
ძვირფასო მკითხველო, პირველ რიგში მადლობ რომ მკითხულობთ, ქვემოთ ფრიად პირადული პოსტი გელით, ხოდა გავკადნიერდები და წინასწარ გაგაფრთხილებთ მათ ვისაც სხვისი პირადული არ გაინტერესებთ, ანდა სხვის პირადში ხელის ფათურს ნაჩვევნი არ ხართ, და მათაც ვისაც ჩემთან უშუალო შეხება არ გაგაჩნიათ, საინტერესო არაფერი წერია თქვენთვის, შეგიძლიათ ესოდენ მწირი დრო არ დაკარგოთ ამის კითხვაზე

თვითკრიტიკა სასარგებლოაო ამბობენ, ხოდა ეხლა ვეცდები ის თვისებები ჩამოვწერო რის ნაკლებობასაც სამწუხაროდ არ ვუჩივი

1) რასაც ყველაზე ცუდ თვისებად მივიჩნევ საკუთარ თავში არის ის რომ პერიოდულად ჩემი ყველაზე (ან არც ისე ყველაზე) ახლობელი ადამიანები მჯავრდებიან ხოლმე! ხო ნამდვილად, თვალი არ გატყუებთ, მჯავრებიან და ვსიო!… უკვე მე-5 წელია ასე ხდება, დილით ვიღვიძებ, გადავხედავ დღის გეგმებს და აღმოვაჩენ რომ მეჯავრება…


2) თვისება რომელსაც ზემოთხსენებულთან შედარებით ნაკლებად განვიცდი არის ის რომ ვერავინ დამდებს ბრალს რომ პუნქტუალური ვარ

3) საშინელი ენა მაქვს! შემიძლია ადამიანი გავაცამტვერო ისეთი რაღაც ვუთხრა, ან ვთქვა, ძირითადად ნათქვამის შემდეგ ვნანობ ხოლმე, მარა ბოდიშის მოხდას აზრი აღარ აქვს ხშირ შემთხვევაში.
4) თავის შეკავება არ შემიძლია! ზოგჯერ მგონია რომ ენა ტვინს ზემოთ მაქვს, ამიტომ გონებას ასწრებს ხოლმე და სანამ გონება იმას გააანალიზებს რომ ესათუის წინადადება არ უნდა მეთქვა, უკვე ნათქვამი მაქვს... ხოდა არც ისე იშვიათად მექმნება პრობლემები იმის გამო რომ ენა წინ მისწრებს...
5) იაზვა ვარ და ბოღმა,(სამაგიეროდ შურიანი არ ვარ, არასოდეს არავისი არაფერი შემშურებია!) შემიძლია ადამიანს სრულიად უმიზეზოდ ვეიაზვო, (მართალია ესეც არ მოდის გულიდან და მეორე წუთში შეიძლება ცაში ბეწვით დავკიდო ადამიანი მარა რა აზრი აქვს ამას.) ზოგჯერ ისეთ რაღაცას ვამბობ/ვეუბნები რისიც თავადაც არ მჯერა და სხვამ რო თქვას/უთხრას თავს გავუტეხავ, მარა...
6) ცუდად ვბრაზდები! მიუხედავად იმისა რომ წყენას ძირითადად მალევე ვივიწყებ, გაბრაზებული თუ ვარ, ჯობია მარტო ვიყო და თავი ვიგვემო, ვიდრე ვინმეს დავანთხიო ჩემი გაბრაზება. მერე შემორიგება მიჭირს ხოლმე...
7) თვისება რომელსაც ჩემზე მეტად გარშემომყოფები განიცდიან არის ის რომ ეგოისტი ვარ! არა ეგოისტი კიარა ზე-ეგოისტი!
8) სხვის განსჯაში ბადალი არ მყავს

9) სითავხედისა და ბილწსიტყვაობის უქონლობას არ ვუჩივი

10) ეჭვიანი ვარ! არ არსებობს გარშემომყოფი ვიზეც ჯერ არ მიეჭვიანია. დედა, მამა, ძმა, და, მეგობრები, (შეყვარებულებზე ლაპარაკი ზედმეტია) დაჟე ჩემი გრეიკო რო მეზობლის ძაღლს ეთამაშება ხოლმე მაგაზე ვსკდები გულზე... და რაც უფრო ვიზრდები, ვერ გეტყვით ეს გრძნობაც ჩემთან ერთად იზრდებათქო, მარა არც მცირდება...
11) ძალიან უყურადღებო ვარ სოციალური თვალსაზრისით... სულ მავიწყდება დაბადების დღეები, ქორწინების წლისთავები, ბავშვის შეძენები, დღესასწაულები და სხვა “ღირსშესანიშნავი” თარიღები... “რატო დაგვიკიდე, რა იშოვე ეგეთი, ერთხელ არ გაგახსენდე, რო დარეკო/დაამესიჯო თითი არ მოგტყდება, ვაა ცოცხალი ხარ? ვაა მიცანი, ვაა კიდე ვმეგობრობთ? დედა/მამა/ძმა/და/დაქალი/ძმაკაცი რო გყავს გახსოოვს საერთოდ? და ა.შ” მსგავსი ხასიათის საყვედურის 10ჯერ მოსმენა მაინც მიწევს დღეში... არ შემიძლია ეს ყურადღებიანი გოგოს თამაში და მომკალით!! სამაგიეროდ ვინც მახსენდება და ვნახულობ, ესეიგი ძალიან მყავს მონატრებული... ხოდა უნდა გიხაროდეთ ჩემი ყურადღება ხოლმე


12) “ფეხებზემკიდია” ვარ მაგარი! ძალიან ბევრი რამის გატარება და დაკიდება შემიძლია, ბევრი ისეთისაც რაც არ უნდა მეკიდოს, მარა აი არ შემიძლია ბევრ რამეზე ნერვების თხრა და კვირაობით და თვეობით თავის გვემა... ხოდა სახელის გატეხვა ცუდი ყოფილა ძალიან

13) დილით ვერ ვიღვიძებ... ცეცხლი რო მეკიდოს ვერ ავდგები, მირჩევნია ლოგინში ჩავიფერფლო ვიდრე დილის ძილი მოვიკლო



14) უკიდეგანოდ ზარმაცი ვარ... იმდენი რამ მეზარება რო ვერც წარმოიდგენთ, ახლაც უკვე დიდი ხანია ძილის დროა მარა მარტო იმიტომ ვზივარ აქ რომ ლოგინში დაწოლა მეზარება... მეცადინეობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ყოველთვის მაოცებდა ის ხალხი ვინც გამოცდებისათვის 1 კვირით ან თუნდაც 2 დღით ადრე იწყებდა მეცადინეობას... ამიტომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა გამოცდის წინა ალიონს წიგნით ხელში არ შევხვედროდი

ვსიო, მეყოფა თვითკრიტიკა თორე თვითგვემაში გადამივიდა უკვე... სანამ თავი შეგაჯავრეთ გავჩერდე ჯობია... დასაძინებლად მივდივარ და იმედს ვიტოვებ რომ აუცილებლად დამხვდება თქვენგან ”ნინო შენ არც ისეთი ცუდი ხარ როგორც თავი აღგვიწერე, რომ ჩემი დადებითი თვისებები ზემოთჩამოთვლილს აუფერულებს,” და მსგავსი გამამხნევებელი პასუხები მადლობა თქვენ რომ მიტანთ

1 comment:
wow momecona poswiki..
bevr rameshi vemtxvevit dzalian
Post a Comment