Apr 27, 2009

ის რაც მარტო ჩემია

რისი თქმა უნდა სათაურს?! იმის რომ სათაურის დაწერის მერე პოსტს ვეღარ ვწერ :)

არა მაგის თქმა მე მინდოდა :) 

სათაური იმის თქმას ცდილობს რომ რაღაც ისეთი/ები არსებობს რაც მარტო ნინოსი, ანუ ჩემია... ხოდა ეხლა დავწერ იმას რაც მარტო ჩემია და მეტი არავისი... რასაც მარტო მე,ჩემთვის ვაკეთებ, ან გამიკეთებია და არ იცით, კიარადა ჯერ არ იცით და პოსტის წაკითხვის მერე გეცოდინებათ :)

პირველ რიგში ეს ბლოგი, ეს ბლოგი მარტო ჩემია, რა არა? თქვენ უბრალოდ მკითხველები ხართ, შეიძლება თქვენ ბლოგ ლისტშიც გაქვთ ეს ბლოგი მარა თქვენი არ არი, ჩეეემიიაააა :)

კიდევ ჩემი ჭყატაა ჩემი, ეს პატარა კაცუნა, მხარზე რომ მაწევს, ურომლისოდაც ვერ ვიძინებ უკვე 10 წელია და რომელსაც ყოველ ღამე ვკოცნი ძილის წინ, რო თვითონაც ტკბილად დაიძინოს    

მუსიკის გარეშე ვერ ვბანაობ :) სანამ ტელეფონში mp3 ფორმატის მუსიკის ჩაწერა გახდებოდა შესაძლებელი, საკუთარი შესრულებული მუსიკის თანხლებით ვიღებდი შხაპს... დიდი მადლობა იმ კეთილ ბიძიებს, რომლებმაც შესაძლებლობა მომცეს იოგებს გავუფრთხილდე...

ყოველ ჯერზე ვუყურებ და ვკითხულობ იგოეთში კედელზე გაკეთებულ წარწერას, "გზა მშვიდობისა გოჩა jij 777 (დიდი მადლობა გოჩას :) )

ტელეფონის ნოუთებში რო წერილები და აგენდა მაქვს, ეგ მარტო ჩემია და მასთან მიკარება არც გაბედოთ!!!!

გორი თბილისის ტრასაზე არსებული ყველა ყვავის ბუდე მაქვს დათვლილი, დღეს რო გამოვიარე, 2 აკლდა, ერთი კიდე ახალი იყო.... 

ამ ვიდეოზე ვტირივარ....... 

კბილების გამოხეხვა მეჯავრება და მეზიზღება და მეზარება... (ეს იმას არ ნიშნავს რო არ ვიხეხავ :) ) 

ტელეფონში და აიპოდში ცალკე ფლეილისტი მაქვს სპეციალურად მგზავრობისათვის....

გრეიკოს ყოველთვის შუბლზე და ლოყაზე ვკოცნი.....

ჩემი 6 წლის დეიდაშვილის სათამაშოებით ვთამაშობ, ყოველ ასვლაზე.. :(

ჩემს ძმას საათებს და ზაჟიგალკებს ვპარავ და რამდენიმე დღის ან კვირის მერე ვუბრუნებ ხოლმე, ჩუმად....

ყოველ ღამე, ჩემი და, დაწოლის წინ რომ ლოცვას კითხულობს, დაუოკებელი სურვილი მიჩნდება პანღური ამოვარტყა.... (ერთხელ განვახორციელე, უკვე ვიწექი, მარაა ავდექი, ჩუსტი ჩავიცვი რო ფეხი არ მტკენოდა და ტადააააააამ!!! ბავშვი 1 კვირა ვერ ჯდებოდა :( ამის მერე თავს ვიკავებ ხოლმე....)

ბავშვობაში კირილ ანდრეევი მიყვარდა :) ეს როჟა, ივანუშკებში რო მღეროდა ხოლმე 

რაა მერე?! თითო შავი ლაქა ყველას გვაქვს ცხოვრებაში... 

მზესუმზირის ნაფრცქვენებს ვაგროვებ :) 

კანცელარიის მაღაზიაში ყოფნისას, თავი სამოთხეში მგონია...

ჩემი სახლის პირდაპირ რო მაღაზიაა, მაგ მაღაზიის დაცვა მომწონს 8 წელია უკვე, დათო ქვია და თავის დაფეხვილ მანქანას ლომბორჯინს ეძახის და ჩემი ძაღლი უყვარს კიდე ძალიან.... 

ჩემი მეზობელი თაკო, პატარა რო იყო, ტრასაზე ვსვავდი და ვტოვებდი ხოლმე, ბნელ პადვალშიც ვტოვებდი ხოლმე მარტოს... ერთხელ კიდე მასკა გავიკეთე და ისე შევაშინე სიცხეები ქონდა 1 კვირა, 2 წლის ბავშვს....  სამაგიეროდ ახლა სპარტანელი მეომარივით გამძლეა :))))

მე–3 კლასში, გვერძე კლასის ფანჯარა მე ჩავამტვრიე, და ვის დავრალდა აღარ მახსოვს, ბიჭებს დაბრალდათ, მგონი კარელიძეს :)

კალმის თავსახურებს მე ვიპარავდი ხოლმე სკოლაში :)

ხაფანგი რო თაგვს დაიჭერს სახლში და ის ჯერ გარდაცვლილი არ არის, ეს მე ვუბრუნებ ხოლმე მას თავისუფლებას!!!! 

ფილოსოფიაში 11 ქვიზი და 3 გამოცდა გადავიწერე შპარგალკიდან... ჰა შრეკ, გაჯობე თუ არა?! 

ერთ სულიერს აუცილებლად ვაჩუქებ დაბადების დღეზე მანქანის ნომერს, ცოც–200, რათა ყველასთვის ნათელი იყოს მისი ვინაობა!!!

მამას მანქანა მე დავკაწრე მავთულით ბავშვობაში....

იმდღეს ნატას ტონალური გამიტყდა.... კვალი საიმედოდ დავფარე :)

უნიტაზის თავსახური მე გამიტყდა :)

ერთხელ მე და ნატო ბერკაცაშვილმა, ნატოს დედას, ახალნაყიდი 8 თეფშიდან, 6 გავუტეხეთ და ეზოში დავმარხეთ, კვალის დაფარვის მიზნით :)

იმდღეს გუჯა რო კინაღამ გასკვანჩეს, მეც ვიცოდი დეეეე :)

აუცილებლად უნდა გავაყოლო თვალი მცხეთაში მდებარე რესტორან "მცხეთას" და დიღომში მდებარე რესტორან "მონოპოლს"

ჩემი დის მისალოცები მე გადავუყარე დედაჩემს, რომ მარტო ჩემები დარჩენოდა :)

შტეფცელში ლოკოკინა მე შეტენე იმდღეს და იმიტომ გადაიწვა :)

ახალ ნაწვიმზე ლოკოკინებს ვაგროვებ ხოლმე და მერე ვაგონკავებ :)

იმ უბედურ წიწილებს მე დავაბიჯე და ფეხები დავამტვრიე, მერე ბებიაჩემს დავაბრალე :(

პაპაჩემს რო კაკალს ვპარავდი და მოტეხილ ხელში ჩამარტყა ინსტიქტურად, გამწარებულმა ჯოხი ჩავარტყი კუჭში და იმიტო მომდევდა... :(

ჩემს გარშემო ყველა საგანს სქესი აქვს;

ყველა მანქანას ქვია ადამიანის სახელი;

ყველა კვირის დღეს და წელიწადის თვეს აქვს თავისი ფერი...

კევი არ გადამიგდია არასოდეს... ვყლაპავ ხოლმე :(

ადრე შალვა ნათელაშვილის პლაკატი მქონდა გაკრული ოთახში კედელზე.... ეხლა ძიძიგურის პლაკატი მინდა :)

რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად ლაპარაკის კომპლექსი მაქვს (მეტი ენა არ ვიცი თორე იმისიც მექნება აუცილებლად :) )

ზღაპრებს ვერ ვიტან... (ოდესმე დავწერ ამაზე აუცილებლად!!)

ყვითელი (სანდრად წოდებული) ავტობუსების მეშინია....

ერთხელ მარშუტკაში, ჩემს გვერდით მჯდარ უცხო მამრს პირში თითი ვთხარე :( (ჩვევა მაქვს ასეთი, ვინმე რო ამთქნარებს თავის შეკავება არ შემიძლია... რა ჩემი ბრალია, უზრდელი იყო, რო ამთქნარებ, პირზე ხელი უნდა აიფარო!!!)

ჩემი ბრეკეტები მენატრებაააააააააა :(  

პლასტელინებს და საშლელებს ვჭამდი ხოლმე ბავშვობაში :(

მამიდაჩემის პომადა მე დავკბიჩე და გადავაგდე მერე :)

მეზობლის ქალს რო მოვატყუე, დედაჩემი ჭიქას მოადებს ხოლმე კედელზე და ეგრე გისმენთ მეთქი, შეგნებულად გავაკეთე ეს, გაბრაზებული ვიყავი დედაჩემზე... სამაგიეროდ ეს ქალი დედაჩემს დღემდე ვერ იტანს :)))))))

პაპაჩემის ძმას ვერ ვიტან, ვერც ვერასოდეს ვიტანდი!!!

კიდე პაპაჩემის დის შვილებსაც ვერ ვიტან, ასმათის და მაგათ!!! დაჟე ბავშვობიდან ვერ ვიტან!!!

დეიდაჩემის ქმარი უფრო მიყვარს ვიდრე დეიდაჩემი....

დეიდა რო დაჯდა იმ სკამს, კვერცხი მე და მამუკამ მოვუსვით, მარა მეზობელი ლუდასთვის გვინდოდა, გვეგონა ეგ უნდა დამჯდარიყო :(

ტარიელ მასწავლებელს მე დავუწერე დაფაზე და კლასის იატაკზე შიმშა–შიმშელა... ვიცოდი რო ეგრე ეძახდნენ და გიჟდებოდა ხოლმე..

მასწავლებლების ტუალეტშიც მე ჩავიკეტე შიგნიდან, და ზემოთხსენებული მასწავლებელი ჩაფსმამდე მივიყვანე :)

პილპილიც მე მოვაყარე გახურებულ ღუმელს კლასში და ვამაყობ ამით :)))

კარაქს ვერ ვიტან... 

ბავშვობაში არასასურველ საჭმელს, კიბის ქვეშ ვაქცევდი ხოლმე...

სტანდარტული სადილის კოვზი, პირში არ მეტევა :( სპეციალური ზომის კოვზები მაქვს, სადილის კოვზზე პატარა და ჩაის კოვზზე დიდი :)

კვირაში საშუალოდ 7 ლარის მზესუმზირას ვჭამ :(

თავის გარშემოწერილობა (თმის ზემოდან, ანუ +5 სმ)  52 სანტიმეტრი მაქვს :((((((((((

უქამროდ რო აცვიათ შარვლები ვეეერ ვიტააააან!!!!!

ვეტერინარობა მინდა...... 

ადრე ლექსებს ვწერდი ხოლმე.... საბედნიეროდ დროულად შევწყვიტე :)))

პატარა ბავშვებს ვერ ვიტან!! ლეკვები და კნუტები მირჩევნია!

to be continued........... 

6 comments:

Nina's blog said...

Nini mogesalmebi!
mec nino mkvia,shenma am postma ragacnairad bevri mogoneba gaagviza chemshi.......
Gmadlobt amistvis.........

ps-ise kiril andreevi mec mikvarda bavshvobashi:*)

Toma said...

ლოკოლონა მართლა შეტენე?? :D :D

პერწკლი said...

საიდანღაც მეცნობი...
ნაწერებით ვერა,სურათით.

nino said...

Nina's blog
სასიამოვნოა ნინ ;)

Katten försvann
რაღაც თავისთავად მოხდა, შემეტენა ძალიან გულითაც არ მინდოდა :) თან ის ლოკოკინა, სახლის გარეშე რო მოძრაობენ :) ბრრრრ, მეზიზღებიან ეგენი :(

პერწკლი
ალბათ ფორუმ.გე დან გეცნობი ;)

Toma said...

შემომეუპატიურა გამიგია, შემომეჭამა გამიგია, შემომესმაც გამიგია მაგრამ ლოკოკინა ”შემეტენა ” სცილდება ჩემი ფანტაზიის უნარს.

ტაკ დერჯატ!

გურამი said...

ბუუუჰეჰეჰეჰეჰეეეეეეე! :lol: საღოლ ნინო. :):):) საერთოდ შენ ბლოგზე რომ შემოვდივარ ან მაგრად ვიცინი, ან მაგრად ვიგრუზები. გამოგიტყდები და პირველი მომწონს უფრო. :2kiss: