არ გეკითხები როგორ ხართქო, იმიტომ რომ მახსოვს როგორც ხარ. დაგრუზული ხარ იმიტომ რომ დიდი ცხვირი და პარტყუნა ყურები გაქვს ხო? არაუშავს, ცხვირი აღარ გაგეზრდება ნუ გეშინია, ყურებს რაც შეეხება, თმა მაგის პრობლემასაც მოგიხსნის... 10 წლის ხარ და 20 წლის გოგოები უკვე ძალიან დიდები გგონია ხო? როგორ ცდები ნეტა იცოდე, ვერც კი იგრძნობ ისე გახდები 20 წლის... შენ ჯერ არც ის იცი რომ შენი ახლანდელი “სიყვარულის” სახელი და გვარიც აღარ გეხსომება 10 წლის შემდეგ... არადა ამ წუთას თეთრი რაშიღა აკლია შენს თვალში. რა სასაცილო ხარ ნეტა იცოდე, გაწეწილი, გამხმარი, მუდმივად დასისხლიანებული მუხლებით, გაყვლეფილი იდაყვებით, ბოტასებით და შორტებით. შენ ჯერ არ იცი ცეკვიდან ანსამბლში რო გადაგიყვანს ნელი და 4 ქვეყანაში იმოგზაურებ… მერე თავში როგორ აგივარდება მაგარი ტიპშობა









ეხლა შენი ცხოვრების სხვა ასპექტებსაც შევეხები


კარიერა ცეკვაში უფრო მეტხანს გასტანს, სანამ ნელი მასწავლებელი ყელში არ ამოგივა და ანსამბლის მენეჯერს არ აგინებ... მეგობრები ცეკვიდან შემორჩენილ არიან დღემდე

წარმატებები სწავლაში—მინდა გითხრა რომ მე-5 კლასში გადასვლისთანავე შენი შკოლნიცას სახე ნამსხვრევებად იქცევა, საბოლოოდ კი სკოლას ისე დაამთავრებ რომ დირექტორი, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც უყვარდი, ბანკეტზე იტყვის რომ სკოლას შენნაირი გოგო არ ახსოვს უკანასკნელი 40 წლის მანძილზე



ხო ვიცი ყველაზე მეტად რაც გაინტერესებს, შენს სიყვარულებსაც მივადექით ეგ ბიჭი ეხლა რო “გიყვარს” ისე გაქრება შენი მეხსიერებიდან ვერც გაიგებ. მე-6 კლასში შენი ძმის ძმაკაცი შეგიყვარდება, ახალი გადმოსულია შენს სკოლაში, დიდი ძმაკაცები ყავს, ძველბიჭობს, შენი იდეალია ფაქტიურად, გარეგნობას არ შევეხები, ცოდო ხარ
ხოდა შეგიყვარდება ისე რო 10 წლის მერეც დარწმუნებული ხარ რო არასოდეს დაგავიწყდება ეგ ზაფხული
მერე შენ ძმას იმის და შუყვარდება, იმის დეიდაშვილს შენ და აირევა მონასტერი (სერიალის სცენარი დაიწერებოდა ისე მაგ ურთიერთობიდან კარგად რო ჩავჯდომოდით) მერე ჰორიზონტზე გამოჩნდება შენი ახალი კლასელი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს სკოლაში და სკოლის გარეთაც, შენ ისევ ძველი სიყვარული ვერ მოგინელებია, თუმცა ვერც მიხვდები ირაკლი ისე გადაგატანინებს მაგ პერიოდს... იცი რა აუტანელი ხარ ამ ასაკში? ძველბიჭობ, მაგარი ვრედნი ხარ, თავი ძალიან დიდი და მაგარი გგონია, აი ჭკუაზე არ ხარ, მთელს სკოლას ზევიდან უყურებ, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი გყავს,სკოლის ყველა ფეშენ სასტავში საპატიო წევრად ითვლები და რავიცი, ერთი სიტყვით ვარსკვლავთგოგონა გგონია თავი... გამოგიტყდები და ვერ გიტან
შენი ვარსკვლავთგოგონობაც მალევე დაიმსხვრევა, ვიღაც ნაბიჭვრები ტელეფონს წაგართმევენ, ბოღმით გასკდომაზე ცოტა დაგაკლდება, 1 თვიანი დეპრესია და ყავისფერი ხასიათი, 24 საათი 1 ფრაზა გიტრიალებს თავში, "როგორ გამიბედეს!"
ხო კაი, სასიყვარულო ასპარეზზს დავუბრუნდეთ ნუ იკასთან ფაქტიურად ყველაფერი დიდი სიყვარულისკენ მიდის როცა კლასის მეორე ვარსკვლავთბიჭუნა,შენი საუკეთესო ძმაკაციც აღმოაჩენს რომ უყვარხარ. შენი პირველი რეაქცია რა არის თუ გამოიცნობ? 1 კვირიანი გლოვა და ტირილი, როგორ გაგიბედეს, როგორ შეგკადრეს, ეგ დამპალი, როგორ ენდობოდი, ყველაფერს უყვებოდი, იმან კიდევ როგორ გიღალატა
მერე გადაგივლის რაღა თქმა უნდა. ამის მერე 6 თვის მანძილზე შენ და შენი დაქალები ცდილობთ გაარკვიოთ უკეთესი ვარიანტი რომელია, ურთიერთობა კი ჩვეულებრივად გრძელდება ორივესთან... კლასში რომელიც შემოასწრებს ის ჯდება შენს გვერდით, შენ რაღა თქმა უნდა ჭკუაზე არ ხარ
იმის გამო რომ იკა სხვა ქალაქიდანაა გადმოსული, შენს გამო ძალიან ბევრჯერ მოხვდა, მარა ეტყობა მართლა ძალიან უყვარხარ, პარასკევობით დილით სახლში მოდის რადგანაც შენ ფეხი გაქვს მოტეხილი და სკოლაში ვერ დადიხარ, ბებიაშენთან ნახევარსაათიანი ხვეწნის შემდეგ 10 წუთიან “საშვს” იღებს, ჩუმად შემოდის ოთახში და მძინარეს გიყურებს ხოლმე... შენ კიდე უმრავლესობის გადაწყვეტილებით წაქეზებული რომ კუთხა ჯობია, იკას ამ გრძნობას აღარაფრად აგდებ, დაჟე იმდენს ჩალიჩობ რომ იკა, აღარავის ევასება კლასში, არადა ვენებს იხსნიდნენ სანამ შენც მოგწონდა... ხოდა აქ კიდევ ერთხელ მეჯავრები! ხო მერე ძირითადად გიორგით ხარ გატაცებული, თუმცა ნამეტან აღფრთოვანებას ვერ გატყობ, ჯერ არ გიყვარს. მერე ბანაკში მიდიხარ და იქიდან ჩამოდიხარ კიდევ უფრო გატიპშებული, 60-ით მეტი ახალი მეგობარი გყავს, რომლებიც სულ სხვანაირები არიან ვიდრე აქამდე შენს გვერდით არსებული ბავშვები... ახალ სასტავში გადაინაცვლე
ხო დამავიწყდა, აქედან რო წახვედი თითქოს გიორგით იყავი გატაცებული, მარა იქ კოტეს (გაზაფხულზე შენი ძმა კოტეს მეჯვარე გახდება
) გაიცნობ და ბანაკის "სიყვარულსაც" გამოსცდი, ქალაქში ჩამოსულებს აღარაფერი შემოგრჩებათ იმ პერიოდიდან. მერე ისევ გიორგი, არ გიყვარს, იმიტო რო რაღაც მომენტში იკასაც ეფლირტავები. მერე იკასთან ჩხუბი მოგივა, იმას რა თქმა უნდა ყველა სცემს ვისაც არ დაეზარება, შენ კი საბოლოოდ გადაუსმევ ხაზს... მერე ახალ დაქალოჩკებთან ერთად სოფელში წახვალ, იქიდან კიდევ ნახევარ სოფელ პაკლონიკებს წამოიყვანთ გოგოები
ამ პერიოდის ნინოს დავცინი მაგრად, იმიტომ რომ აი უქარაფშუტესია, კი არ ტყუიან სახლში სულ რომ ეჩხუბებიან, გუჯა რო ყოველ კვირა ტელეფონს უმტვრევს, მაინც არ იშლის თავისას
ამ პერიოდში გიორგი დააატკაზებს თავის შენდამი სიყვარულს... მინდა გითხრა რო რეაქცია არ გექნება, ლერიკათი ხარ გატაცებული თუ ვახოთი, აღარ მახსოვს, ვიღაც დაუნია, სახელს რა მნიშვნელობა აქვს... აი ზაფხული რო გავა და სკოლაში მიბრუნდებით, გიორგი სხვა სკოლაში გადავა... მერე კიდევ ორი ბიჭი “გეყვარება” სხვადასხვა დროს გიორგის პარალელურად :)
ორჯერ კინაღამ მოტაცების მსხვერპლი შეიქმნები, ერთი აბრაგი ბოჩკის შენდამი ვენებგადახსნილი სიყვარულისდა გამო, თუმცა ქართული პოლიციის ოპერატიული მუშაობა ამ პრობლემას მოგიგვარებს... (მე არ დამიჭერინებია, საქმეზე აიყვანეს)
მერე ფლირტები, ფლირტები, ფლირტები, ფლირტები, ფლიერტები, ფლირტები და ასე დაუსრულებლად, მინდა გითხრა რომ 20 წლისას სერიოზული ურთიერთობის გეშინია...

მერე ომიც დაიწყება, ქალაქს დაგიბომბავენ, ტოლვილი გახდები, ბიძაშვილები დაგეღუპება, ძალიან ინერვიულებ...
საერთოდ შენი ოცწლიანი არსებობის მანძილზე ყველაზე საშინელი წელი 2008 იქნება... ერთადერთი ნათელი წერტილი მთელი წლის განმავლობაში შენი ბავშვობის მეგობრების გაბედნიერებაა, 2009-ის თებერვალში მეჯვარე უნდა ყოფილიყავი, 2008 წლის 27 დეკემბერს, რო გეგონა რო ეს წელი წაძაღლდა და ახალ წელს ახალი იმედებით შეეგებებოდი, მიშო მოკლეს... ხოდა 2009 წლის თებერვალში, ქორწილის მაგივრად საფლავზე მიდიხარ, დღეს მიშოს ორმოცია...

ამ გადმოსახედიდან კი მართალია ბევრ მომენტში მეჯავრები, მარა არაფერს შევცვლიდი შენს ადგილას რომ ვიყო, დამიჯერე, საკუთარ შეცდომებზე ძალიან ბევრს ისწავლი ლაწირაკო, ბევრჯერ წაილეწავ ცხვირპირს და ყოველთვის შენით წამოდგები, იმაზე ძლიერი ვიდრე დაცემამდე იყავი, ბევრჯერ სხვასაც წამოაყენებ... ბევრი მეგობარი გყავს, ბევრიც ყოფილი მეგობარი, თუმცა ამას ყველაზე ნაკლებად განიცდი ამ წუთას... წარმატებებს გისურვებ ლაწირაკო, ჭკუით იყავი...


სიყვარულით შენი “შენ 10 წლის შემდეგ”
2009.02.03...

2 comments:
ძალიან მომეწონა..
და საერთოდ ზაალიან კარგად წერ..
და გადმოსცემ და..
ვწუხვარ შენი მეგობრის ამბავს :(
ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე, მეც მომწონს შენი ნაწერები, ბუნებრივათ წერ, გულიდან რაც მოგდის იმას :*
Post a Comment