Apr 15, 2009

ღაფ ღაფ ღაფ... სულს ვღაფავ... ღაფ ღაფ ღაფ...

ერთი რიტორიკული შეკითხვა 

მოწუწუნე ნინო გინახავთ?

სავარაუდო პასუხი–არა!!

(ის არ ითვლება სკაიპში ან სადმე, ჩემი თითები რომ წუწუნებენ ხოლმე რაღაცეებს)

მე გეკითხებით რეალურად, ლაივში მოწუწუნე ნინო თუ გინახავთ?!

არც ესაა მოწუწუნე ნინოს პოსტი...

ეს იმ ნინოს პოსტია მშვიდი ძილი რო ჩამოშორდა, გული რო ყელში ებჯინება, თვალები რო აქვს დაბერილი და ცრემლების ოკეანე რო აქვს მომდგარი იმ თვალებში...

მე მხოლოდ შავი ზღვის ოდენა ცრემლებს მივეცი გადმოსვლის საშუალება...  არადა ნაპირს წყნარი ოკეანე ასკდება.... 

სრუტუნ! შეკავებულ არს თავი....

ადრე სადღაც წავიკითხე, როცა ტირილი გინდა, შეხედე ზეცასო....  ამ დახურულ სივრცეში ზეცას ვერა, ჭერს ავხედავ ხოლმე და თქვენ ზეცა იგულისხმეთ.... (ავხედე უკვე)

გული ყელში მებჯინება მეთქი და, არ გიხარია? გული გქონიაო... :)

მე ხო ისედაც ვიცოდი რო მქონდა, ეს თქვენ არ იცოდით თორე ადრეც რამდენჯერ მომბჯენია გული ყელში.... (ამ ძალით რამდენჯერმე, უფრო ლაითად კი ხშირად)

ტირილი სისუსტის ნიშანია, ძლიერები არ ტირიანო.... (კიდევ ავხედე...)

მე ფსევდოსიძლიერის მსხვერპლი ვარ...

უბრალოდ მტკივა..... გული მტკივა რო როცა ადამიანს ყველაფერს აძლევ რისი საშუალებაც გაქვს, და ის ამას ისე იღებს თითქოს ვალდებული ხარ ესე მოიქცე, არადა სულაც არ ხარ ვალდებული...

შორიდან რო შეხედოთ, შენ იმისთვის ზუსტად ის ხარ, რაც ის შენთვის, და ეს გაღებული რაღაც, ლოგიკურად იმის მხრიდანაც იმდენივე უნდა იყოს რამდენიც შენგანაა, მარა ამას ვინ ჩივის?! იმაზეც თანახმა ვარ, გაღებულისა და მიღებულის შეფარდება 100/10 ასე რომ არის...  (ავხედე...)

ეხლა მაგაში არ არის საქმე...

დაუნახაობა ა(ღა)რ მტკივა, მივეჩვიე...

ის მტკივა, დაუმმსახურებლად რო ჩირქს გცხებენ, რო იციან რო ამით გტკენენ მარა მაინც არ იკავებენ თავს...(კიდევ ერთხელ ავხედე...)

როცა შენ ყველა წუთსა და წამს უფრთხილდები, როცა ყოველთვის მზად ხარ იმის გულისათვის ყველაზე ძვირფასიც კი გაიღო და ამას არათუ არ გიფასებენ, პირიქით....

რა მაგის ბრალია, თვითონ რა ქნასო?! (ავხედე და მივაშტერდი...) 

მე რას ვიზავდი იმის ადგილას იციიი? პირის გაღების საშუალებას არ მივცემდი არავის იმის სათქმელად რასაც ის ითმენს და ისმენს....

მერე რა რომ ჩვენს ურთიერთობაში ეს თითქმის არაფერს ცვლის, მე ხო ვხვდები, დებილი ხო არ ვარ?! (ავხედე ჭერს..)

დებილი ვარ კი, პირველივე შემჩნევაზე უნდა ამომეღო ხმა და სირაქლემასავით არ მოვქცეულიყავი, არ ამეფარებინა ხელები თვალებზე და ყურებზე... ეხლა ხმის ამოღება უკვე გვიანია.... მაინც მე გამოვალ დამნაშავე...

გადავიტან, ძალიან გამიჭირდება მარა გადავიტან... 

და შედეგი ჩემთვის უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ვიდრე იმისთვის, დანაკლისიც იმისთვის ბევრად მეტია ვიდრე ჩემთვის...

უბრალოდ ეხლა მიჭირს.... ეს რამდენიმე დღე/კვირა/თვე მიჭირს თორე, ის რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო, მერე ასე აღარ გამიჭირდება.....

არადა რისი გულისთვის პროსტა?! 

თან ეს "ვითომცარაფერი" სიტუაცია მახრჩობს პირდაპირ... რა ვითომც არაფერი?! მეტი "ფერი" რაღა უნდა მომხდარიყო?!  

ეს ეჭვი უფრო მკლავს და მხრავს, ზუსტად რო ვიცოდე ნაკლებად გამიჭირდებოდა ალბათ...  ალბათ კიარადა ეგრეა...

იმას მაინც ვიმსახურებ რო მოვიდეს და პირდაპირ მითხრას და ამიხსნას სიტუაცია, მერე შევეცდები მართლა გავუგო და გავიზიარო,მაგისთანები გამიგია და ამიტანია?! მერე იქნებ  მაგის მხრიდანაც შევხედო სიტუაციას... იქნებადა არც ტყუის?! მარა რა გამართლება აქვს წარმოდგენა არ მაქვს.... ( ავხედე...)

ან ნიკაპი და თითები რას მიკანკალებს, ან ტუჩმა რა დააშავა რო შევჭამე, ჩეემი ნალოლიავებელი ფრჩხილებიიიიიიიიიიიიიიი :( ან შუბლს რას ვერჩი, რა მაგის ბრალია?!... 

აღარ მშველის მაღლა ახედვა, ჰა გადმოდი ხო, გადმოდი, ვის რა ფეხებს მოსჭამ,გარდა იმისა რო ყელს დაასველებ და მერე გარყვნილად გაიპარები უფრო ღრმად მაიკაში.....

ჯანდაბას, დღეს მთელი კვირის მარაგს გამოვიბღავლებ და მერე ვსო.... აღარ გადავყლაპავ მომლაშო ნერწყვს და მაიკის სახელოებითაც აღარ გავიწმინდავ ცხვირ–პირს.... 

უბრალოდ დღეს...

ამ შუაღამისას მომაწვა, მაშინ როცა მარტო ვარ და ყველაფერი ისე აეწყო რო ამაზე ფიქრს თავი ვეღარ ავარიდე ყურადღების სხვა თემაზე გადატანით...

ელენეც რა ჯანდაბათ არ წამოვიდა დღეს ჩემთან!!!!!!!!!!!  რა ვუყო ეხლა ამ ბოღმას, ვის დავანთხიო?! მარტო ვეღარ ავუდივარ ხო ხედავთ?! 

არმეეეეეენ, შენ მაინც მოდი, დღეს ხო ოთხშაბათია?! თან უკვე  ღამის 4ია... 

ვინმე მოდით, თქვენს მხარზე უნდა ვიქვითინო... ჩემსას ვერ ვწვდები.. :( 

გულო, შე დედაბნელო, ჩადი ცოტა დაბლა, დავიხრჩეეეეეეეეეე, აღარ შემიძლია მეტი..... 

ის არ გამიხარდა გული რო მქონია...

გა20ებული ვარ....

რამხელა გული მქონია.......

ტკბილი ძილი მისურვეთ...

დამცინეთ ცოტა.......

p.s. ეს არ არის სიყვარულში გაწბილებულ/გულმოკლული ადამიანის პოსტი... ტყუილად არ გაგიხარდეთ! სიყვარული არაფერ შუაშია.... 

No comments: