Apr 7, 2009

21 წლის ნინოს პირველი პოსტი :)

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, 21 წლის ნინოს პირველი პოსტი უნდა შეეხებოდეს მის ამ ასაკის პირველ დღეს, ჩვეულებრივ მოკვდავდათვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მის დაბადების დღეს :) 

ჯუგუდუდაააამ!!! ეს ასეცააა :)

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რითაც ყოველი დღე იწყება ხოლმე :)

გავიღვიძე :) (აქ შეგნებულად არ ვწერ "დილით გავიღვიძე"ს, იმიტომ რომ ვინც მიცნობს, იცის რომ ეს ასე არასოდეს ხდება :) ) გავიღვიძე შეგრძნებით რომ საშინელი წელია 21! იმიტომ რომ "ოცდა" ს რომ იტყვი, მანდ უკვე აზრი აღარ აქვს რას მოაყოლებ, ოცდა–ერთს თუ ოცდა–ცხრამეტს :( 

მერე ჩემმა საყვარელმა ძაამიკომ, რომელმაც დაბ.დღეზე კინაღამ მინინგიტი მაჩუქა,(ამას განვმარტავ პოსტის ბოლოს) სასწრაფოდ, პირდაუბანელი, გამაქანა რესტორნის და ტორტის და ა.შ. დასაბრონად :)

ნუ ის რომ რაც მოვინდომე არაფერი არ დაემთხვა სასურველს, გასაკვირი არც ყოფილა, ეს ასე ხდება ძირითადად, ის უფრო გამიკვირდებოდა ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით რომ წასულიყო ;)  მას შემდეგ რაც ჩემი ძმის თვალებში ამოვიკითხე რომ ჩემი უჟმური გამოხედვა, ზუუსტად ის უკანასკნელი წვეთი იყო, რომელიც მის მოთმინების ფიალას აავსებდა, სასწრაფოდ განვაცხადე თანხმობა მის ყველა მოთხოვნაზე :) აქ ჩვენი კრიტერიუმები საბედნიეროდ ერთმანეთს დაემთხვა :) 

მოვაგვარეთ ეს ერთობ მომქანცველი საქმმებიც და დავბრუნდით სახლში... მერე აქ იყო ტრადიციულად "ნინო დროზე გამოდი ვანიდაააააააან!!!, თმა კიდე სველი გაქვს?! კიდე უნდა დააგვიანო საკუთარ დაბადების დღეზე?!" და მსგავსი ხასიათის ბეევრი საყვედურები) 

მივედით დისლოკაციის ადგილას, მოვიდნენ სტუმრებიც :)

პირველი რამდენიმე ათეული წუთი დასამახსოვრებელი არაფრით ყოფილა, გარდა იმისა რომ სასოწარკვეთილმა გელამ მიმტანს უკივლა,კიდევ უფრო ხშირად გამომიცვალე ხოლმე თეფშიო, (ჭამა არ დააცადეს, რაც გადმოიღო, ეგრევე ააცალეს თეფშიანად:) )

მერე უკვე გასაგები იყო რომ ეს იქნებოდა ზუსტად ისეთი საღამო, როგორიც მინდოდა :) მისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით :)

იუბილარის სადღეგრძელო დაილია ბოლომდე :)

და მერე უკვე ჩვენი შემაჩერებელი ძალა აღარ არსებობდა :)

ვიდეო ნომერი ერთი :) გთხოვთ მომიტევოთ მუსიკას თან დართული წივილ–კივილისა და ერთობ უადგილო შეძახილებიდა გამო, გადამღები გვყავს ძალიან ემოციური :) :) :)

დიდი მადლობა გიგას!!!

მერე ის, ხო, კიდევ ბევრი დნცკ დნცკ დნცკ :)

მერე ჩაბნელდა დარბაზი დააა... (აქ კიდევ ერთი ექსქიუზი გადამღების ემოციურობის გამო)

ვიდეო ნომერი 2 :)

სურვილი კი ჩავიფიქრე მაგრამ აქ სახალხოდ აფიშირების მრცხვენია, აი გიორგიმ ზუსტად იცის რაც ჩავიფიქრე :) იმედია ავიხდენ სანამ 22 წელი შემისრულდება :) 

ამ უკანასკნელ ვიდეოში კი უკვე საკმაოდ გარუტუნებულები ვართ, რაც არცთუ ისე ძნელი მისახვედრია :) მარა აი იმდენი ხანი არ მქონდა ნაცეკვი, და ისეთი ენერგია მქონდა დაგროვილი რო თავის შეკავება ჩემს ძალებს აღემატებოდა :)

კიდევ ერთხელ გავკადნიერდები და პატიებას მოვითხოვ ტრადიციულად გადამღების ემოციურობისდა გამო :)


Untitled from bazzilio on Vimeo.

ესეც ასე, ჩემი ფავორიტი ვიდეოები გამოვაჭენე სახალხოდ, 

დიდი მადლობა მამაჩემს, რადგანაც ამ საღამოს სპონსორობა საკმაოდ გაბედულად აიღო თავის თავზე,

დიდი მადლობა სტუმრებს, რომ მოვიდნენ და თან საჩუქრებიც რომ მოიყოლეს :) (ყველა საჩუქარი მომეწონა და შემიყვარდა და გამიხარდა :* :* :* )

მადლობა ჩემს ძმას რადგან დილიდან მოყოლებული მიტანდა და მიძლებდა :)

წლის მილოცვა : "გამოჩეკვის დღეს გილოცავ ბურდის გველო" © გელა ბუცხრიკიძე :*

წლის საჩუქარი: ვაიმეეეე, ბიჭებმა იიისეთი საყვარელი საყურე და ბეჭედი მაჩუქეს, თან ისე საყვარლად და თან რო წარმოვიდგენ როგორ არჩევდნენ რო აი, სუ გული მიჩუყდება :* :)

წლის ცეკვა: ერთმნიშვნელოვნად ბესოს შესრულებით!!!!!!

წლის მოწოდება: რონიმ მოუწოდა ბიჭებს, იქით სუფრასთან გადავიდეთ და ჩავიხადოთო. (რატომ?! რისთვის? გაუგებარია...)

წლის კომენტარი: ელენემ უპასუხა არაფრით გააკვირვოთ ეხლა თქვენცო.. ( ზემოთაღნიშნულ სუფრას სულ მამაკაცები უსხდნენ...)

წლის სიმპატია: შრეკი ერთმნიშვნელოვნად :)  

წლის მოულოდნელობა: გელა მარტო სუფრასთან ცეკვავდა :(

წლის მოვლენა: მე და ჩემი და, ჩახუტებულებიიიი!!! 

წლის სურათი: რონის ცოლი ნამდვილად უღალატებს, იმდენი ხანი მედო მის ჯიბეში ხელი :)  

წლის ოჯახური ფოტო: ჩემი ძმა და რძალი და მაგათი ლაწირაკი: 

წლის მადლობა: დედაჩემს, რათა 6 აპრილს მშვა მეეეე!!!!! და 21 წელი გამიძლო და ბავშვთა სახლში არ ჩამაბარა...

წლის პოტენციური საჩუქარი: ზემოთ რომ დაგპირდით ავღწერთქო, რა მოხდა, სველი თავით ჩაძინებულს, საკუთარმა ძმამ, ოთახის ფანჯარა გამიღო და დამიტოვა, რასაც მოყვა გაუსაძლისი ტკივილი თავის არეში, 8 აბი დოლოფენი, და ჩემი პირველი (და იმედია უკანასკნელი) არაფხიზელი მდგომარეობა, გამაყუჩებლების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად... 

ბოლოს მინდა ვთქვა როოომ, ეს იყო საღამო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, 

აქ უკვე საბოლოოდ გარუტუნებულები ვართ მე და გიგა :) ძალიან მიყვარხარ სიყვ :) რო გაგსიებია თავიიიიიიიი :) 

მე მომიტევეთ ამ უსასრულოდ გრძელი პოსტის გამო :) ასაკმა მოიტანა ასაკმააა :) 

  

No comments: