურ ისტერიკაშია, რამდენადაც არავინ არ სცემს, არ ემუქრება, არაფერს ართმევს და ის მაინც არანორმალურად გაჰკივის, რომ საეკლესიო ნივთების, ისეთების როგორიცაა სანთელი და ხატი - კურთხევის გარეშე გასაღება დაუშვებელია.  რა უსამართლობაზეა ლაპარაკი?! აუკრძალა რამე?! ძალით ჩამოართვა?!  



პ.ს. ამ ზაფხულს, პლიაჟზე წამოწოლილი მზეს ვეფიცხებოდი, როცა ჩემს გვერდით შეზლონგიდან ქალბატონი ადგა და ზღვაში მოსაშარდად შევიდა, ამ დროს ზღვიდან ამოვარდა 10 თავიანი, ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი და ამ ქალს სათითაო თავით დაუწყო დაშინება და შეჭმით ემუქრებოდა, მის გვერდით, მისი თანამოაზრე, 20 ფეხიანი რვაფეხა იდგა და გარშემომყოფებს აშინებდა, მე რა თქმა უნდა შემეშინდა მაგრამ მაინც მივვარდი ამ გველეშაპს და შევყვირე: ჰეი შენ, მახინჯო, რას ერჩი ამ უმწეო ქალბატონს, განა არ იცი რომ ჩვენ დანარჩენებიც ყველა ზღვაში ვშარდავთთქო?! ვინ მოგცა უფლება ჩვენ თავისუფალ დამსვენებლებს ეს კანონით არა დაგმობილი და დაშვებული ქმედება აგვიკრძალოთქო?! ამაზე 20 ფეხიანმა რვაფეხამ გულისშემძრავად შემომიტია, ამ დროს ჩემი მეგობარი მოვარდა და  ექსტრემალურ სიტუაციაში დაიწყო ვიდეოს გადაღება, თუმცა გველეშაპმა და მისმა დამქაშმა ქოშები უკუღმა ყარეს და კუდამოძუებულებმა სასწრაფოდ ჩაყვინთეს ზღვაში, რაც ჩემი ლომგული მეგობრის მიერ გადაღებულ სურათზეც მშვენივრად ჩანს!





და ბოლოს, ყველა თქვენნაირს მინდა მოგიძღვნათ ძველისძველი ქართული შედევრი, რომელიც ამ ლინკზე შეგიძლიათ მოისმინოთ, http://www.youtube.com/watch?v=AbrM2qVcCh8  მთლიანად არა რა თქმა უნდა, მეტი საქმე არ მაქვს,  მხოლოდ მონოლოგის ბოლო წინადადება :)

Apr 21, 2012

I am Alive :)



ოხ რა ჩემდაჭირად გავაკეთე ეს ბლოგი ამ 4 წლის წინ, ვინ მექაჩებოდა რა მინდოდა....

არ გასულა მას შემდეგ ერთი დღე მაინც ისე რო მე აქაურობაზე არ გამეფიქრა, და სინდისის ქენჯნა (ხან მძარფრად,ხან ლაითად) არ მეგრძნო იმიტო რო მივაგდე და ყურადღებას აღარ ვაქცევ, როგორც ძაღლს რო თან ყვებიან ლეკვობაში და მერე ფეხებზე იკიდებენ ხოლმე :(

ახლა რატომ არ ვწერ....
ძირითადად იმიტომ არ ვწერ რომ.... არ ვიცი ძირითადად რატომ არ ვწერ :) რო გითხრათ წერის სურვილი გამიქრათქო - მოგატყუებთ, რო გითხრათ დრო არ მაქვს - კიდევ მოგატყუებთ, რო გითხრათ თემები აღარ მაქვს რომელზეც დავწერდი - კიდევ მოგატყუებთ.

არაძირითადად იმიტომ არ ვწერ რომ, ჯერ ერთი FACEBOOK-მა ჩაანაცვლა რაღაცნაირად აქაურობა, ანუ ის რისი დაწერაც მინდებოდა ხოლმე აქ, მართალია ძალიან მშრალად და მოკლედ, მარა ერთი სურათითა და მისი სათაურითაც მარტივი გადმოსაცემი ყოფილა...

არაძირითადად (2) იმიტომ არ ვწერ რომ, ძალიან დიდი პაუზა მაქვს ბოლო პოსტის მერე, თან რამდენიმე პოსტის წინა პოსტში, ისეთი „ტაში ქალებო რვა მარტია“  დაბრუნება მოვაწყე რო ერთი ფეიერვერკი არ გამიშვია, დანარჩენი ყველაფერი გავაკეთე, არადა ახალი რეინკარნაცია განცდილი ხელმეორედ გარდავიცვალე, ხოდა არ მინდა კიდე ეგრე დამემართოს :)

არაძირითადად (3) იმიტომ არ ვწერ რომ, ჯასთ ჩვეულებრივი პოსტით დაბრუნება, გაგეცინებათ და მიტყდება, თუმცა ვგონებ აღარავინ შემორჩა აქაურობას წამკითხავი და სავარაუდოდ სულ ტყუილად მიტყდება..

არაძირითადად (4) იმიტომ არ ვწერ რომ, არსებობს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად შემოვა აქ და წაიკითხავს ჩემს ნაწერებს და აი რაღაცნაირად მიტყდება, და არ მინდა ეხლა აქ მალალეტკური ლაი ლაი რო ქმართან თუ გიტყდება ბლოგზე წერა, წადი თავი მოიკალი და ბლა ბლა ბლა... იმიტო არ მიტყდება რო რაღაცას ნიტოდ ვწერ, ან ის რაღაცა ნიტო კომენტარს გამიკეთებს და მსგავსი რაღაცეები... აი ჯასთ დისკომფორტი მექმნება, თან ვიცი რო აი სუ ტყუილად და აფსურდულად, მარა მაინც. :)

არაძირითადად (5) იმიტომ არ ვწერ რომ, რამდენიმე ისეთი ღვარძლიანი და ღრძო პოსტო მისვენია დრაფტებში რო ეგენი რო გამოვაქვეყნო ნახევარ სანაცნობოს დავკარგავ, და რო გამივლის და მერე წავიკითხავ ვიცი რო ძალიან შემრცხვება, არადა მოვლენები ისე ვითარდება ჩემს გარშემო რო ძირითადად ღვარძლიანი პოსტები მეწერინება, და მაწყობს ეხლა ეგ მე?! :)



ვნახოთ ვნახოთ, იქნება დავიძრა და დავიქოქო როგორმე, გავაგრძელო აქ წერა :) თორე ისე მშურს იმ ბლოგერების ვინც ამდენი ხნის შემდეგაც აქტიურად განაგრძობს ბლოგზე წერას და არ დაუკიდებია, რო თეთრ შურს  ნამდვილად ვერ ვუწოდებ მაგ შავბნელ გრძნობას :)



p.s: დროებით :)

Sep 1, 2010

გამარჯობა შემოდგომავ!.... რა გეჩქარებოდა?!

მე ვარ შემოდგომა,ჭრელი მოზაიკა.. ელვად მოხატული ფერთა გალერეა,
ღუბელთ სინოტივე,სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა, გზა არ ამერია.
მე ვარ შემოდგომა,მტევნის გაფიცხება,სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით,მერე სიცივით და მერე წვიმებით და... ზამთრით გავთავდები
მე ვარ შემოდგომა,უხმო გაშიშვლება,უხმო გადაჭკნობა,ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლოს სიყვარულით.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაღველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიფქებით და სევდით ვიმალები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე,
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს-მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული,
მე ვარ მოფერება,მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის,
მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების,
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერაგამცვდარი და თრობამორეული,
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი, მე ვარ შორეული.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,
მე ის სიკეთე ვარ, რომ არ გაითვლება, მე ის ბავშვობა ვარ, რომ არ დავდინჯდები,
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ღვინობისთვე, მე ვარ ამურისგან ტერფებდამსხვრეული,
მე ვარ გატაცება, უხმო გატაცება, მე ის ყვავილი ვარ, მტვერში წაქცეული
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაფრენა, ჯებირმორღვეული სივრცე ტკივილების,
მე ვარ დასასრულის არსის გამართლება, თუმცა ულაზათოდ მე არ მივილევი.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ მოძახილი, მე ვარ გახსენება ძარღვში მოვარდნილი,
მე ვარ მოდარდება, მე ვარ მოლანდება, ალი დამღუპველი ყველა მონადირის.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ გადანგრევა სხივთა პალიტრების,
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების.....
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია...
არის შემოდგომა... დენთი ღვინობისთვე,შენი სიყვარული ჩემი მფარველია..

Aug 27, 2010

I will never love you more than….

არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე საყვარელი ფილმების ყურება;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი წითელი კაბა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი ძაღლი გრეი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი ნოკია ენ76;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი სვოჩის ბეჭედი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე „დინამოს“ თამაშებზე სიარული;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე უბრალო საღამო ჩემს გოგოებთან ერთად, როცა ყველაზე და ყველაფერზე ვჭორაობთ გათენებამდე;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე აბანოში სიმღერა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი პირველი შეყვარებული, მიუხედავად იმისა რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები შემაშფოთებლად დაბალია;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ბენისიო დელ ტორო;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე დედაჩემის შემწვარი კვერცხი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი ბავშვობა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი აწ გარდაცვლილი აიპოდი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე მზის ამოსვლა ყაზბეგში და მზის ჩასვლა ზღვაზე;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე გაზაფხულის წვიმის სუნი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე სტუდენტობის წლები;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე პირველი თოვლის მოსვლა ზამთარში;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე კარავში გათენებული ღამე;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე შენი მორთმეული ყვავილები;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ფეხებზე დაკიდებული მაღვიძარას ზარი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ლოგინში მორთმეული ყავა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ღამის „ტკბილი ძილი“ და დილის „დილამშვიდობისა“
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი სათამაშო „ჭყატა“
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი ნატკენი თითი, გაუჩერებლად რომ ფეთქავს ამ წუთას;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე შერიგების პროცესი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე თავდაყირა წოლა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი ხვეული თმა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე „ეშმაკი ხუანი“ მიყვარდა ბავშვობაში;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე მზესუმზირის ჭამა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე სიცხიანზე მალინის მურაბანი ჩაი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ტყეში ხეტიალი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ზღვის ხმაურის მოსმენა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი კომპიუტერი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე სახლში ტრუსის ამარა სიარული;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩიპი & დეილი, ტომი & ჯერი, სინდბადი და შრეკი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე მამაჩემის მეგობარი ირაკლი მიყვარდა ბავშვობაში;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე დე ნირო ახალგაზრდობაში;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი გულიანი ყელსაბამი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე გაბრაზებულზე ახლომდებარე ნივთების ლეწვა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე შენი სიმთვრალისგან აციმციმებული თვალები;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე კოშმარებიდან გამოღვიძება;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი ძველი დღიურები და უხარისხო ლექსები;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ნოდარ დუმბაძე და დოჩანაშვილი;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი უძილობისაგან ჩაშავებული თვალის უპეები;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე სიმთვრალით გამოწვეული თავაწყვეტილობა;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩოხელის „ანგელოზთღამეობა“
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე დედაჩემის დაღლილი თვალები;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ცრემლებამდე სიცილი და სიცილამდე ატირება;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ახალი წელი და ჩემი დაბადების დღე;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ჩემი სისუსტეების დამფარავი ნიღბები;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ცისარტყელა ცაზე;
არასოდეს მეყვარები უფრო მეტად ვიდრე ბუნებაში არსებული ყველა მწვანე ფერი;
…….

To Be Continued…..
ვნახოთ რამდენ პუნქტს შეეხება ესოდენ ბანალური ფრაზა „არასოდეს თქვა არასოდეს“

Aug 1, 2010

ბოდვანი საკვირველნი... :)

აიიიტ!!! რა ხდება თუ რა ამბავია??!!
კიარადა,
რაღაცეები მეწერინება ეხლა და ინტერნეტი არ მაქვს რო ონლაინ რეჟიმში ვწერო, ხოოდა გავხსენი ვორდის ახალი გვერდი, დავაიგნორე ჩემს გვერდით ოთახში ატეხილი ენითაღუწერელი აურზაური და ტვინის ბურღვა (შენ მაგას ბურღვას ეძახი?!) და მივეცი თითებს გზა ფართო...
რა ხდება ჩემს თავს? ბევრი რამ ხდება....
აი ახლა ვზივარ ყაზბეგის რომელიღაცა ქუჩის რომელიღაცა სახლის (რომელიც ბოლო გაჩერებასთან ყველაზე ახლოს იყო) რომელიღაცა ოთახში და ვებრძვი შემოტეულ ემოციებს :) ა ემოციური რო ვიყავი არ იცოდით ეგ ამბავი? არც მე ვიცოდი, რა მაგარია, აწი გვეცოდინება... :)
თავში მიტრიალებს ფიქრები იმაზე რო რა მაგარია, მსოფლიოში ყველაზე საყვარელი (ჩემს მერე) არსება რო მოვნათლე წინა ხუთშაბათს, ასევე იმაზეც რო უკვე დიდები ვართ, მე კიდევ გუშინდელივით მახსოვს სკოლაში როგორ მივედით, რო აგერ დალის უკვე ქმარი და შვილი ყავს, რო მე მეჯვარე და ნათლია გავხდი, რო ვერასოდეს ვიფიქრებდი რო თიკო ამ ყველაფერს არ დაესწრებოდა, ისკიარადა სუფრაზე ყველაზე ბოლო სტუმრად მოვიდოდა... ვხვდები რო წლები ნელ-ნელა ცვითავს ჩვენს მეგობრობას, რო, შეიძლება ვაჭარბებ მარა რაღაც ვალდებულებაში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა, აბა რა, ჩვენ ხო 16 წელია დაქალები ვართ, 11 წელი ერთ მერხზე ვიჯექით... მე თიკოს მხარზე თავმიდებულს მიტირია როცა სიყვარულში იმედი პირველად გამიცრუვდა, და თიკოსაც დაუსველებია ჩემთვის მხარი იმიტო რო დედამისმა გააბრაზა...
ინერციით გამოყოლილი მეგობრობა...
გული მწყდება, რო დღეს უკვე თვეში ერთხელ, 1-2 საათით ვნახულობთ ერთმანეთს, და მთელი თვის ამბების შეჯამებას ვუსმენთ მარტო, როცა 16 წელი ყოველი დღე ვიცოდით ერთმანეთის... რეაქციის გასაგებად უკვე კითხვის დასმა გვჭირდება ერთმანეთისთვის, როცა ყველაფერი უსიტყვოდაც გადასარევად გვესმოდა ადრე... რო დაჟე ტყუილებსაც ერთნაირს ვამბობდით, ეხლა იმასაც ვერ ვხვდებით ერთმანეთს რა დროს ვატყუებთ. რო მე 1000 დეტალი არ ვიცი შენი ცხოვრების, და შენც ასევე, რო შეიძლება სურვილიც აღარ გაქვს ყველაფერი მომიყვე და გამინაწილო, იმიტო რო ჩემი ადგილი სხვამ შეცვალა, ეხლა სხვას ესმის შენი უსიტყვოდ, შენი მიმიკებიდან კიდე მთელი სიტუაციის გაგება შეუძლია... მე უკვე მოვიკოჭლებ მაგაში.. შენ შეიცვალე, მეც შევიცვალე ალბათ.... უკვე მიკვირს შენი მესიჯი, გუშინ რო დამირეკე ვაფშე გავოცდი, რამდენი ხანია პროსტა მოსაკითხად აღარ შევხმიანებივართ ერთმანეთს?! მე მეშინოდა, ყოველთვის მეშინოდა რო ეს დრო დადგებოდა, რო სხვა ჩამანაცვლებდა შენს ცხოვრებაში, პირველი კლასიდან მეშინოდა, გაცნობის დღიდან, და ეს იმიტო არა რო მე ძალიან და უაზროდ და უსაზღვროდ ეჭვიანი ვარ, აი მეშინოდა და ვსიო. შენ კიდე ვერავინ ჩაგანაცვლებს ჩემს ცხოვრებაში... ყოველთვის შენი ყველაზე მეტად გამიხარდება და ყველაზე მეტად მეწყინება, ყველზე მეტად შემტკივა გული შენზე, შენს შეცდომებზე ყველაზე მეტად გავბრაზდები და შენი წარმატებით ყველაზე მეტად ვიამაყებ, და ეს იმიტო არა რო 11 წელი ერთ მერხზე ვისხედით და 16 წელია დაქალები ვართ, რო შენი მეგობრობა ინერციით მომდევს...
ვიცი ნახავ როდისმე ამ ნაწერს და გაიცინებ, აი უბრალოდ გაიცინებ, ჩათვლი რომ ეს რიგითი ეჭვიანობის სცენაა, რო გაჭედილი მაქვს, რო არაფერი მსგავსი... დამირეკავ ალბათ და მეტყვი, გოგოო, შენ .......?! მე გიპასუხებ არა, არ მაქვს... ან შეიძლება გიპასუხო რო არაფერი ისეთი, უბრალოდ იქ მთაში ემოციებს ავყევი და ყველაფერი მუქ ფერებში წარმოვიდგინე, რო ბოდიში რაღაცეებში ტყუილად დაგადანაშაულე, და რა მოხდა მერე თუ დალის ჯვრისწერას არ დაესწარი?! მერე რა რო მთელი ბავშვობა მაგ დღეს ველოდებოდით?! ხო, შეიძლება მე ეგრე გითხრა და შენ ვეღარც შემატყო რო მე გატყუებ. რო სულაც არაა სულერთი რო შენ 100000დეტალი არ იცი ჩემი ცხოვრების და არც ისაა სულერთი რო დიდ დაინტერესებას ვერც გატყობ... რო მიუხედავად იმისა რო ჩემი საქმე არაა და არ უნდა ვერეოდე, მაინც გულზე ვსკდები რო მახსენდება რო დალის ჯვრისწერაზე არ მოხვედი.... იმიტო კი არა რო გამოცდიდან ეგრევე არ წამოხვედი, იმიტო რო შენ ჩვენ უკანა პლანზე, სადღაც ჯანდაბაში გადაგვწიე და სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები გაგიჩნდა.. აააააარ გსაყვედურობ, არასოდეს! უბრალოდ მინდა რო იცოდე რას ვგრძნობ და რას ვერ გეუბნები, იმიტო რო არ მინდა სათქმელი შემაწყვეტინო... ხოდა ვაქვეყნებ აქ, და აი ნახავ, რამდენი ხნის მერე წაიკითხავ... იმიტო კიარა რო ვერ მოახერხებ, იმიტო რო დევას და ანრის და ვიღაცის სტატუსები უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე ის რაც ჩემს ბლოგზე იწერება...
აი ესე, დაგცოფე და დაგანთხიე ბოღმა! მარა ეს იმიტო რო მე ყველაზე საყვარელი ეგოისტი ვარ მსოფლიოში, და ბოღმისგან გული რო არ გამისკდეს, აუცილებელია შენი წილი გაგიზიარო!!!!


Jun 14, 2010

ქუჩაში..

მთა მთას ვერ შეხვდება თორემ, ადამიანი-ადამიანს ყოველთვისო-თუ რაღაც ამის მსგავსს ხო ამბობს ვალოდია ჯინჭარაძე არაჩვეულებრივ გამოფენაში?! ხოდა ვინაიდან და რადგანაც, ადამიანი უფრო მეტად ვარ ვიდრე მთა, რა გასაკვირია რომ ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ დღეს, მეც შემოგხვდეთ ქუჩაში?! მითუმეტეს ყველა ყველას შეხვდა ბლოგსფეროში :)

ანუ, მეც ჩავები თეგომანიაში, (აქ თავისუფლად შემეძლო მეთქვა დამთაგეს და იმიტომ თქო, და ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა რომ არავისაც არ დავუთაგივარ:)) ხოდა რავი, ესეც ჩემი "ქუჩაში რომ შეგხვდეთ" პოსტი :

მართალია დაბლა პოსტში ძალიან ბევრი ვიქადაგე რაოდენ მძულს გამარჯობის თქმა და რაოდენ უჟმური ვარ, მარააა, არ დაიჯეროთ ეგ, საერთოდაც არ ვარ უჟმური და ხალხის ნახვაც მიხარია ქუჩაში, (მანამ სანამ ეს ნახვა ყოველდღიურ ხასიათს შეიძენს) ხოდა ნებისმიერი თქვენთაგანი რომ შემხვდეს, და მომაბრუნოს, ჰეი ბაზილიო, მე "ეს" ვარ და შენს ბლოგს ვკითხულობო, პირობას გაძლევთ რომ, აუცილებლად გამახარებს ეს, და შეიძლება იმენად გამახაროს რო საერთოდ ხმაც ვერ ამოვიღო :) სათნო ღიმილს კი აუცილებლად მოგაგებებთ :)

ხოდა ეს სათნო ღიმილი რო იხილოთ, ხო უნდა იცოდეთ სად შეიძლება შემხვდეთ?!
სამუშაო დღეებში თბილისში ჩემი ნახვის იმედი ნუ გექნებათ უახლოესი 3 თვე მაინც... გორი კი ისეთი პატარაა, ნებისმიერ ადგილას შეიძლება შემხვდეთ. და წინასწარ გაფრთხილებთ, არასოდეს გაგიკვირდეთ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ქუჩაში... იმის გამო რომ ტაქსით მთელი ქალაქიც რო მოიარო 5 ლარზე მეტს მაინც არ დახარჯავ, ძალიან ხშირად ვსარგებლობ ტაქსით, ძირითადად იმიტომ რომ ჩანთა მაქვს მძიმე:) საღამოს თუ შეგხვდით და ვარ მარტო, ან ნერვიული აშლილობა მაქვს და განტვირთვას ვეძებ, ანდაც მეგობრების სანახავად მივდივარ... ამ დროს დიდი ალბათობაა ვუსმენდე მუსიკას, ან ვიცინოდე უაზროდ იმიტომ რომ თუ რამ სასაცილო მომხდარა ჩემს თავს, ერთთავად მარტო სიარულისას მახსენდება :) თუ ვინმესთან ერთად შეგხვდით, მალევე მიხვდებით რომელი ვარ, ის, ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე ბევრს რომელიც ლაპარაკობს :)
თბილისში შეგიძლიათ მნახოთ 5 დეკემბრის ქუჩაზე ძალიან ხშირად, თუ თვალი მესამე სართულისკენ მეპარება, რა მოხდა მერე?! ეს მეზობლის ქალია შინაური, კაციც კიარა :))) მარჯანიშვილზე და დინამოსთან-დიდის წარმატებით, თუ ისნის მეტროსთან ბარბაცით მოვდივარ, ე.ი ვირუსასთან სულ ცოტა 5 ჩემნაირი მთვრალი ადამიანია კიდევ სახლში :) ძალიან იშვიათად მიხილავთ სადმე კლუბში,და კიდევ უფრო მეტად იშვიათად მარტო გოგოების გარემოცვაში...
თუ სადმე ხუჭუჭა, გოგო დაინახეთ ქუჩის ძაღლთან ან კატასთან დიალოგში ჩართული, ძალიან დიდი ალბათობაა რომ მე ვარ :) ამ 1 წლის წინ თამამად შემეძლო მეთქვა რომ ვერასოდეს მნახავთ კაბაში შემოსილსთქო მაარა, ამ ბოლოს ძირითადად ჭეშმარიტი დიაცივით მაცვია :) აუცილებლად მეკეთება რომელიმე თითზე ბეჭედი, და თუ ნერვიულად ვისრისავ მარჯვენა ხელის მეოთხე თითს, ე.ი ბეჭედი სახლში დამრჩა... არასოდეს მეკეთება საყურე, იმიტომ რომ ყური მიჩირქდება 2 წამში (და თან ცოდვა გამხელილი სჯობს და, ისეთი ფორმის ყურებს, როგორიც მე მაქვს, საერთოდ არ უნდა აჩენდეს თავმოყვარე ადამიანი, არამცთუ საყურით უკეთებდეს აფიშირებას:)თმა აუცილებლად გაშლილი და გაბურძგნული, მაკიაჟი? უკიდურეს შემთხვევაში ტონალური... მარჯვენა ლოყაზე თვალშისაცემი (:) ) ხალით, არც ისე ძალიან პატარა თავით, საშუალოზე მაღალი (172) სიმაღლით, სასურველზე 8-10 კილოგრამით მეტი (65) სიგანეში :) უკიდურესად პატარა ტერფებით (36 იც არა,) ხშირად თაბაშირით კიდურდამშვენებული, ნუ სუ ცოტა ერთი მუხლი მაინც მექნება ან ნატკენი, ან ახალმორჩენილი :) თითქმის არასოდეს მაცვია ქუსლზე, ისევე როგორც არ მაცვია ფეხსაცმელი რომლიდანაც 1ზე მეტი თითი ჩანს :) კიდე რა... ა ხო, თუ თვალებმა ძალიან შემაწუხა, შესაძლებელია მიხილოთ სათვალითაც,(მაგალითად ხვალიდან) და ძალიან ხშირად კაშნეთი, იმიტომ არა რომ სუსტი ყელი მაქვს და გრილი ჰაერის ჩასუნთქვაზე მიცივდება... ძალიან მიყვარს, და თან ნუ ეს ღრმა დეკოლტის უმწეო კომპლექსი მომყვება ინერციით ახალგაზრდობიდან :)
ღამის 12-ის მერე, თუ დაინახეთ როგორ ასეირნებს ზრდასრული კავკასიური ნაგაზი ზემოთ აღწერილ გოგოს, მაშინ ნამდვილად მე ვარ და ჯერ შორიდან მომესალმეთ, მერე მე შევეცდები გრეის დარწმუნებას იმაში რომ აუცილებელია ზრდილობიანად შეგხვდეთ :)

ხო და სულ ეს იყო მგონი :) მე მახსოვს ერთხელ ჩორვენი დავინახე ბისერების მაღაზიაში და ადგილზე ვცქმუტავდი კარგა ხანს გამოვეხმაურო თუ არათქო და ვერ გავბედე მისვლა საბოლოოდ, ხოდა ეხლა ვფიქრობ რომ გაეხარდებოდა აუცილებლად რო მივსულიყავი, მეც ხო გამეხარდება არა?! :)





ან ამხელა პოსტი რა საჭირო იყო, მე ხომ ყველაზე საყვარელი ვარ და აბა როგორ აგერევით სხვაში :))))