Apr 29, 2009

"მიყვარს 2" "მიყვარს1" ის შემქმნელებისაგან...

აი მიყვარს და ვსიო... ჩემი კაცუნა.... როგორ მომენატრა :(  ნახეთ რა კაცია... ერთადერთი ნაკლი აქვს, კუდი არ აქვს :( მარა რა მაგისი ბრალია, ზოგიერთებს თავში ტვინი არ აქვთ...  როგორ ტკიოდა თავიდან, ვაიმე, ბინტი რო ქონდა დახვეული კუდზე და ყურებზე :( რო დაბანცალებდა და რომელიმეს თუ რამეს მიარტყავდა როგორ ტკიოდა და წკმუტუნებდა :( 

ვაიმე რა პატარა იყო რო მახსენდება რო მომიყვანეეეეეეს :) თან როგორი დურაკი.....მიკვირს როგორ მოვითმინე და არ შევყლაპე :) 

აქ ჯერ ყურებიც აქვს და კუდიც, სულ 3 კვირისაა :)

აქ უკვე დაჭრილი აქვს ყურები და კუდი და მოშუშებული აქვს ჭრილობები....

ხოდა ასე, ჩასახლდა ჩვენს ოჯახში ამ 2 წლის წინათ და გახდა ოჯახის სრულუფლებიანი და მეტად პატივცემული წევრი :) მართალია დედაჩემი თავს იგიჟებდა, ძაღლი შემოვა თუ არა სახლში, მე წავალ სახლიდანო... მარა დღეს დღეისობით, ისეთი სიყვარულით ელაპარაკება და ექცევა, ნეტა მე მომქცეოდნენ ეგრე ბავშვობაში, გესლიან ეგოისტად არ გავიზრდებოდი :)

6 მაისი, ზუსტად ერთი თვის არის ამ სურათში... (ერთსა და იმავე დღეს ვართ დაბადებულები, 6 აპრილს... კიდევ ერთი ღირსება რის გამოც უნდა მიყვარდეს...)

მერე დაეწყო პერიოდი, როცა კბილები ექავება, და თან საშინლად წვეტიანი კბილები აქვს... რამდენადაც ვიზუალურად იყო უსაყვარლესი, იმდენად აუტანელი იყო ახლო კონტაქტში შესვლისთანავე.... 

  

მერე ცოტა კიდევ რომ წამოიზარდა, დაახლოებით ივნისში, ასე გამოიყურებოდა 

  

ამ პერიოდში გაუგონარ მორჩილებასა და სიჭკვიანეს იჩენდა, ალბათ იმისათვის გვამზადებდა, რაც  მერე გველოდა :)

 

როგორ მახსოვს, ამ დროს სახლში აპირებდა შემოსვლას და დავუყვირე არ შემოხვიდეთქო, ხოდა ზედ ზღურბლზე დაწვა და არ განძრეულა ნახევარი საათი 

 

მერე უკვე გახდა ყველაზე ვრედნი არსება დედამიწის ზურგზე!!!!  ჯერ ხო ეზოში არაფერი დატოვა მთელი, მერე სახლიდან და ვანიდან ეზიდებოდა რაღაცეებს ეზოში და აფუჭებდა. ე.წ. კაჩალკა, სუ ნაკუწებად აქცია თავის ბალიშებიან მატრასებიანათ.... ეზოში ყვავილებს (რომლებსაც დედაჩემი წლობით ეფერებოდა და უვლიდა) დედა უტირა!!! სუ ბოლქვებიანათ ამოთხარა და შეჭამა..  

მერე გარდატეხის პერიოდი დაეწყო... კბილები მოიცვალა,  საჭმლის ჭამა აკრძალა და გახდა... სიგამხდრე რო ძალიან არ უხდება ამაში დამეთანხმებით, მარა მაინც ძალიან საყვარელია... 

ფოტო განწყობისათვის... გრეი, გაიღიმე, პასპორტისათვის სურათი უნდა გადაგიღოთქო... ჯერ გაოცდა, რათ მინდა პასპორტი, რამხელა პასპორტი მაქ იციოო? და მერე ესე გაიღიმა:

ჩვენი პირველი ხანგრძლივი სეირნობის ამსახველი ფოტოები, გასეირნება შედგა გორის ციხესა ზედა :)

 

ასე ვიძინებდით და ვიღვიძებდით შემოდგომაზე.... 

  

მერე ზამთარიც მოვიდა.... პირველად რომ მოთოვა, მაგის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ისე გორაობდა თოვლში.... აქ ჯერ ფეხაწეული მოფსმა არ იცის :) პატარაა ჯერ!!!

 

მერე უცებ გადაწყვიტა რომ ოჯახის უფროსი უნდა გამხდარიყო და "ნასკი გამხადე ქალო" პალაჟენიის დაყენება მოინდომა ოჯახში... ანუ გააგრესიულდა და გვეთავხედებოდა..

 

მერე მე ბატონები მესტუმრნენ, რატო მიკადრეს არ ვიცი მარა დიდი მადლობელი ვარ დღემდე რომ საშობაო არდადაგები ჩამაშხამეს და ნაჩუტყვავილარებს დღემდე არ გაუვლია და ლაქებად დამრჩა!!! ხოდა ჩემი გრეიკო ძალიან განიცდიდა ჩემს ავადმყოფობას, ჯერ საწყისს პერიოდს და მერე ხო საერთოდ... 

 

ვინაიდან და რადგანაც ჩუტყვავილა ძალიან გამირთულდა, ფეხზე დგომის და ეზოში გასვლის თავი არ მქონდა..ამიტომ გრეი დღეში 20 საათი ამ ფანჯარაზე იყო მოკრული, იმის იმედით რომ ფანჯრიდან მაინც მოვეფერებოდი..  

ფოტოები სერიიდან "გუჯა და გრეი ჭონიშვილები"

როგორც სურათებიდან ჩანს, მთელი ბავშვობდა და მერეც, ჩემი ძმა სულ აწვალებდა და ახალგაზრდობას უმწარებდა....  სამაგიეროდ, დღეს, გრეის ნებართვის გარეშე, ეზოში ჩასვლა ფრიად სარისკოა გუჯასთვის...

 

ნუ აქ რომელი რომელს აწვალებს საკითხავია, მარა მაინც

 

მსგავსი შინაარსის ფოტოები, გრეის ზრდა განვითარების მიხედვით:

 

 

ფოტოები სერიიდან "ერთ დროს კარგი ურთიერთობა გვქონდა"

ამ სერიის ძირითადი მონაწილეები, გრეი და ჩემი რძალი, ნატა არიან.... რაღა თქმა უნდა თავიდან მათი ურთიერთობა შესანიშნავად დაიწყო, დაჟე შეიძლება ითქვას რომ მათაც უყვარდათ ერთმანეთი...  მანამ სანამ, გარდატეხის ასაკში მყოფმა გრეიმ არ აღმოაჩინა რო ნატა არ ევასებოდა....  ხოდა მას შემდეგ, აგერ უკვე 1 წელია, ნატას ყოველი გარეთ გასვლა, გრეის ღრენითა და ყეფით მთავრდება, არადა, ერთ დროს  მართლაც კარგი ურთიერთობა ქონდათ...

 

 

კიდე რა, სხვა დანარჩენი ჩვეულებრივად, კვირაში რამდენჯერმე ვსეირნობთ, დანარჩენ დროს ეზოში ვატარებთ, შეგვიძლია ღობესთან ვიჯდეთ მთელი დღე და მეზობლების ცხოვრებას ვადევნოთ თვალი, ჭორიკანები ვართ ცოტა!  

 

წყალს ისევ ისე ვსვამთ როგორც 1.5 წლის წინ ვსვამდით

 

ძილითაც ისევ ისე გვძინავს, როგორც ბავშვობაში :)

  

ზამთარშიც ერთად ვართ და ზაფხულშიც, უბრალოდ ზაფხულში უფრო ხშირად არის დაბანილი და სუფთა ვიდრე ზამთარში :)

 

ვინაიდან ბუნებით ბინძურია, ეჭვი მაქვს ზაფხულის მოსვლა უხაროდეს.... 

აქ დასჯილია, რაღაც დააშავა აღარ მახსოვს და ვუსაყვედურე, ხოდა შეძვრა აქ და თავს იგვემავდა, თვალებში მიყურეთქო და ვერაო, თვალი ვერ გამისწორა.... 

ხოდა ვსიო, წერას მოვრჩი, უბრალოდ ჩემს ფავორიტ სურათებსაც გაჩვენებთ, უყურეთ და დატკბით და კიდე შეგშურდეთ!!! :)  



  

  

     

   


7 comments:

AnnA said...

ra sayvareliaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa :D :D

iasamani said...

ვაიმე რააააააამხელაა

Kate said...

წავიკითხე პოსტი და ავტირდი. ოღონდ მართლა. იცი როგორ მეტირება ახლაც. კავკასიური ნაგაზი... ჩემი Becky (david beckham–ის საპატივსაცემოდ დარქმეული) გამახსენდა. ისე მენატრება და ისე მინდა, რომ ისევ აქ მყავდეს, რომ არვიცი. ისე ჰგავს შენს გრეის, რომ მეტი არ შეიძლება.

გურამი said...

მეც მყავდა ცუგო.. მიკი ერქვა. თან ერთი კი არა, ასე 5 მიკი.. :( და ერთი მეორეს მიყოლებით გაიტანა მანქანებმა. :( და ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჩემი და უფრო და უფრო მაგრად ტიროდა.. ხოდა ახლა აღარ გვყავს ცუგა. :)

პერწკლი said...

:love:

vasasi said...

vaaiii... ra magari viracaaa... :)

Anonymous said...

GENACVALEEEEEEEE........... :*:*:*
MOMENATREEEE :*

MACHVIIIIII.. :*