Apr 14, 2009

just, i need it..... again....

ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი ცარიელი.... 

არაფერი არ მინდა, საერთოდ არაფერი...

უფრო სწორად, ისეთი არაფერი რაც შესაძლებელია, ამ ეტაპზე მითუმეტეს...

იმიტომ რომ 2007 წლის ზაფხული მინდა....

სხვა არაფერი!...  მიუხედავად ყველაფრისა, 2007 წლის ზაფხული მინდა...  უფრო კონკრეტულად ივლისის ბოლოდან აგვისტოს 20მდე  ზაფხული მინდა...  აგვისტოს 20 დან მოყოლებული, აღარცერთი დღე არ მინდა...  ის ერთი თვე მინდა.... კიდევ ერთხელ მინდა....

მინდა, ღამით სახლთან ძალიან ახლოს მოსული ტურის ხმამ გამღვიძოს..
დილით ადრე, ძალიან შორიდან საქონლის ბღავილი ისმოდეს..
ნესტიან ხის იატაკზე ფეხშიშველს მინდა სიარული.
წყლის მოსატანად წყაროზე ჩასვლა მინდა.
სოფლის წვიმა მინდა, ტალახს რომ ჩამორეცხავს, ჰაერს რომ გაწმინდავს..
სოფლელი ქალების ჭორაობაც მინდა..
მთაში ფეხით ასვლა მინდა..
ბალახის სუნი მინდა..

კედლის აქედან, ბიჭების ლაპარაკის მოსმენა მინდა ჩუმად...

ის კარგი ნინო მინდა, მაშინ რო იყო და იმ ნინოს არ თამაშობდა რაც ახლაა....

ღამით, აივნიადნ, ვარსკვლავების ყურება მინდა, კიდევ მინდა ვნახო იმდენი ვარსკვლავები რამდენიც იქიდან ჩანდა....

ის გიჟური წუთები მინდა....... 

სოფელში ჩასული გზააბნეული ჩვენ მინდა...

ის პირველი ემოცია მინდა აბლაბუდებით გამოტენილი სახლის ნახვაზე რო გაგვიჩნდა....

იმ სახლის კიდევ ერთხელ დალაგება მინდა, ზუსტად ისე, წყევლა–გინებით, ხველებითა და კივილით როცა ობობების აბლაბუდებს ვანგრევდით.......

სახლის დალაგების შემდეგ ამ სურათის გადაღება მინდა....  

ამ პოზაში მძინარე ბესოს ნახვა მინდა მარის ლოგინში  

ტელევიზორის თავზე მჯდარი ეს სათამაშო მინდა  

წვიმაში და სიცივეში სანადიროდ წასვლა მინდა ბიჭებთან ერთად  

თოფით სიარული მინდა, თუნდაც დატენილი არ იყოს მაშინდელივით,    

კიდევ ერთხელ მინდა, ნაწვიმარზე,  ჩემს ზურგს უკან, მთებიდან ნისლი იკრიფებოდეს   

დანამული აბლაბუდისათვის სურათის გადაღება მინდა  

ეს გვირილაც მინდა, ასეთი... მერე მოწყვეტილი და ნაჩუქარი, ჩემს თმაში ჩაკარგული და ბოლოს დაკარგული... 

"პიანისტი დედალი დათვის" ნაკვალევის ნახვა მინდა ახალ ნაწვიმზე, 

ამ დამშრალი ტბის ნახვა მინდა კიდევ ერთხელ, და პირობას ვდებ რომ გველების აღარ შემეშინდება და გარშემო აღარ შემოვუვლი მეორე ნაპირზე გადასასვლელად 

ამ ნიშის სანახავად, წამებით, ფეხით გავლილი 10000 კილომეტრი მინდა  

მერე დაღლილს, სველს და გაყინულს, ოლია ბებოს გატანებული, მაგრად მოხარშული კვერცხის ჭამა მინდა, კუთხასთვის მოპარულ პურის ნაჭერთან ერთად  

იქიდან წამოსულებს, მინდა ის მეცხვარე ძაღლები კიდევ ერთხელ გამოგვეკიდონ, მე კი ისევე ბუზღუნნარევი მორჩილებით დავრეცხავ ჩვენს ტალახიან ტანსაცმელს როგორც მაშინ...   

თუ საღამოს ისევ ვითამაშებთ დამალობანას, აღარასოდეს ვიტყვი ტყუილად პაჟარიაო, თუმცა მაშინდელივით დავაბეზღებ ბეწვის რომ ხეზე იმალებოდა   

თავად კი მაშინდელივით დავემალები ბავშვებს საქათმეში, მიუხედავად იმ საშინელი სუნისა... მერე  კი გამარჯვებულს, ზუუუსტად ისეთი სახე მექნება როგორიც მაშინ...  

რაც არ უნდა წარმოუდგენელი მოგეჩვენოთ, მაინც მინდა დილით ასე გავიღვიძო  

წყაროს ცივი წყლით პირის დაბანა მინდა, მერე იმ ხეზე აძრომა და ჩამოსვლაზე საათობით ჩალიჩი... 

თუ მეზობელი "ტაჩკას" გვათხოვებს, მე და კუთხა ისევ ამოვიტანთ (?) წყაროდან წყალს დღეში 10ჯერ სიმღერით....  ვიმპო–ვემპო, ვიმპო–ვემპო...        

და თუ საღამოს იწვიმებს და გარეთ ეციება, ისევ ასე ვისხდებით სახლში, უსაქმური სახეებით    

მინდა ამ პროცედურის მერე

   

ჩემს ხელებზე კიდევ ერთხელ გაჩნდეს ასეთი "შედევრები"

 

სამუშაოდ წასული ბიჭებისათვის,      საჭმლის გაკეთება მინდა ჩემი ხელით.... მერე რა მოხდა თუ მარილის ჩაყრა დამავიწყდება, ან სულაც გადავამლაშებ... 

სახლში დაბრუნებულს კი აუცილებლად ვეტყვი გიოზგის, ამ სურათში ცელქობით დაღლილ ტომ სოიერს  გავხართქო 

ჭამის დროს, კიდევ ერთხელ გავაკეთებ მათრახებს სასისკებისაგან კუთხასათვის, და მისგან ჩანგლის ჩარჭობასაც მედგრად ავიტან, თუ კიდევ იქნება ყველაფერი...    

მინდა თავი მზით გამთბარი წყლით დავიბანოთ მე და თიკომ       და თუ ნიკო, ბიჭების მონადირებულ ამ საცოდავ ქორს, ღობიდან პირდაპირ წყალში ჩამიგდებს, მე აღარ გავბრაზდები     

( თვითონ რამდენად უნდა არ ვიცი, მარა) მინდა კუთხას ნაიარევების ერთპიროვნული მომვლელი ვიყო... (მარა გპირდები, აღარ ჩაგარტყავდი ნატკენში, რაც არ უნდა ნერვები აგეშალა...)      

მინდა იკა ცოცხალი იყოს და ისევ უნდოდეს ჩემს სანახავად იქ ამოსვლა.... :( 

გიოზგის დამჩნეული 5 თითი მინდა ჩემს მხარზე,    

მერე ყოვლად განრისხებული მე მინდა, (კიდევ კარგი ეს ყოვლადგანრისხებული სახე არ მიჩანს)    

კიდევ ერთხელ მინდა ჩემი დღიურების ასეთი სახით წაკითხვა   

კიდევ ერთხელ მინდა, თიკოს იმ პოზაში ნახვა, რომელიც კუთხამ "მაუგლიში რომ სვავები არიან იმათ გავსო" ასე მონათლა 

ჩემი თავი მინდა, 5 წუთში დაორსულებული და მუცელმოშლილი.... 

 

მერე უზრდელური ეპითეტებით შემკული ბეწვი მინდა, ენის ამოგლეჯას და კისრის მოტეხვას რომ მიპირებდა    

კიდევ მინდა კუთხა ჩემს ნაწამებ კომპიუტერს მიუჯდეს ასე          და ჩემი ორგზის გარდასახვის ამსახველი ფოტომასალა შეადგინოს

      

მე კი ამ დროს ზურგს დავუმუშავებ, მერე კი მისი თმითა და ნერვებით ვითამაშებ მაშინდელივით..      

ოლია ბებოს ლაპარაკით ტვინგაბურღული თიკო მინდა, დასარეცხი ჭურჭლის გროვაში ჩაფლული   

კიდევ მინდა დაბალწელიანი შარვალის გამო მეჩხუბონ ბიჭები და ასე ჩაცმა მაიძულონ    

ამ გაყინულ "ჯაკუზში" მინდა... მერე მინდა ჩემმა დამ კიდევ ერთხელ განმიცხადოს, გომბეშოს გავხარ ამ სურათშიო...       

იქიდან ალექსას მაიკით წამოსული მე მინდა, ბეწვის პირსახოც შემოხვეული, გაყინული და საკვერცხეებ დახეთქილი...  

ამ გზის კიდევ 1000000000 ჯერ გავლა მინდა  

ამ ხეების ნახვა მინდა, და ყოველ ჯერზე იმის აღნიშვნა რომ შუაში მდებარე ხეს თვალი აქვს  და გვიყურებს და გვიმახსოვრებს...  

 

საღამოობით ამ ფანჯარაზე ჯდომა მინდა, და მაშინდელივით დავიჯერებ რომ სახურავზე რაღაც არის და აფხაკუნებს, და მაშინდელივით შემეშინდება...     

სპეციალურად ჩემი დისათვის მიძღვნილი ბესოს ფეხის სურათი მინდა კომპის დესკტოპზე    

წითელ ქვებზე წასვლა მინდა, მაშინდელივით, ბესო და ნიკო ბაგაჟნიკში რო ისხდნენ ისე...  

მდინარეში ტოპაობა და ძალით მიღებული სოფლის ზაგარი მინდა    

მერე ნერვებზე მოშლილი და ძალიან გაბრაზებული მე მინდა, რომ ეს სურათი კიდევ ერთხელ გადავიღო     

იქიდან წამოსულს, კიდევ ერთხელ მინდა წაქცევა რომ ის შრამი, იდაყვზე რომ მაქვს, ისევ სისხლიან ჭრილობად გადაიქცეს  

მერე თავში ხვლიკჩასმული ჩემი და მინდა, კიდევ ერთხელ რომ მიიღოს ასეთი სახე  

ამ სურათის გადაღება მინდა კიდევ ერთხელ, (არა გატყუებთ,  მეტჯერ:) ) იქნებ ის ღორი უკან რომ ჩანს, რომელიმეში მაინც აღარ გამოჩნდეს...      

ბოლო, გათენებული ღამე მინდა, ის სიტუაცია მინდა მაშინ რო იყო, ის გულწრფელობა მინდა.....  

ღამის 5 საათზე,  საჭმლის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ მინდა "ბრძოლა"...

ბეწვის მოყოლილი აბსურდული ისტორიების მოსმენა მინდა....

ისეთი კუთხაშვილი მინდა, მაშინ როგორიც იყო...

მაქციების ისე აღარ შემეშინდებოდა, რომ ტუალეტში ბიჭები გამეყოლებინა....

თიკოს კივილის მოსმენა მინდა, ბექამ რო ჩალაგებული ჩანთა ძირს მოუპირქვავა...

ის ვითომჩაძინებულების გათენებული ღამე მინდა....

მეორე დღეს, მინდა წყაროსთან  ავტობუსს დაველოდოთ....    

ხეობაში მინდა..... 

6–ის ნახევარია...

რაღა დამაძინებს..... 

ხეობაში მინდაააააააააააააააააააააააა :(

ისე მინდა გული მეკუმშება.....

ეხლა რო დავიძინო, სიზმარში ვნახავ ვიცი...

უნდა დავიძინო....

წინა პოსტში რო გითხარით, საყვარელ მსახიობებს გაგაცნობთთქო შემდეგზეთქო.... მოგატყუეთ....  დიახაც! რაა მერე? ჩემი ბლოგია, მინდა მოგატყუებთ მინდა არა, მინდა დავპოსტავ, მინდა არა, მინდა ამ პოსტს დავადრაფტებ და მერე წავშლი, ან ეგრევე წავშლი,  ან სულაც გამოვაქვეყნებ... რასაც მინდა იმას ვიზავ... 

სულ კარგად ბრძანდებოდეთ... 

:) 

2 comments:

Kate said...

აუ რა საოცრად საყვარელი ხარ და საოცრად საყვარელი პოსტია....

nino said...

დიიდი მადლობა გენაცვალე :*