მიყვარს, აი მთელი არსებით, მთელი შეგნებით, გულით და სულით, ტკივილამდე…
მიყვარს მთელი თავისი აღმატებულებით, თავისი ზე-ობით, თავისი კაცობით, თავისი დადებითითა და უარყოფითით,
მიყვარს თავისი კაკაშკებითა და დამსახურებებით ჩემს წინაშე,
მიყვარს იმიტომ რომ მის გვერდით ყოველთვის მიხარია.
მიყვარს იმიტომ რომ მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ.
მიყვარს იმიტომ რომ ჩემი მისვლა ყველაზე მეტად მას უხარია,
მიყვარს იმიტომ რომ ერთადერთია რომელიც 6 საათიც რომ არ ვნახო, უკვე მენატრება.
მიყვარს იმიტომ რომ ყველაზე მეტად მაგას ვენატრები (ყოველშემთხვევაში ეგ ყველაზე მეტად გამოხატავს ხოლმე)
მიყვარს იმიტომ რომ მის გვერდით ყოველთვის მხიარულად ვარ.
მიყვარს იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიგებს.
მიყვარს იმიტომ რომ ყოველთვის ბოლომდე მისმენს, მთელი მოთმინებით, არასოდეს მაწყვეტინებს ლაპარაკს (მარტო იმ შემთხვევაში თუ ეფსია)
მიყვარს იმიტომ რომ ყოველთვის უხარია ჩემს გვერდით ყოფნა, როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო.
მიყვარს იმიტომ რომ არასოდეს არაა წინააღმდეგი ჩემთან ერთად გაისეირნოს, არ აქვს მნიშვნელობა, დილის 7 საათი იქნება თუ ღამის 2,- ყოველთვის ბედნიერი მოსეირნობს ჩემს გვერდით,
მიყვარს იმიტომ რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველთვის ბედნიერია როცა გასეირნებას ვთავაზობ, იმდენად ბედნიერი რო კუდი რომ ქონდეს გააქიცინებდა აუცილებლად
მიყვარს იმიტომ რომ მიჯერებს, ყოველთვის ჩემს აზრს ითვალისწინებს და მეტი არავისი.
მიყვარს იმიტომ რომ ვხედავ როგორ სწყინს თუ სადმე უმისოდ მივდივარ.
მიყვარს იმიტომ რომ ვიცი, როცა მასთან არ ვარ, ყოველწუთს მელოდება.
მიყვარს იმიტომ რომ შეუძლია ჩუმად იჯდეს და უბრალოდ მიყუროს როცა ვმეცადინეობ, ვკითხულობ, ან რამეს ვაკეთებ.
მიყვარს იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყველას წინააღმდეგ წავა ჩემს გამო (არაერთხელ დაუმტკიცებია ეს ჩემთვის)!
მიყვარს იმიტომ რომ შეუძლია დაუსრულებლად უსმინოს იმ მუსიკას რასაც მე ვუსმენ.
მიყვარს იმიტომ რომ ყველას უყვარს ჩემს გარშემო,
მიყვარს იმიტომ რომ ის ხალხი უყვარს ვინც მე, და იმას ვერ იტანს ვისაც მე ვერ ვიტან.
მიყვარს იმიტომ რომ მიხარია შურის თვალით როგორ მიყურებენ გამვლელები როცა ერთად ვსერნობთ.
მიყვარს იმიტომ რომ ყველაფერი აინტერესებს რაც ჩემს გარშემო ხდება..
მიყვარს იმიტომ რომ ვიცი მის გვერდით ვერავინ მაწყენინებს, და თუ მაინც ასე მოხდა, Dშემიძლია მისი დახმარების იმედი მქოდეს...
მიყვარს იმიტომ რომ არასოდეს არის უარზე მეთამაშოს თუ მე ეს მომინდება...
მიყვარს იმიტომ რომ არანორმალურად ჭკვიანი გამოხედვა აქვს,
მიყვარს იმიტომ რომ ყველაზე სიმპათიურია, ყველაზე ჭკვიანი,
მიყვარს თავისი უჭკვიანესი თვალების გამო, რომელსაც მისი წარბები უფრო მიმზიდველს ხდის...
მიყვარს იმიტომ რომ ყოველთვის ეჭიანობს სხვებზე, თვითონ კი ეჭვიანობის საბაბს არასოდეს მაძლევს.
მიყვარს იმიტომ რომ არასოდეს მომახვევს თავს თავის ტკივილს.
მიყვარს იმიტომ რომ ერთი შემოხედვით შემიძლია მივხვდე რა უჭირს, რა უნდა, როგორ ხასიათზეა...
მიყვარს იმიტომ რომ ვიცი მოვკვდები მაგას რო რამე დაემართოს!
მიყვარს იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მასზე.
მიყვარს იმიტომ რომ ყველა ჩემს კრიტერიუმს აკმაყოფილებს, როგორც გარეგნულად, ისე თვისებებით...
მიყვარს იმიტომ რომ ბავშვები იმაზე მეტად უყვარს ვიდრე მე შემიძლია...
მიყვარს იმიტომ რომ ვიცი, ყველანაირ საზოგადოებაში შეძლებს თავი არ შეირცხვინოს.
მიყვარს იმიტომ რომ ჩემმა უახლოესმა ადამიანმა მომცა საშუალება მის გვერდით ვყოფილიყავი...
მიყვარს იმიტომ რომ მისგან დაფარული არაფერი მაქვს...
მიყვარს იმიტომ რომ ყველაზე უკეთესად ხვდება როცა რამე მაწუხებს...
მიყვარს იმიტომ რომ ერთადერთია რომლის კოცნა და მოფერება არასოდეს მაღიზიანებს.
მიყვარს იმიტომ რომ ერთადერთია ვინც საერთოდ არასოდეს მაღიზიანებს..
მიყვარს იმიტომ რომ ერთადერთია ვინც იბუტება თუ მასთან დაუმშვიდობებლად წავალ სადმე.
მიყვარს იმიტომ რომ ჩვენი ერთადყოფნის მანძილზე არაფერი შეშლია.
მიყვარს იმიტომ რომ მოთმინებით იტანს როცა ვუბრაზდები.
მიყვარს იმიტომ რომ ერთადერთია რომელიც ჩემზე წყენას არასოდეს იგროვებს გულში და ჩხუბიდან 10წამის მერეც ისე ვუყვარვარ როგორც მანამდე ვუყვარდი..
მიყვარს იმიტომ რომ ვერ იტანს როცა ვტირივარ, როცა მოწყენილი ვარ.
მიყვარს იმიტომ რომ მისთვის ჩემს დადებითს და უარყოფითს მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ...
მიყვარს როგორ სვამს წყალს, როგორ ჭამს, როგორ ძინავს, როგორ მეთამაშება, როგორ დადის, როგორ ეჭვიანობს, როგორ ბრაზდება, როგორ მელოდება, როგორ მეფერება, როგორ მიყურებს, როგორ ვუხარივარ...
მიყვარს იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება არ მიყვარდეს, მაშინ მართლა უკანასკნელი დაუნახავი, ეგოისტი ვიქნები...
მიყვარს იმიტომ რომ ჩემს ადგილას თქვენც ასე იქნებოდით, თქვენს ასევე გეყვარებოდათ, ნუ იმას რამდენად ეყვარებოდით ჩემსავით ვერ გეტყვით მაგრამ, თქვენ რომ აუცილებლად შეგაყვარებდათ თავს მაგაში ეჭვიც არ მეპარება...
მიყვარს და უბედნიერესი ვარ რო მაქვს მის გვერდით ყოფნის ბედნიერება, გახსენებაც არ მინდა იმისა თუ როგორ ვცხოვრობდი უმისოდ, და იმის წარმოდგენაზეც კი მაჟრიალებს, რა იქნება ჩემი არსებობა მის გარეშე...
უკვე ისე მომენატრა, მტკივა...
უღრმესი მადლობა გიორგის რომ საშუალება მომცა მის გვერდით ვყოფილიყავი...
ძალიან მიყვარხარ პატარავ, ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ! დიდი მადლობა რომ არსებობ, რომ ჩემს გვერდით ხარ და მიტან...
აი შეხედეთ და აღიარეთ რომ მასზე უკეთესი უბრალოდ არ არსებობს, და რომ ჩემს ადგილას, თქვენც ანალოგიურ პოსტს გამოაცხობდით,
როგორ შეიძლება ეს არსება ასე არ გიყვარდეთ...
გრეიკო მიყვარხარ!!!!
ამხელაც მიყვარდი
ამხელაც მიყვარხარ
2 comments:
აუუუ ცვეტში ვიცოდი რომ აქ კაცზე არ ეწერა..
აი რაღაცანიარად პირველივე ფრაზაზე მივხვდი რა <3
მართალიც ხარ, კაცის ესე შეყვარება შეუძლებელია, ასეთ სიყვარულს მარტო ჩემი ძაღლი თუ დაიმსახურებდა :)
Post a Comment